მოვიგეთ
ქლინშითი
10-ში შევედით
4-ულამდე 3 ქულაა
მარა ჯერ სხვებს არ უთამაშიათ

იმედია რომ რესტარტი გვქონდა, არა რესტარტი კი არა რესეტი, გადატვირთვა
უმნიშვნელოვანესი თამაში იყო ფსიქოლოგიურად
ფაქტიურად გუნდი აზრზეა მოსული
ეხლა ოთხშაბათს თასზე უოლსოლთანაც სრული სასტავი გამოყაროს და კიდევ ერთი კლინშითი დავდოთ ორი ურთულესი გასვლების წინ ამ წლის ბოლომდე, ჯერ ნიუკასლია და მერე პორტუ
იმედია ყველაფერი უკან მოვიტოვეთ
არსენალი ძალიან სუსტი გუნდია, აი დაჩმორებული უსულო უჯიგრო, არავითარი პრესინგი და ორთაბრძოლები არ აქვთ..რომ აიღო პრემიერლიგის 20 გუნდი და სასტარტო 11 აწონო ჯამში არსენალი ყველაზე მსუბუქი იქნება, ჰაეროვანი თხელი ნაზი, რბილი სათუთი
უოლკოტმა თავი ჩამოიხრჩოს, მაგის ფეხბურთი მორჩა..არადა ერთ დროს სისხლი გაგვიშრო
ერთი სანჩესი ფაფხურობდა მარტო რაღაცას
მეორე ტაიმზე არაფერია დასაწერი, 10 კაცით დაითრგუნენ ვერაფერი ვერ ქნეს, ისე ცოტა კი გამიკვირდა
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, მარა მე ლიჩნდა ვგრძნობდი რომ აი ის ის იყო სადმე შეცდომაზე წავიჭერდით და მერე ჩავკეტავდით თამაშს
პრინციპში ვერავის გამოვყოფ, საკმაოდ ნორმაულრად ითამაშა გუნდმა, იგრძნობოდა რომ ჯერ ერთი ინდივიდუალურად (ზუმა) დაცვა უკეთეს ვიდზეა ვიდრე აგვისტოში და მერე უფრო მეტი კონცენტრაციით თამაშობდა ყველა...არ ვიცი კიდევ ვიმეორებ შეიძლება არსენალის სისუსტის ბრალია
ზუმა - მხეცია, სასწაულია, ევროპის საუკეთესო ცენრალური მცველია, ევროპაზე მანგალა ვარანს ჯიბეში ჩაისვამს
კეჰილი - ტერის ჯობია ადნაზნაჩნად
ივანოვიჩი - ორჯერ მოჯვა მაინც, ნუ მარჯვენა ფლანგზე მაგის დღეები დათვლილია რა, ბორდი ეძებს შემცვლელს..რავი სტოუნზი მანდ უნდათ?ვეღარ გავიგე
ასპი, მატიჩი - ჩვეულებრივად, სტაბილურად უშეცდომოთ
სესკი - კაი იყო, ერთი თესლა პასი დაუდო პედროს, ასისტი ზუმაზე და რავი...მგონი აზრზე მოვიდა, თუ არსენალის სისუსტეა ეს არ ვიცი ვნახოთ..კასორლას სამაგირეო გადაუხადა ნაკრებში სასტავიდან ამოგდებისთვის

ოსკარი - კარგად დარბოდა, უკანაც იბრძოდა, ერთერთი ის ფეხბურთელია რომელმაც ამ გადატვირტვაში დიდი როლი ითამაშა, თითქოს ახალი ტრანსფერი გავაკეთეთ, უცებ მოვიდა და დაგვეხმარა, მარტო სამადლობელი სიტყვები ჩემგან
აზარი - მოძრაობდა ბევრს დარბოდა დაჟე ურტყამდა კიდეც, კაი იყო...
პედრო - დარტყმა ცოტა სუსტი აქვს და სიზუსტეშიც რაღაცა ვილიანობები დაეწყო მარა მკვლელი ინსტინქტები და სისწრაფე ძალიან საჭიროა, კარგი ტამაში ქონდა მთლიანობაში
ფალკაო თავბედს იწყველის ეს სად მოვედიო, ყვითელზე ზის კოსტა, 1-0 პრინციპში ვერაფერს აკეტებს და 82 წუთამდე არ შეცვალა...ნუ რავი რა ჟოზე
კოსტაზე მე ბევრი მაქვს დაწერილი და აღარ გავიმეორებ
ერთი რამე მინდა გკითხოთ აბა სულ ყველას

მაინტერესებს რამდენს გინდათ რომ ამ სეზონის მერე კიდე დარჩეს კოსტა ჩელსიში და არ გავუშვათ?

უკვე სტემფორდ ბრიჯზე უსტვენენ ბუუ-ებს, დარწმუნებული ვარ რომ მალე ყველა გასვლაზე ბუუ ექნება და ტიპი თვითონ წავა
მაიკ დინი
უკვე იმდენჯერ შეცდნენ ცვენ საწინააღმდეგოდ მსაჯები რომ რომელიმე როცა გვეხმარება ცოტა მიკვირს მარა სასიამოვნო ბონუსია