ჩემი აზრით, სწორედ აქ უშვებთ შეცდომას

არცერთი თავმოყვარე მწვრთნელი, რომელსაც :
1. უნდა საფეხბურთო ისტორიაში დატოვოს მნიშვნელოვანი სახელი
2. აქვს თავისი სტილი, რომელმაც ყველაფერი მოიგო და თითქმის დაუმარცხებელი იყო
არ მივა არცერთ გუნდში და არ დაჯდება სხვის აწყობილ სისტემაზე, თუნდაც ბაბუს ბაიერნის მსგავს გუნდში.
ეს არის უმარტივესი ჭეშმარიტება

ბაბუს გზის გამგრძელებელი თუ გინდოდათ შეგეძლოთ დაგეტოვებინათ ბაბუს ასისტენტი(როგორც ბარსაში ტიტო დარჩა).
როცა პეპისნაირი კაცი მოგყავს, ე.ი ხელს აწერ გუნდში ტიკი-ტაკას და ტოტალური ფეხბურთის დამკვიდრებას.
რაც გუარდიოლასთვის სწორად ისაა რასაც უკრიტიკებთ
დაცვის ცენტრში მოთამაშე მასკერანო და ხავი მარტინესი
ცენტრში მოთამაშე ლამი და კლასიკოში შემტევ ვინგერად დაყენებული ალვეში
შეტევაში წასული ალაბა და 9 პოზიციაზე მოთამაშე ადრიანო
და ა.შ
ტოტალმენას ველაპარაკებოდი რამდენიმე დღის წინ ზუსტად. ჰერტასთან მარტინესის დაცვაში თამაშის გამო აგინებდით, არადა რეალურად ცენტრალურ დაცვაში რომ გიჭირთ ხომ იცით? არცისე კარგი ბენატია, ტრავმებისკენ მიდრეკილი ბადშტუბერი და ბოატენგი გყავთ.
ვთქვათ და რამე რო მოხდეს მნიშვნელოვან თამაშში რაუნდა ქნას? დაცვაში დგომას შეუჩვეველი მარტინესი დააყენოს?
[გაგახსენებთ ლიგის ფინალს მანჩესტერთან, როდესაც იაია ტურე იდგა დაცვის ცენტრში]
არაფრისმომცემ თამაშებში მსგავსი რამეების დატესტვას წესით უნდა მიესალმებოდეთ

)
პ.ს იმედია ამ პოსტსაც ფეისპალმებით და მსგავსი რამეებით არ შეხვდებით, არ ვწერ ნა ზლო

პ.პ.ს უშეცდომო იყო ეს 2 წელი და თქვენ აბრალებთ ყველაფერს-მეთქი არ ვწერ და ნუ დამაბრალებთ
This post has been edited by ფიესტა on 17 Dec 2015, 22:28
"Winning is an important thing, but to have your own style, to have people copy you, to admire you, that is the greatest gift.” © Johan Cruyff