ბერლუსკონი და გალიანი სანამ არ მოშორდებიან გუნდს, მანამდე მილანს არაფერი ეშველება.
ანიელი, ტოჰირი, პალოტა - ყველა ახალგაზრდა და მოტივირებულია. ბერლუსკონის დარწმუნებული ვარ მოტივაციაც კი აღარ აქვს, სიხარბეს რომ თავი დავანებოთ.

ტიპმა ყველაფერი მოაგებინა მილანს, თან არაერთხელ. მაგრამ, ნუთუ კლუბი მაინც არ ეცოდება, ამხელა ისტორიის და ტრადიციების მქონე გუნდს ანტირეკორდებს რომ ახსნევინებს და ფსკერისკენ რომ მიაქანებს.
ტიპს ყველანაირად ეტყობა რომ არ უნდა კლუბის წინსვლა, დანახარჯი რომ არ მიიღოს, ამის გამო მოჰყავს გამოუცდელი, ნაკლებადმომთხოვნი მწვრთნელები, რომელთაც ახვედრებს მწირ რესურსს და სატრანსფერო ფანჯარაზე პასიურობას. სცენარი ყველასთან ერთია, რაც ლოგიკურია.