Freddie Greensmith
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1798
წევრი No.: 142277
რეგისტრ.: 28-January 12
|
#47903770 · 24 May 2016, 17:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მარკაზე და ასზე დაიდო ინტერვიუ რონალდუსთან და ვთარგმნი, საქმე არ მაქვს მაინც არაფერი:
კასილიასთან შეჯახება: "პატარა დაზიანება მივიღე ვარჯიშზე, სერიოზული არაფერი, რამდენიმე დღეში კარგად ვიქნები."
მოტივაცია: "მოტივაციას ჩვეულებრივი ფორმით ვიღებ, როგორც ყოველთვის. კონცეტრირებული და ორიენტირებული ვარ, ეს ჩემი და გუნდის წარმატება იქნება."
უკეთესად ვიდრე ლისაბონში: "ვფიქრობ, რომ გავუმჯობესდი, ვპროგრესირებდი, მცირე პრობლემაც მქონდა, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ 4000 წუთი ვითამაშე და ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფეხბურთელი ვიყავი, ეს ნორმალურია, გაივლის. ფინალში კარგი კონდიციებით გავდივარ. თავს კარგად ვგრძნობ, ვემზადები და შაბათს ჩემს საუკეთესო ფორმაში ვიქნები."
მესიჯი ფანებს: "ჩემი მესიჯი ფანებს ისაა, რომ ჩვენს გვერდით იყვნენ, ისევე დაგვიჭირონ მხარი, როგორც ბოლო შეხვედრებში, იმისთვის, რათა ფინალის ღამე ჯადოსნურად ვაქციოთ."
რეკორდი: "რეკორდი ჩემია, განურჩევლად იმისა, გავიტან თუ არა ფინალში. ცხადია, მე მსურს გატანა, მაგრამ თუ ვერ გავიტან მე, გაიტანოს სხვამ, მთავარია, მოვიგოთ."
მომენტი, როდესაც "დესიმა" მოიგეს: "ეს არის მომენტი, რომელიც ჩემს გულშია და რომლის განმეორებასაც ვაპირებთ შაბათს."
გოდინის სიტყვები, რომ ეს მათი ცხოვრების მატჩია: "ეს ჩვენი ცხოვრების მატჩიცაა, ისევე, როგორც მათთვის. ვფიქრობ, რომ მოვიგებთ."
ატლეტიკო: "ატლეტიკო ისეთივე გუნდია, როგორც ორი წლის წინ. ისინი ყოველთვის ერთნაირად თამაშობენ. რთული იქნება, რადგან ისინი ცოტა შესაძლებლობებს იძლევიან და ყოველთვის ბურთის უკან თამაშობენ, რაც ძალიან ართულებს საქმეს. შემთხვევითი არაა, რომ "ბარსელონამ" და "ბაიერნმა" მათი დამარცხება ვერ მოახერხეს. საჭიროა, მოთმინება ვიქონიოთ და მხოლოდ პოზიტივზე ვიფიქროთ. თუ ჩვენ ჩვენს დონეზე ვიქნებით, დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ. ჩვენ ორი საუკეთესო გუნდი ვართ, რაცაა მიზეზი იმისა, რომ ფინალში ვიმყოფებით. ვნახოთ, ვინ იქნება უკეთესი. ვფიქრობ, რომ ჩვენ, მაგრამ ამისთვის ჯერ კარგი თამაშის ჩვენებაა საჭირო და საკუთარი შესაძლებლობების მოედანზე დამტკიცება."
ბარსა: ""ბარსელონა" არ მაინტერესებს, მხოლოდ "რეალი" და ფინალი."
იმსახურებდა თუ არა გუნდი ფინალში თამაშს განვლილი სეზონის მიხედვით: "ცხადია, რომ ვიმსახურებდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არ ვიქნებოდით. სუსტად დავიწყეთ, მაგრამ ზიზუს მოსვლის შემდეგ, საგრძნობლად გავუმჯობესდით. თუ მოვიგებთ, მხოლოდ ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები, მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკომ" აქამდე კარგად ითამაშა. ეს წელი "რეალის" უნდა იქნეს.
ფინალის წაგება, როგორც დიდი მარცხი: "წაგება ჩვენთვის დიდი წარუმატებლობა იქნება, მაგრამ - მოვიგებთ."
--------------------
Madridista hasta la muerte
|