იბრაჰიმოვიჩის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარაზლატანი თავს კარგად გრძნობს.
ამერიკის შეერთხებულ შტატებში ოპერაცია გაიკეთა, რამაც წარმატებით ჩაიარა.
წარმატებულად დასრულებული ოპერაციის შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა თავის მხრივ მიანიშნა, რომ მისი კარიერა ჯერ არ დასრულებულა.
"მოგვარებული, დასრულებული და უფრო ძლიერი. კიდევ ერთხელ გმადლობთ მხარდაჭერისთვის. ჩემი თამაშით მალე კვლავ ვისიამოვნებთ", - დაწერა შვედმა ისტაგრამზე.
..................
მზადება "სელტასთან" მატჩისთვის
ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "იუნაიტედი" "სელტას" დაუპირისპირდება. ესპანეთში გამგზავრების წინ "წითელმა ეშმაკებმა" Aon-ის სავარჯიშო კომპლექსზე ბოლო ვარჯიში გამართეს.
გუნდს ტრავმირებულ მცველთა დუეტი, სმოლინგი და ჯონსი დაუბრუნდნენ. გუნდთან ერთად ერიკ ბაიიმაც ივარჯიშა, რომელმაც გასული შეხვედრის დასრულება ტრავმის გამო ვერ მოახერხა.
ვარჯიშში მონაწილე ფეხბურთელთა სია: დე ხეა, რომერო, ბაიი, ბლინდი, დარმიანი, ჯონსი, სმოლინგი, ტუანზებე, იანგი, კერიკი, ფელაინი, ერერა, ლინგარდი, მატა, მხითარიანი, პოგბა, უილოკი, მარსიალი, რეშფროდი, რუნი.
ფინალისკენ დღეს დიდი ნაბიჯი უნდა გადავდგათ
This post has been edited by Vanpersie18 on 4 May 2017, 01:33
მიმაგრებული სურათი