მოურინიო: "როგორც იქნა, "არსენალის" ფანებიც ამღერდნენ
არსენალის" ფანები ბედნიერები არიან, ამიტომ მეც მიხარია. პირველი შემთხვევაა, როცა "ჰაიბერის" ან "ემირეიტსს" ვტოვებ და ისინი ბედნიერები არიან. "ჰაიბერის" რომ ვტოვებდი, ტიროდნენ, "ემირეიტსს" ვტოვებდი და მაინც ტიროდნენ, ქუჩაში თავდახრილები დადიოდნენ.
დღეს კი მღერიან. გულახდილად ვამბობ, მათთვის კარგია, ეს დიდი კლუბია. მსიამოვნებდა თუ არა ის ფაქტი, რომ "არსენალი" ტიტულს ვერ იგებს? არა, არ მსიამოვნებს.
დღეს მოგება ვცადე, მაგრამ წავაგეთ. და ჩემი აზრით, არსენ ვენგერი პატარა მწვრთნელი არ არის, დიდი მწვრთნელია, ამიტომ ამდენი მატჩის მოგების შედეგი არანორმალურია. ნორმალური მოგება, წაგება და ფრეა. ეს არის ნორმალური, მაგრამ სულ არ მაღელვებს", - განაცხადა მოურინიომ.

.................
მოურინიო: "არსენალთან იმიტომ წავაგეთ, რომ ევროპა ლიგის მოგება გვინდა"
მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ინგლისის ჩემპიონატის 36-ე ტურში "არსენალთან" (0:2) გამართული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ევროპა ლიგაზე მონაწილეობის გამო, სასტარტო შემადგენლობაში ბევრი ცვლილების გაკეთება მოუწია.
"წითელი ეშმაკუნები" ამ კვირაში "სელტას" ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი "ემიუმ" მოიგო, ანგარიშით 1:0.
"შემადგენლობაში რვა ცვლილება გავაკეთე, რადგან ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე გვაქვს სათამაშო. მეშინოდა, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს 90 წუთის განმავლობაში ვერ შევინარჩუნებდი. თუმცა, ვერ ვიტყვი, დღეს გამარჯვება არ გვინდოდათქო. რა თქმა უნდა, მესმის, მთელი ძალებით თამაში არ შეგვეძლო. ევროპა ლიგის მოგება გვინდა - ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრემიერლიგაში მეოთხე ადგილის დაკავება", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს ВВС.
"დღეს მოედანზე სმოლინგი, ჯონსი და მატა გავუშვი, რომლებმაც უკანასკნელი შვიდი კვირის განმავლობაში პირველად ითამაშეს. მთლიანი მატჩი ჩაატარეს და მათი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა, ამიტომაც შედეგით იმედგაცრუებული ვარ. თუმცა, თამაშით კმაყოფილი. გუნდის თამაში მომეწონა. ჩემი აზრით, "არსენალი" ჩვენზე უკეთესი არ ყოფილა".
..................
ზლატანის მუხლებმა ექიმები გადარია
როგორც ჩანს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ნამდვილი მგლის მუხლი ჰქონია - მისი სიძლიერით გადარეულან თურმე ამერიკელი პროფესორები
წინა კვირაში პიტსბურგის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ზლატანმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა. როგორც მინი რაიოლა, შვედის აგენტი ამბობს, ექიმები შოკირებულნი დარჩნენ ზლატანის მუხლების მდგომარეობით.
„ზლატანს ისეთი ძლიერი მუხლები აქვს, ექიმები გამოტყდნენ, რომ ასეთი მანამდე არ უნახავთ. იბრაჰიმოვიჩს იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც 20 წელია ფეხბურთს თამაშობს, იდეალური მუხლები აქვს, რომლებსაც არანაირი დაზიანება არ აქვთ.
ზლატანის მუხლები იმდენად ძლიერია, რომ ექიმებმა თხოვეს, როცა კარიერას დაამთავრებს, სპეციალურ გამოკვლევებზე მოვიდეს. ეს ხალხი საუკეთესო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობენ, რომლებიც მუხლებს და მყესებს იკვლევენ“ - ყვება რაიოლა.
This post has been edited by Vanpersie18 on 8 May 2017, 14:05