Pep Guardiola
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7630
წევრი No.: 74953
რეგისტრ.: 17-November 08
|
#48865781 · 22 Sep 2016, 18:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუშინდელ თამაშში ყველაზე საწყენი ლეოს ტრავმა იყო, თორემ შედეგი ნორმალურია ასეთ დროს, სეზონი ხანგრძლივია და ახლა ფორმის პიკზე ყოფნა არ არის აუცილებელი
თუმცა ნერვები მაინც მომეშალა, რადგან თავისუფლად შეიძლებოდა მოგება, დროის ამბავი იყო გოლი, იძულებითი ცვლილებები რომ არა
ანდრე გომეში უნდა შემოსულიყო, ოღონდ გასათვალისწინებელი იყო, რომ ბუსკეტსს ასე ადვილად ვერ შეცვლიდა და რაკიტიჩის მიხმარება დაჭირდებოდა, ამ დროს მეორე ცვლილება, სწორედ ეგ იყო შეცდომა, არდას შემოყვანა, მაგის შემოსვლის მერე არ მქონია იმედი რომ რამე შეიცვლებოდა თამაშში , არც მესამე ცვლილებას ველოდი, წარმოუდგენელი ჩანდა მაგ სიტუაციაში კიდევ ერთი ცვლილება
არადა, რომ შეხედო, ვერც შეედავები, ყველაზე წონიანი ფიგურა გამოიყვანა და დააყენა იქ, სადაც ადრეც უთამაშია , მაგრამ ჭადრაკის პონტში რომ ვთქვათ, კუ შემოიყვანა, როდესაც პაიკი უფრო საჭირო იყო, მერე კი როგორც არასწორი სვლის დროს ხდება, მაგ ფიგურის ჩანაცვლებას, პოზიციურ გადაწყობას და შეტევის მომზადებას, დრო სჭირდება, თან სიფრთხილე, ფეხბურთი კიდევ ჭადრაკი არაა, უფრო ძნელი გასაკეთებელია
პირველი ცვლილება უბრალო ჩანაცვლება რომ არ იყო, ამაზე უნდა ეფიქრა, მერე კიდევ უკანდაწეული ლეოს ადგილზე უსარგებლო იყო ინერტული არდას შემოყვანა, ეგ კიდევ შეიძლება გამოდგეს იმ შემთხვევაში, როდესაც ბუსკეტსია მოედანზე , ასეთ დროს დენის სუარესი უფრო გამოდგებოდა, რომელიც ბევრად მოძრავია, თან მესამე ცვლილების პერსპექტივა რჩებოდა, პაკო ალკასერის შემოყვანა, რომლის საჭიროება პირველ ტაიმში გამოჩნდა ჩემთვის, საჯარიმოში სწორედ ისეთი სივრცეები რჩებოდა, ეგ რომ კარგად იყენებს
ან კიდევ, ლუბიმჩიკი რომ ყავს რაფინია, თან ეგ მოიაზრება ვითომ მარცხენა ფლანგზე, შემოეყვანა და ანდრე გომეშს კარგად დაეხმარებოდა, მაგ სიმჭიდროვეში მშვენივრად მოძრაობს ხოლმე, დისტანციაზე უჭირს, თორემ მოკლე მონაკვეთებში იდეალურად მოქმედებს , თან ფეხზე აჯდება მეტოქეს
ყველაზე მთავარი, როგორი უნდა იყოს განაცხადი, ანუ ვინ უნდა იჯდეს ხოლმე სკამზე
ჩემი ვერსია; სილესენი, ვიდალი, მასკერანო, დენის სუარესი, ანდრე გომეში, არდა, პაკო ალკასერი
მასკერანოს არაფერს ვერჩი, არც გუშინდელ თამაშში, მაგრამ უმტიტი უნდა იდგეს ძირითადში
მარჯვენა ფლანგის მცველის ყოფნაც აუცილებელია სკამზე, ვიდალი რომ ყოფილიყო, სერხი რობერტოს აწევაც შეიძლებოდა , თავის ცენტრში შესვლებით, ფლანგზე კი მცველი ირბენდა
ლუის ენრიკესი ეგ არ მომწონს, მეორე ტაიმის მსვლელობისას გადაწყობას ვერ ახერხებს ხოლმე, თან ამაშიც როგორ ემზადება, ტრიბუნებზე ყავს რამდენიმე კაცი, სხვადასხვა კუთხიდან მოსდის ინფორმაცია, ეგ ძალიან კარგი მეთოდი აქვს, მაგრამ გადაწყვეტილება მერე თვითონ უნდა მიიღოს და მაგ დროს ვერ ახერხებს, რას დავაბრალო არ ვიცი, ავტორიტეტს ითვალისწინებს თუ ვერ რისკავს, არადა, ვერც იმას იტყვი, საკუთარ თავზე არ უნდა აღებაო, ყველაფერზე მე ვარ პასუხისმგებელიო, სულ ამბობს, ხოდა, ტრიპლეტით უპასუხოს ყველას : )
|