
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ვინგერმა, არიენ რობენმა, ფილიპ ლამთან შეთამაშებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ერთმანეთის თვალდახუჭული ესმით.
ლონდონის "არსენალთან" გუშინდელ შეხვედრაში ვეტერანი მარჯვენა ფლანგელების თანდემმა შესანიშნავად იმუშავა და 33 წლის ჰოლანდიელი ამის მთავარ მიზეზს ასახელებს.
"ლამთან ერთად შვიდწელიწად-ნახევარია ვთამაშობ და ნამდვილად ვამაყობ, რომ ასეთი მშვენიერი ფეხბურთელის გვერდით ვასპარეზობ. ის ღირსეული კაპიტანია.
ჩვენ ერთმანეთში კარგად ვართ შეთამაშებულები და ერთმანეთის კარგად გვესმის. ორივე ვიცით თუ საით უნდა ვიმოძრაოთ და ზოგჯერ, როდესაც ლამს პასს ვუკეთებ, მისკენ არც კი ვიხედები.
როდესაც ბურთთან ერთად ვარ, უბრალოდ ვგრძნობ თუ სად იქნება ფილიპ ლამი. ჩვენ ერთმანეთის თვალდახუჭული გვესმის", - განაცხადა რობენმა.
არიენ რობენი მიუნხენის "ბაიერნს" 2009 წლის ზაფხულში შეუერთდა, როდესაც ლამი მარცხენა ფლანგიდან უკვე მარჯვენაზე იყო გადმოსული და რობენთან დუეტი შექმნა.
This post has been edited by M_Ballack on 17 Feb 2017, 02:31