თუ ვინმეს შეკითხვები აინტერესებს და სათითაოდ ძებნა ეზარება იხილეთ ყველა კითხვა ერთად

პასუხები სპოილერში.
1. როგორც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირების ან წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს უმეტესად შემტევ ფეხბურთელებს გადასცემენ. დაასახელეთ ორი არაშემტევი ფეხბურთელი რომელთაგან ერთი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ხოლო მეორე, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წელს ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს დაეუფლა. დამატებით გეტყვით, რომ მათი გვარების ქართულად წარმოთქმისას პირველი სამი ასო იდენტურია.
2.კითხვა ნომერი 2. ამ ტექნოლოგიური მიღწევისა და ამ ფეხბურთელის გვარი ქართულ ენაში იდენტურად წარმოითმქის. ორივე მათგანი 90იანი წლებში დაიბადა. დღესდღეისობით ხსენებული ტექნოლოგიური მიღწევა მოძველებულად ითვლება და მის ნაცვლად უმეტესად მისი განახლებული ვერსიები გამოიყნება რომლებიც გაცილებით სწრაფია. ხოლო ფეხბურთელი, მიუხედავად იმისა რომ ეროვნულ ნაკრებშიც და გუნდშიც უმეტესად ძირითად 11ეულში ვერ ხვდება, ნამდვილად გამორჩეული სისწრაფით. მეტიც, ოფიციალურ საიტებზე დაყრდნობით, იმ ერთადერთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში როდესაც მისმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა, თამაშის განმავლობაში ყველაზე მაღალი სიჩქარე სწორედ მან განავითარა. დაასახელეთ ან ტექნოლოგიური მიღწევა ორი სიმბოლოთი, ან ფეხბურთელის გვარი.
3.ამ ორ ლეგენდარულ ფეხბურთელს ნაკრებში არაერთხელ უთამაშიათ ერთად. როდესაც პირველმა კარიერაში პირველად და უკანასკნელად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა, მეორე ჯერ საკუთარი ქვეყნის უმაღლეს ლიგაშიც კი არ ასპარეზობდა. დაასახლეეთ ორივე მათგანი თუკი გეტყვით, რომ ისინი ერთ დღეს არიან დაბადებულნი.
4.ზუსტად X წლის წინ, მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში პირველად და უკანასკნელად მოხვდა X წლის ფეხბურთელი. დაასახელეთ ეს ფეხბურთელი.
5.(ოდნავ სახუმარო, კითხვის ბოლო სიტყვა ძალიან ხმამაღლად უნდა წარმოითქვას

) სეზონის კარგი დასაწყისის გამო, ეს ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში ალბათ ყველაზე პოპულარული სწორედ ახლაა, განსაკუთრებით კი ქართველ გულშემატკივრებში. მიუხედავად იმისა რომ აქამდე იგი ნაკლებად იყო ცნობილი, მისი სახელის პირველი ასო-ბგერის და გვარის ერთდროულად წარმოთქმა არც თუ იშვიათი იყო ქართულ რეაოლაბში. განსაკუთრებით მეგობრულ სიტუაცებში. დაასახელეთ ეს ფეხბურთელი. იმედი მაქვს ამ კითვხის გამოცნობას ყველა შეძლებთ, თქვენ როგორ ფიქრობთ ჰა?
6. დაასახელეთ ერთადერთი ევროპელი ფეხბურთელი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებულ 4 მსოფლიო და არც ერთ ევროპის ჩემპიონატზე.
7. დაასახელეთ ერთადერთი ქვეყანა, რომლის ორი განსხვავებული ქალაქიდან, ორი-ორი განსხვავებული გუნდი(ერთიდან ორი, მეორედან სხვა ორი,) ერთხელ მაინც ყოფილა ჩემპიონთა ლიგის/თასის გათამაშების ნახევარფინალში. დამატებით გეტყვით, რომ ამ 4 გუნდიდან მხოლოდ ერთი და ერთხელ გახდა ტურნირის გამარჯვებული.
8. დაასახელეთ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთადერთი გუნდი რომელმაც შეძლო და ითამაშა ტურნირის ფინალი ისე, რომ მას არასდროს ქონდა მოგებული საკუთარი ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი. დამატებით გეტყვით, რომ ამ გუნდს ეროვნული ჩემპიონატი დღემდე არ აქვს მოგებული.
9. ეს ცნობილი ფეხურთელი 4 წლის განმავლობაში თამაშობდა პრემიერლიგაში. იგი ნაკლებადაა ცნობილი მისი ნადმვილი სახელით და გვარით. მისი ფსევდონიმის სრულად წარმოთქმისას თქვენ მოიგწევთ ორჯერ ზედიზედ ერთი ინგლისური ასოს სრულად წარმოთქმა. საინტერესოა, რომ ეს ინგლისური ასო არც მისი ინგლისში თამაშის დროს და არც მას მერე არ გხვდება და არ გვხვდებოდა პრემიერლიგის არც ერთი გუნდის დასახელებაში. დაასახელეთ ეს ფეხბურთელი.
10. ამ ფეხბურთელის გვარში გვხვდება რიცხვი X. X-ის ორზე გამრავლებისას მიღებული რიცხვი ხშირად მოიხსენიებია ერთ ფიზიკურ სიდედესთან ერთად მთელ მსოფლიოში და ცნობილია თითოეული თქვენთაგანისთვისაც. საინტერესოა, რომ ქართველი გულშემატკივრისთვის ამ ფეხბურთელის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი, ასევე ცნობილია სხვა მოვლენითაც რომელიც ზემოხსენეულ ფიზიკურ სიდიდის უეცარ ვარდნას უკავშირდება. დასახელეთ ეს ფეხბურთელი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პასუხი1: კანი, კანავარო. (გასახურებლად მარტივი ავარჩიე

)
პასუხი2: 2G, დივოკ ორიჯი.("კითხვა ნომერი 2" მინიშნება იყო)
პასუხი3: კლაივერტი, ნისტელროი.(შედარებით მარიტვი, მეტი ფაქტებით ნაკლები მინიშნებებით. იმედია ეპითეთ ლეგენდარულობაზე არ შემედავებით)
პასუხი4: დინო ძოფი (1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 40 წლის იყო)
პასუხი5: ზ.ანგისა

(კითხვის უცნაური ფორმით დასრულება პატარა მინიშნება იყო).
პასუხი6: რიო ფერდინანდი. (ცოტა მშრალი კითხვაა მაგრამ იმედია ვინმემ ან იცოდით ან მაინც გამოიცანით გამორიცხვის მეთოდით). აქაც დავაზუსტებ რომ 4ჯერ მოხვდა სქუადში თუმცა ერთხელ ტრავმის გამო არ უთამაშია და ერთხელ უბრალოდ სულ სათადარიგოზე იჯდა. ეს კითხვაც შეიძლებოდა უკეთ ისევე როგორც ყველა, მაგრამ ეს განსაკუთრებით

პასუხი7: შოტლანდია. (დანდიდან დანდი და დანდ იუნატიედი, გლაზგოდან რეინჯერსი და სელტიკი. სელტიკს აქვს ერთხელ თასი მოგებული. ესეც უფრო ფაქტობრივი კითხვაა შეიძლება მაგრამ ის რომ მხოლოდ ერთმა მოიგო მგონი საკმაოდ კარგი ფილტრია, ბევრ ქვეყანას გამორიცხავს)
ეს ინფორმავცია მგონიცოტა ძველია, იქამდელი სანამ სიტი გავიდოდა ნახევარფინალში, ამიტომ კითხვა მთლად კარგად ჩამოყალიბებული არ გამოდის მაგრამ ის რომ მხოლოდ ერთმა მოიგო და ერთხელ ინგლისს გამორიცხცავს
პასუხი8: ლევერკუზენი. (სანამ ჩემპიონთა თასი ერქვა მანამდე ისედაც მხოლოდ ჩემპიონები ხვდებოდნენ ტურნირზე შესაბამისად პასუხი უნდა გეძებნათ 90იანების დასაწყისიდან და მგონი ფაქტის ცოდნის გარეშეც შეიძლებოდა გამოცნობა
პასუხი9: ჯეი-ჯეი ოკოჩა( ასო J არც ერთი პრემიერლიგის გუნდის დასახელებაში არ გვხვდება).
პასუხი10: მალხაზ ასათიანი( ცხადია ფიზიკური სიდიდეა დენის ძაბვა, 220ვოლტი. არ ვიცი რამდენად კრგად ჩამოვაყალიბე, არც ძალიან ბევრი მინიშნება მინდოდა არც ძალიან ცოტა შუალედის დაჭერა ვხვდები იდეალურად არ გამოვიდა მაგრამ რას ვიზამთ. ცხადია ლაპრაკია იმ მატჩე როცა რუსეთს მოვუგეთ ასათიანის გოლით და მატჩის განმავლობაში სტადიონზე შუქი ჩაქვრა.)
* * *
ასევე ერთი თამაშგარე კითხხვა მე მაქვს, უბრალოდ მაინტერესებს. მეცხრე კითხვაში სადაც ეს მიწერია
ვგულისხმობ A-ს მაგივრად ეის და არა ა-ს. B-ს მაგივრად ბი-ს და არა ბ-ს ა.შ
სრულად წარმოთქმა მგონი არ არის სწორი ტერმინი, სწორად როგორ იქნება?
This post has been edited by gaucho on 15 Oct 2022, 23:46