რამდენი წლის ხარ მითხარი გთხოვ.
სექტანტს მეძახი ყველა პოსტში და რაც არ უნდა დაიწეროს შენი აზრის საწინააღმდეგო სარკაზმის სახეს აძლევ და ღადაობ. ნუ გაუკეთებ ჩემ პოსტებს პერიფრაზს და ვაბშე შენ სახელს სადაც დავინახავ ეგრევე დავატრიალებ მაუსზე რგოლს ჩემი მიმართულებით
ტიპი წერს კონტეს ბრალია ეს ### ტრანსფერებიო . ნაგვით ტენის გუნდსო .
ბოლო წამს გაუკეთეს დრინქვოთერის ტრანსფერი . იცი რატო ? განა იმიტო რო კონტეს ეგ უნდოდა, იმიტომ რომ სხვა ვერავინ ვერ იყიდეს და მთლად უკადროდ ყოფნას ჯობს ნაგავი გეჯდეს სკამზე. იგივე მოხდა ძაპაკოსტაზეც. გაემაზა ორიე , ოქსლეიდი კიდე სათჰემპტონიდან უნდოდა ვიღაც ბიჭი არ მახსოვს სახელი და ბოლო დღეს მოიყვანა ტორინოდან დავიდე ძაპაკოსტა , იმიტომ რომ მოზესს ვერავინ ვერ შეცვლიდა ტრამვის შემთხვევაში და ვინმე ადამიანის რასის წარმომადგენელი უნდა მჯდარიყო სკამზე . რთული მისახვედრია ხო ეს ყველაფერი ?
არც ისე , მაგრამ ხედავ შენმა საძულველმა და ჩემმა საყვარელმა ტრენერმა რა გათვალა? გათვალა რო შენ დაუწუნებდი ტრანსფერებს , გამოვიდა ღიად და თქვა ბორდს მაგრად ###ში ვკიდივარო. იმენა ###ზე გამიშვესო , ვითმინე ამდენი ხანიო ,მაგრამ ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს ამ გუნდის ფანებთან და იცოდეთ რო ვინც მინდოდა არავინ არ მიყიდესო , უფრო მეტიც ბაკაიოკოს სანამ ასნავნოიში ჩავსვამდი მატიჩი მინდოდა მყოლოდა გუნდში , მაგრამ ეგეც გამიყიდესო .
თვითონ ამ გენიოსსაც არ ეგონა თუ ამ განცხადების მერე რამეს ვერ გაიგებდით შენ და შენი თანამოაზრეები .
ინგლისში ფანების უმეტესობა კონტეს უჭერს მხარს და შენ ერთი თბილისელი (პირობითად) ბიჭი ამბობ რო ნაღდ ფანობაში გავერიეთ კონტეს სექტანტები.
აბა ვისი სექტანტი უნდა ვიყო ჯმოუსი ? კაცმა რომელმაც ყველა გუნდიდან გამიგდო ვისაც რამის ტრაკი ქონდა?
იქამდე ყველა მწვრთნელი 1 დღით იყო მოსული გუნდში .
დღეს უყურე ეგ 3 ჩამშლელი რას აკეთებდა მოედანზე? თუ პროსტა ნახე სასტავი და ეგრევე გამორთე , შენ , შემტევი ფეხბურთის მოყვარულმა ? ისე წერ რა ### ფეხბურთს თამაშობსო თითქოს ბადეებს ხევდნენ შენი ფეხბურთელები ბოლო წლები. რეალურად შეხედე სიტუაციას და დაინგრიე ის ილუზია , რომ გუნდი დგას ფეხზე.
სურვილი , რომ ლივერპულს ენფილდზე მოვუგოთ დაცვითი ფეხბურთის გარეშე ისევ კონტეს წყალობით გაქვს . შარშან მეოთხეზე რო გასულიყო იტყოდი რამეს? არა და არც გექნებოდა სათქმელი .
ფაქტი რო ჩელსი დღეს ძლიერ გუნდად და უსიამოვნო მეტოქედ ითვლება არის მთლიანად კონტეს დამსახურება და თუ ვინმეს სხვა აზრი გაქვთ ადექით და დაწერეთ. დაგვშალეთ ეს სექტანტები , აგვიხილეთ თვალები