ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მეკარე? (post #51844573)პუიოლი <3
სიყვარული მაინც სხვაა
პუიოლი, გვარდიოლა, ლუის ენრიკე – ეს სამი ჩემს ბარსაში ყოველთვის ძირითადში იქნება, ყოველთვის
ჯობდეს ბუსკეტსი გვარდიოლას, ინიესტა ლუის ენრიკეს, მაგრმა ჩემს გუნდში ყოველთვის სკამის გახეხვა მოუწევთ

და ჯობდეს რა...უკეთესი გუნდის ხარჯზე, თორემ ხავიმაც იცის, ვინ არის პასის მასწავლებელი
პუიოლზე უკეთესი მცველი ბარსას არასდროს ეყოლება
ბარსას ყავდა ისეთი ყბადაღებულად დასაცინი დაცვა, რომელიც უკვე ბრენდი იყო სამასხარაო...მოვიდა კაცი და ფეხზე დააყენა, დაცვის სწორად თამაში დაიწყეს ყველაზე კრიზისულ წლებშიც...
პ.ს. ის ბარსა, ვან გაალიდან მოყოლებული ანტიჩამდე, გაასაზიზღებდა მალდინისაც, ბარეზისაც, დესაისაც და ვისაც გინდა

(ისე როგორც რეალში საზიზღებოდა კანავარო ან სამეული. ბარსაში ბლანია ამის მაგალითი, აზრზე ვერ მოვიდა რა ხდებოდა, ისევე როგორც ტურამი

)
* * *
ბლანი და ტურამი რად მინდოდა, ფ. დე ბური უკეთესი მაგალითია...
ბარსაში მოსვლამდე, ფრანკი იყო გენიალობა, მახსოვს იმჟამინდელი გამოკითხვები იგივე ფიფას და ტიპი ყველა დროის გუნდში მოხვდა! თან არც ჭყლოპინი დაწყებულა

საოცარ ფეხბურთს თამაშობდა...(რონალდიც იმიტომ მოიყვანა ბარსამ, ფრანკის ტრანსფერი ისე არ გამოდიოდა, თორემ არ უნდოდათ ეგ

)
ჰოდა მოვიდა ბარსაში და იქცა რად...არ გათახსირდა, მაგრამ ყველანაირ დიად შეჭიდებებს გამოეთიშა

ფრანკმა (და სხვებმა) ვერ ასწავლა ბარსას დაცვას თამაში, პუიოლმა კი ასწავლა...
This post has been edited by Piquecanthropus on 16 Dec 2017, 18:22