https://we.tl/I7RkmzRzWyმსოფლიოს 2026 ჩემპიონატის მასპინძლობის კენჭისყრის შედეგები
ეს არის ფიფას ბოლო კონგრესზე (13.06.2018) მსოფლიოს 2026 ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ასარჩევი კენჭისყრისას ხმის მიცემის ამსახველი დოკუმენტი.
როგორც დოკუმენტიდან ჩანს, ხმის მიცემამ კარგად ასახა ქვეყნების/ფედერაციების პოლიტიკური, კულტურული და ფინანსური მიზნები.
ჩემი აზრით, ჩვენების ხმა, პირველ რიგში, განპირობებული იყო იმით, რომ ამიერიკა-მექსიკა-კანადის გაერთიანებული პროექტი უპრეცედნტო ფინანსურ შემოსავალს იძლევა (=14მლრდ დოლარი, რაც ორჯერ აღემატება მოროკოს დაგეგმილ შემოსავალს - 7მლრდ დოლარი) და ეს მნიშნელოვნად წაადგება ქართულ ფეხბურთს, ვინაიდან სოლიდარობის პრინციპით ჩვენც ვიქნებით მისი ბენეფიციარები და გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვექნება ფეხბურთის განვითარების პროექტების ფინანსურად მხარდასაჭერად.
ზოგიერთი წამყვანი ევროპული საფეხბურთო ქვეყნის (საფრანგეთი, იტალია, ბენილუქსის ქვეყნები) მიერ მაროკოს მხარდაჭერა, ალბათ, კულტურულ-ეკონომიკური კავშირებით აიხსნება.
როგორც ჩანს, კულტურულ და პოლიტიკურ-ფინანსურ ფაქტორებს შორის პრიორიტეტის გარკვევა და არჩევანის გაკეთება გაუჭირდა ესპანეთს.
ცოტა უცნაურია რუსეთის პოზიცია, რომელმაც ბოლოს გაერთიანებული პროექტის მხარდაჭერა გადაწყვიტა.
საინტერესოა ირანის გადაწყვეტილება, რომელმაც ორივე პროექტს უარი უთხრა.
მოკლედ, მგონი, კარგი დოკუმენტია მსოფლიო საფეხბურთო გეოპოლიტიკაზე სამსჯელოდ