Biutifulაი მისმინე ეხლა რა აზრი აქვს მაგ მაგ მარსზე აღმოაჩენენ თუ არა რაღაცა ცოხალ ორგანიზმს აი სიტყვაზე ქვიშაში თუ ბინადრობს რაღაცა ორგანიზმი
რამე მნიშვნელობა ააქვს ? დედამიწის მსგავსი პლანეტა თუ არის სადმე ანუ შესაბამისი კლიმატური პირობები და მინიმუმ წყალი უნდა იყოს მაშინ
შესაძლოა მართლაც იყოს სიცოცხლე მაგრამ იქ ადამიანი ვერ მოხვდება
წაიკითხე ეს სტატია რა წერია ერთ ფრაზაში ადამიანი აქ ჩასვლას მოუნდება რეაქტიული თვითმფრინავით ამ მანძილის დაფარვას, დაახლოებით 40 მილიონი წელი დასჭირდებოდა.
სრული აბსურდია შენ თვითონაც ხვდები ალბათ
NASA"-ს მეცნიერებმა, დედამიწიდან 40 სინათლის წელიწადის დაშორებით, დედამიწის მსგავსი 7 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომებმა, საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
შვიდივე პლანეტა მერწყულის თანავარსკვლავედში, ულტრა ცივი, წითელი, ერთი ჯუჯა ვარსკვლავის, „ტრაპისტ 1"-ის სისტემაში იმყოფება.
მეცნიერების თქმით, ყველა ახლადაღმოჩენილი პლანეტა ზომით დედამიწის მსგავსია და მათზე წყლის თხევადი ფორმით არსებობისთვის ხელსაყრელი პირობა არსებობს. შვიდიდან სამი პლანეტა ე.წ სიცოცხლის ზონაში იმყოფება.
„შევძლებთ თუ არა მეორე დედამიწის აღმოჩენას, არასწორი კითხვაა. საკითხავია თუ როდის შევძლებთ ამას" , -განაცხადა „NASA"-ს მეცნიერმა, ტომას ცურბიუხენმა.
როგორც ასტრონომმა მიშელ გიიონმა აღნიშნა: „ეს პლანეტები ერთმანეთთან და თავიანთ ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს არიან, თუმცა ვარსკვლავი იმდენად ცივია, რომ პლანეტებზე შესაძლოა წყალი თხევად მდგომარეობაში იყოს. შესაძლებელია იქ სიცოცხლეც არსებობდეს".
ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ასტრონომიული საზომებით, პლანეტები დედამიწისგან საკმაოდ ახლოს არიან და 39-40 სინათლის წლით არიან დაშორებულები. რეაქტიული თვითმფრინავით ამ მანძილის დაფარვას, დაახლოებით 40 მილიონი წელი დასჭირდებოდა.
2016 წელს, ასტრონომებმა ტელესკოპის საშუალებით ამ ვარსკვლავის ირგვლივ მბრუნავი ჯერ სამი პლანეტა იპოვეს. რის შემდეგაც მათ „ტრაპისტ-1"-ი კოსმოსური ტელესკოპით შეისწავლეს და დამატებით, კიდევ ოთხი პლანეტა აღმოაჩინეს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს ნამდვილი სიურპრიზია, რადგან ასტრონომები ადრეც პოულობდნენ სისტემებს შვიდი პლანეტით, მაგრამ ისინი არასდროს არ ჰგავდნენ დედამიწას ისე, როგორც ახლა აღმოჩენილი პლანეტები ჰგვანან.
This post has been edited by Tengiz@@ on 25 Aug 2018, 01:53