ნუ ბორდში გაუგონარი ###ები გვყავს. ერთი თვწის წინ უკითხავთ პულისიჩზე რა აზრის ხარო ძმაო და ახლა უცებ სიურპრიზი მოუწყვეს

ტრანსფერებზე იმიტომ არ ეკითხებიან ბევრს არაფერს რომ სარი ქოუჩია და არა მენეჯერი. ბოლო ჩვენი მენეჯერი იყო ჟოზე. მენეჯერის გარეშე რთულია კარგი გუნდის აწყობა.
კი სარის ხშირად უსამართლოდ ეჯმება აქ, მარა სერიოზული კითხვის ნიშნებიც არსებობს მისი მისამართით. ზოგიერთ ფეხბურთელს ზედმეტად დიდი პრივილეგიები აქვთ, ვიტყოდი უსამართლოდ დიდი. სულ ცოტა ხნის წინ ალონსომ სამარცხვინო თამაშების სერია მიაყოლა, აი ყველაფერი იკადრა

ემერსონს მაინც არ მიეცა შანსი. იგივე მოხდა ვილიანზე. ### რესურსია ბაზარი არაა, მარა უკეთ შეიძლება ამ რესურსის გამოყენება დარწმუნებული ვარ. მეორე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის მოედნის ცენტრი. რომელიც კრეატივისგან, პროდუქტიულობისგან სრულიად დაცლილია უმეტეს შემტხვევაში. ფურცელზე და სქემაზე არის რაღაც თეორია, მარა პრაქტიკაში არ ხორციელდება. ამდენი თვე გავიდა უკვე და ცენტრი პროგრესი კი არა რეგრესია აშკარად. ეს სამი ნახევარმცველი ვერ კომბინირებს ისე, მომენტებში ხელსაც უშლიან ერთმანეთს. სიღრმიდან პასებს არ აკეთებენ, დიაგონალებს არ აკეთებენ, ჩაგდებებს არ აკეთებენ. ერთადერთი კანტე თუ წაიღებს ბურთს დრიბლინგით. თუ კიდე არ იქნება პროგრესი ცენტრში უახლოეს მომავალში, მაშინ უნდა შეცვალოს ტაქტიკა რაღაცნაირად.
ბარკლის თუ აღარ ათამაშებს პლში კარგს იზამს კიდე. ძალიან ჩაჯმული უინტელექტო ტიპია. წინ ვერ აკეთებს პასს. ევერტონში დრიბლაობდა ხოლმე და მოტყუებაზე მიდიოდა. აქ გვერდზე პასი, უკან პასი და ვსო. გააჯმევინონ ზაფხულში.