ისე ლოპეტეგიმ მეორე ტაიმში რაღაც გარდატეხასავით შეიტანა, ვასკესის გამოსვლას მოჰყვა გოლი და რამდენიმე მაგარი მომენტი, მაგრამ მერე მაგრად დააგვიანა შემდეგი შეცვლები და ამ დროს კი მივიღეთ მესამე გოლი, რის შემდეგაც უკვე პრაქტიკულად ყველაფერი დამთავრდა. აი ეგ იყო მისი როგორც მწრთვნელის შეცდომა+გუნდის არასაკმარისად დამუხტვა და მომართვა.
მოკლედ ფიზიკურადაც რაღაც თითქოს გადაღლილები იყვნენ თუ რა იყო ვერ გავიგე. იმ ათწუთიანი მონაკვეთის გარდა პრაქტიკულად ვერ ვითამაშეთ.
ისე ბენზო რის ბენზოა ერთ ორ 100%-იან მომენტს თუ არ გააფუჭებს

ის ბოლო წამებზე მაინც გაეტანა "პრესტიჟის" გოლი მაგ ბეყეს

ისკო დღეს იყო საშინელი, რამოსიც და ვარანიც. ნუ ნაჩოს რა უნდა მოსთხოვო, მართლა ყველა პოზიციაზე ხომ ვერ ითამაშებს?
ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მარსელო (და არა მხოლოდ გოლის გამო), მაგრამ ლამის ყველა თამაშში იტრავმება, ეგეც დაგვიბერდა რა.