ღადაობით დავწერე.შენ იასნა სხვანაირად გაიგე
* * *
ანდერ ერერა თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუმცა ესპანელს სჯერა, რომ ამ ჯილდოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა ფეხბურთელი იმსახურებდა.
ნახევარმცველმა, რომელმაც "ლივერპულთან" გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო, ხმათა 40% მოაგროვა და პოლ პოგბასა (35%) და ვიქტორ ლინდელოფს (25%) აჯობა.
ანდერმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის და თანაგუნდელებს ქება-დიდება არ დააკლო.
"ვიღაცამ უნდა მოიგოს ეს ჯილდო, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მთელი გუნდი შესანიშნავად თამაშობს."
"ძალიან სოლიდურები ვართ, ყველა მატჩი ძალიან დახვეწილია და ბოლო წუთებამდე სასურველი შედეგისთვის ვიბრძვით, ასე რომ მართლა ბედნიერები ვართ ჩვენი დღევანდელი ფორმით."
"მე ჯილდო მოვიგე და ამით ამაყი და ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს გუნდური თამაშია და მანამ სანამ ერთად ვიბრძოლებთ მე ბედნიერი ვიქნები, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ მოიგებს ამ ჯილდოს."
"ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენი გულშემატკივრები და შენი ხალხი გაღიარებენ. სწორედ ამისთვის ვმუშაობ, არა მხოლოდ ტიტულის მოგებისთვის, არამედ ჩვენი გულშემატკივრების გახარებისთვის."
"მე ძალიან, ძალიან ბევრს ვიმუშავებ და ჩემს თავს ვაიძულებ, რომ ყველაფერი გავაკეთო კლუბის დასახმარებლად. ამ მომენტისთვის ტრავმირებული ვარ, მაგრამ ვეცდები, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ამასთანავე გაცილებით უკეთ ვარ ვიდრე გასულ კვირას. ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები, განვაგრძობთ მუშაობას და კლუბს დავეხმარები."
"ვფიქრობ, რომ თებერვალმა ბევრი რამ დაგვანახა. ერთ-ერთი კი ის არის, თუ როგორ გავუმჯობესდით დაცვის მხრივ - აღარ ვუშვებთ იმდენ გოლს, როგორც აქამდე."
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ დავიდ დე ხეა და სერზიო რომერო ძალიან ბედნიერები არიან. ახლა კარგ მომენტში ვართ. შემდეგი გაჩერება "საუთჰემპტონია" და შემდგომ პსჟ გველის. მოდით თამაშ-თამაშ მივყვეთ და ვნახოთ რა გველის წინ, მოდით, ვეცადოთ, რომ ოთხეულში დავბრუნდეთ."
"ყველა ფეხბურთელი გრძნობს, რომ მნიშვნელოვანია და ასეც არის. გადახედეთ "კრისტალ პალასთან" გამართულ მატჩს. ჩვენ ამ მომენტისთვის ხუთი თუ ექვსი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა. ვფიქრობ, რომ რაღაც ძალიან კარგისა და დიდის შენებას მივყავით ხელი და ყველა ძალიან მნიშვნელოვნად გრძნობს თავს."
"მოუთმენლად ველით შემდეგ მატჩებს."
* * *
ოლე შე ცოცარო რა ბიჭს არათამაშებ.მიაჩვიე ძირითადს.იანგი გააქრე
VIDEO * * *
მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ოლე-გუნარ სოლსკიაერის თქმით, გუნდის მიზანი მიმდინარე სეზონში მესამე ადგილის დაკავებაა.
"მნიშვნელოვანია მხოლოდ წინ და მაღლა ყურება, უკანასკნელი შედეგებით, "ტოტენჰემის" დაწევა რეალური გახდა. "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და "არსენალი" "ტოტენჰემს" კვალდაკვალ მიჰყვებიან.
ვფიქრობ, რბოლა საინტერესო იქნება, ყველა მატჩი მნიშვნელოვანია.
"ტოტენჰემს" 5 ქულით ჩამოვრჩებით და წინ კიდევ 10 მატჩია. დარწმუნებული ვარ, მესამე ადგილზე გადასვლის შანსი გვექნება.
ყველა შეხვედრა - საკუთარი თავის წარმოჩენის ახალი შესაძლებლობაა, არამარტო ფეხბურთელების, არამედ სამწვრთნელო შტაბისთვისაც. გვსურს უკეთესები და უფრო ძლიერები გავხდეთ>
ჩემი დანიშვნა მომდევნო სეზონისთვის? ყველამ იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა მსურს, მაგრამ, ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება." - აღნიშნა სოლსკიაერმა.
This post has been edited by Vanpersie18 on 2 Mar 2019, 11:51
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)