#62482704 · 22 Feb 2026, 02:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (Dato-Tolordava @ 12 Feb 2026, 20:12 ) | | QUOTE | kaiser Soze ჩემი სიტყვები ზუსტად - მესის მერე ვისაც ვთვლი საუკეთესოდ ვისი თამაშიც ნანახი მაქვს არის კიჭა. |
100%
პელეზე მაღლა ვაყენებ პირადად მე კიჭას.
უბრალოდ, შევადაროთ კიჭას ორი მსოფლიო(1998, 2002) და პელეს ორი მსოფლიო(1958, 1970).
კიჭა - 1998 წლის მსოფლიოს MVP და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი; პელე - 1970 წლის მსოფლიოს MVP. არადა რეალურად აქ ჟაირზინიო იყო საუკეთესო;
გარდა ამისა, კიჭას 2 კოპა აქვს მოგებული, სადაც 1997-ში ტურნირის MVP გახდა, 1999-ში - საუკეთესო ბობარდირი.
ანუ, დიდ ურნირებზე, ნაკრებში, კიჭას პელეზე გაცილებით უკეთესი პერფორმანსი ჰქონდა.
საკლუბო დონეზე რაც შეეხება, აქ საერთოდ სისულელეა შედარება. სან პაოლოს შტატის ჩემპიონატში თამაშობდა პელე, მაშინ როდესაც კიჭა დაფრინავდა ევროპაში.
|
ძაან ძნელია შეადარო რა ეს ორი, იმიტომ რომ სულ სხვა ეპოქა იყო.
და კიჭას ლონგევითი არა აქვს. იმ ტრამვის შემდეგ დაბრუნდა და მსოფლიო დადო რვა გოლით, საიდანაც ორი ფინალში იყო. მაგრამ მერე საკუთარი თავის აჩრდილი იყო. კი ქონდა მაგარი მატჩები რეალში, ბომბარდირიც ხდებოდა, და ჰეთ ტრიკიც დადო მანიუსთან პლეი ოფში, მაგრამ სისწრაფე ქონდა დაკარგული.
19 წლის კიჭა რომ მირბოდა ბურთით მთელ სისწრაფეზე მარტო დაცვაზე, მცველებს ის გრძნობები ქონდათ, რასაც რომაელების გარნიზონი განიცდიდა ატილას მეთაურობით ჰუნების მოჯირითე ურდოს წინ. იცოდნენ რომ სრული პიზდეცი ქონდათ. ადამიანი ტაიფუნი იყო.
ის ტრამვა რომ არ მიეღო, შეიძლება მესითვისაც გაესწრო. თუმცა კიჭას მესი ხედვა და საფეხბურთო გონება არ ქონდა. მესის გენია ის იყო, რომ მარადონას კალიბრის (და კიჭას) დრიბლიორის გარდა, იყო იყო ზიდანის კალიბრის ათიანი და ჩავის კალიბრის რვიანი. პრაქტიკულად, ნებისმიერ პოზიციაზე ნახევარდაცვა - თავდასხმაში საუკეთესო იყო გუნდში. მაგრამ ყველაზე მეტ ხიფათს ბუნებრივია კარებთან უფრო ახლოს ყოფნით ქმნიდა (თუმცა არც ძაან ახლოს). ამიტომ ძაან დიდი დიაპაზონი ქონდა (აქვს) თამაშის. მთელი მეტოქის ნახევარი მისი სამფლობელოა.
ეხლა იწყებს, ამ ვიქენდზე, სონის ლოს ანჯელესით.
This post has been edited by kaiser Soze on 22 Feb 2026, 02:43
|