სოფლის ცხოვრება ძალიან გართულდა დღევანდელ დროში მითუმეტეს
ზოგადად დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვს
არ იშრომებ არაფერი გექნება
ჯერ საქონელი უეჭველი უნდა გყავდეს
რძე, მაწონი, ყველი, ყოველდღიური ფულია, გაყიდი და ელემენტალური შემოსავალია
აქეთ მიწას უნდა დამუშავება
სიმინდი, ლობიო, კარტოფილი და სხვა კულტურული მცენარეები დათესო
ესეც დიდ შრომასთანაა კავშირში
უნდა თოხნო, ბარო, მოხნა, დაფრეზო, ბალახი მოთიბო, საქონელი შეინახო ზამთარში
ზამთრის გარდა ყველა სეზონში გიწევს ფიზიკური შრომა
ცალკე ვაზი გასხლა, გაფურჩქნო, მერე მოწამლო, აქეთ ხილსაც იგივე პროცესების ჩტარება უნდა
სხვანაირად ხარისხიან მოსავალს ვერ აიღებს გლეხი
მერე ამ მოსავალსაც უნდა რეალიზაცია
ამიტომ სანამ ამოყიდი ბოლომდე შენი შრომით მოყვანილ ხილს თუ ბოსტნეულს შუა ღამით უნდა ადგე ყოველდღე და ბაზარში იარო მინი მარშუტკით
ერთი სიტყვით დიდი წვალებაა
ეს ორი დღის ჩასულები ალბათ ვერც აცნობიერებს ამ ყველაფერს
თეორიაც რომ აუხსნა ალბათ თვალები შუბლზე აუვათ
პრაქტიკაზე საუბარიც ზედმეტია