მაგრა აგაგდოთ თქვენ ათუკამ ;დდ
ბენზემა არა ლევანდოვსკი , ტროლავს პროსტა .
ერთ პოსტში წერს ხოლმე, პელე-მარადონა-მესია სამებაო და მერე ამბობს პელე -ბენზემას დონეაო.
ისე კი , პელე არც მე მგონია გოათი, მარა მთლად დაკნინებაც არ გამოვა.
რა ეპოქაც არ უნდა იყოს, 700 ზე მეტ გოლს რო გაიტანს მოთამაშე, ის უკვე ჩვეულებრივი იგროკი აღარაა. თან გოლებიცაა და გოლებიც, იმენა ათლეტი იყო ტიპი, ყველაფერს აკეთებდა ვაბშე, რაც იმ ფეხბურთში შეიძლებოდა.
აი მარადონა მირჩევნია პელეს, ბევრად დახვეწილ ფეხბურთს ყომარობდა , თან საბედნიეროდ მეტი რესურსი გვაქვს შემორჩენილი, რა სასწაულებსაც შვებოდა.
პროსტა, გოლებზე თუა, ათიანი იყო იმენა ტიპი, ნუ ოდნავ შემტევი, მარა მესესავით იმენა ცრუ ცხრიანი ან ნომინალური ფლანგის ფორვარდი არ ყოფილა მთელი კარიერა, თორე წესით ორჯერ მეტი გოლი ექნებოდა და უფრო ნაკლები კითხვები იქნებოდა მაგის გოათობაზე.
და დალშე, ემოციების და ნოსტალგიების გარეშე, ძალიან პრაგმატულად - მესი და რონალდუ რო აშკარად ყველა მოთამაშეზე მაღლა დგანან, მაგას არ უნდა ბევრი გარჩევა. ( კულეები კიი არ აღიარებენ რონალდოს, მარა ეგ არაფერს ცვლის ) .
სხვა ყველაფერი უკვე დაშვების დონეზეა - იქ პელეს რო ევროპაში და ჩვენ დროში ეთამაშა, მარადონას რო ნარკოტიკებზე და დროსტარებაზე მეტად პროფესიონალიზმი ყვარებოდა, იმ რონალდოს რო ტრავმა არ მიეღო და ა.შ. უკვე ვარაუდებია და ამ მოცემულობის სამყაროში ვერანაირად ვერ მივიღებთ ჭეშმარიტებად.
აი ოდესმე თუ ილონ მასკმა ან ვინმემ იმ დონეზე განავითარა ტექნოლოგია, რო პარალელურ სამყაროებში მოგზაურობა შევძელით, მაშინ შეილება ვნახოთ რომელიმე რეალობის დედამიწაზე რას აკეთებენ ეგ მოთამაშეები და თუ ქონდათ მესე/როლანდაზე უკეთესი კარიერა.
მაგრამ, ამ სამყაროს დედამიწაზე მაინც მესე და კრ დარჩებიან ყველა დროის საუკეთესო იგროკებად. აქ მაინც არ შეიცვლება მოცემულობა
რიჩი ბლეკმორი - სიმართლე გითხრათ, მაგ კაცმა დაკვრა არ იცის, აი ეგრე მართლა დაუკრავთ თუ მოინდომებთ, ჯერ ერთი აჭყვიტინებს რაღაცეებს უაზროდ, მეორეც ერთი, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე © Gode
თუნდაც Shine On You Crazy Diamond აიღე, საზიზღარი შესავალი აქვს და სიმღერა ხო საერთოდ © ZSU-23-4