ხო ჩვენთან იუმორის ამბავშიც ჩამორჩენაა. სთენდაფი მაგალითად ამერიკაში ათწლეულებია არსებობს, რუსეთშიც კი 10 წელია რაც არის და იხოდება. ჩვენ არც დაგვიწყია ჯერ. იყო რაღაც ღლე პროექტები ჯიდიესზე, მარა მონაწილეების უმრავლესობა იმენა გარტყმაში არ იყო სთენდაფის ფორმატის.
ნუ, ეს პროვინციული იუმორი ზოგადად არ მევასება. არა, იმიტომ რომ ზემოდან ვუყურებ ან რაღაც. არა, პროსტა მასეთ იუმორში ხუმრობაზე ბევრად წინ აყენებენ კილოს. ანუ იდეაში არაა სასაცილო, მარა "შენა ძამია გემეიწიე" აი მხოლოდ ამან უნდა გახადოს სასაცილო :დ
ამ ამბავში გურულები ჩემპიონები არიან :დ ფბზე ყველაზე გაპიარებული კუთხეა იუმორის ამბავში

თან შესამჩნევია რომ რაღაც სხვებზე უპირატესობსი და აღმატებულების განცდა აქვთ. "გურული იქნება ეს" "რა თქმა უნდა, გურიაა" "გურულებს კაცო მომსპარი ენა აქვთ" "გურულის გარდა ამას ვინ მოიფიქრებდა". სერიოზულად ვაკვირდებოდი და ნუ ყველა, აბსოლუტურად ყველა ანეგდოტი თუ ისტორია გურულებზე, რაც ფბში ვრცელდება და ათასობით ლაიქს აგროვებს არის ცუუუუუდიიიი

აი, წარმოუდგენლად ცუდი იუმორის ნიმუშებია :დ მთავარი აქცენტი არა ხუმრობაზე, არამედ სიტყვის დამახინჯების ხარისხზე მოდის. ძმაკაცები განგებ მიგზავნიან ხოლმე ასეთ ანეგდოტებს და ნერვებზე მშლიან.
გურული იუმორი : მაღაზიაში რომ შედიხარ დისტანცია დაიცავიო ,დისტანციურად იმუშავეო, მალე ცოლთან და ოჯახში დისტანციურად უნდა მოიქცეთო?? ))), მაგრამ დისტანციურად ბაღანეს გაკეთება გოუგია ვენმესო ??)))
ჰაჰაჰააააა გოუგიაოოო ვინმესოოო ჰაჰაჰაჰააააა
გურული იტყვის: ახლა იფერი დროია ძამა, აღდგომაზე მკტარი აქეთ თუ მუა და აგინთებს სანთელს, თვარა იქეთ ვინ გაგიშობს
ჰაჰააა
პ.ს. არაფერი პირადული გურულებთან და გურიასთან. ბევრი მეგობარი და ნათესავი მყავს. პროსტა საინტერესო ფენომენია ფბზე ეს გურული იუმორის სექტა :დ
This post has been edited by ხუედიოსი on 24 Apr 2020, 01:16