ჭამა ძაან მევასება,
სახლშიც და სახლს გარეთაც.
ზოგადად ნებისმიერ ქვეყანაში, ქალაქში კაი საჭმელი ადგილების მოძიება არის ჩემი საყვარელი საქმე.
დასასვენებლად რო მივდივარ კაკრაზ მაგას ვგეგმავ პირველი სად რა ვჭამო.
მართლა, ბათუმს ცოტა დაერხა, მარა ბევრი უკვე გაიგებდით და მეც დავწერ: ბროწეულში წადით ერთ-ერთი საყვარელი რესტორანი გახდა ჩემი ზოგადად საქართველოში.
ცივი ყავა საუკეთესოა რაც გამისინჯავს.
ბროწეულის ლიმონათი აქვთ ძაან კაი ასევე. ნუ თუ ნაკლებად ტკბილი გევასებათ უთხარით წინასწარ, ზოგადად ტკბილი მოაქვთ ორივე.
უგემრიელესი აჭარული სამზარეულო აქვთ. დაჟე ელარჯიც ძაან მაგარი ჰქონდათ. დიარონში რომ მიჭამია უკეთეის თუ არა, ნაკლები არაფრით არაა.
ყველაფერი კარგი აქვთ და შემწვარი წიწილა არ გამაზოთ, ძვლიანად იჭმევა ისეთი კნატუნა და გემრიელია.
მოკლედ ჩემი რჩევაა და გაითვალისწინეთ. მერე მადლობებს მეტყვით.
წიწილა უეჭველი აიღეთ, საოცრებაა რაღაც.
ჰო, ბაჟეც აიღეთ, იახნი ძაან კაია, მარა სხვა კერძები უფრო მომეწონა.
სარმა ან იალჩინი არ გამაზოთ ასევე.
მოკლედ ყველაფერი ასაღებია, N1 - წიწილაა და დალშეც ყველაფერი უგემრიელესი.
This post has been edited by 5unnyday on 3 Sep 2020, 16:10