Seamus2013 წლის ზაფხული იდგა..
პატარა ბექა331 ფორუმზე დამკვიდრების მცდელობის და საკუთარი ჰიპერაქტიულობის მსხვერპლი იყო..
დადიოდა გლდანში..
დადიოდა დიდუბეში
დადიოდა ვაგზალზე..
დადიოდა წერეთელზე..
დადიოდა ნავთლუღში..
მოკლედ რომ ვთქვათ, დადიოდა მეორადებში..
თავისი ნოკია C1-01 ით ფოტოებს უღებდა ყველა საინტერესო ფორმას...
თავიდან გამყიდველები სახელით ცნობდნენ და ფორმების მოძებნაში ეხმარებოდნენ..
მალე ისინი იმ ტვინისტყვნა ბიჭის სახელით იცნობდნენ, ხოლო ფორუმელები ავტორიტეტშემატებულის..
ვიღაც-ვიღაცეებს დაუთრია მაისურები, თუმც კი მათ შორის ყველაზე ლამაზი და უცნაური მაინც როისტონ (AKA დრედებიანი ###) დრენტეს მასიური იყო.
მაშინ ჯერ კიდევ არარუსეთუმე, უბრალოდ ლუდის მოყვარულ და თანაკურსელ ლექსოს ეს მაისური მიართვა (ნუ ფულიც გამოართვა, მაგრამ ხო მიართვა და )..
მას იმდენად გაუხარდა, რომ პირველივე ფორუმულ ფეხბურთის თამაშზე ჩაიცვა..
ამ ფაქტით ყოვლად აღფრთოვანებულმა და გახარებულმა ბექა331-მა თავი ზედამკვიდრებულად ჩათვალა და რანდომ ტიპისგან ნათხოვარ სიგარეტს გაუკიდა

დამატებითი ინფორმაციითვის მიმართეთ შემდეგ თემას :
საფეხბურთო ინვენტარიპ.ს. პირველი მცდელობაა მესამე პირში დაწერის და ძაანაც ნუ გამკიცხავთ
This post has been edited by beka331 on 24 Mar 2021, 22:35