მეც გილოცავ
ა ბატონო, სრული ჩაშლა რა როგორ უნდა დაჯდეს:
რა შემთხვევაში გავდივართ ჯგუფიდან:
1) პირველ რიგში, აუცილებელია პორტომ ვერ მოიგოს. ჩვენ რაც არ უნდა ვქნათ, პორტოზე ვართ დამოკიდებული.
2) მეორე რიგში, აუცილებელია ლივერპულთან მოგება. რაც არ უნდა მოხდეს მეორე მატჩში, ლივერპულთან ფრე და წაგება არ გვაწყობს.
ანუ ჩავთვალოთ, რომ პორტომ ვერ მოიგო და ჩვენ მოვიგეთ. დარჩა ორი ვარიანტი:
1) მეორე მატჩში ფრე. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გავდივართ, რადგან ლივერპულთან მოგებით 7 ქულას ვაგროვებთ, პორტოს 6 აქვს და ატლეტიკოს 5.
2) მეორე მატჩში იგებს ატლეტიკო და რადგან ჩვენც ვიგებთ ლივერპულთან, ორივეს 7-7 ქულა გვაქვს. თანაბარი ქულების შემთხვევაში:
- ქულები ურთიერთშეხვედრებში თანაბარია.
- ბურთების სხვაობა ურთიერთშეხვედრებში თანაბარია.
- გატანილი ბურთები ურთიერთშეხვედრებში თანაბარია.
- ბურთების სხვაობა ჯგუფურ ეტაპზე: ამ ეტაპზე 5:7 გვაქვს ჩვენ და 4:7 აქვს ატლეტიკოს. ანუ ვუგებთ.
- თუ მეოთხე კრიტერიუმში დაგვეწევიან და თანაბარი იქნება, მაშინ მეხუთე კრიტერიუმი არის გატანილი გოლები ჯგუფურ ეტაპზე. აქ 5:4 ვიგებთ. თუ აქაც თანაფარდობა იქნება, შემდეგ არის მეექვსე კრიტერიუმი:
- ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლები - ჩვენ უკვე სამივე მატჩი ჩავატარეთ სტუმრად და 3 გოლი გვაქვს. ატლეტიკომ ორი ჩაატარა და 2 აქვს.
ჩვენთვის კრიტერიუმები აქ მთავრდება, რადგან თუ ატლეტიკო ბურთებში დაგვეწევა, ნიშნავს, რომ სტუმრად მინიმუმ 2 გოლს გაიტანს და 4 გაუხდება. ანუ მეექვსე კრიტერიუმამდე არ უნდა მივიდეს საქმე.
მარტივია - ლივერპულს ვუგებთ და იქით ფრეა ან ატლეტიკო იგებს ერთბურთიანი სხვაობით!
პ.ს: ურთიერთშეხვედრების დროს სტუმრის გოლი აღარ ითვლება
ეს კარგი გარჩევა ჩემი მეგობრის მიერ არის დაწერილი მილანის ქართულ ფან-კლუბში