დაერხა ამას, რაღაც სასწაულს გაუჩალიჩებენ
კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფების, Anonymous-ის მუქარის სამიზნე გახდა.
დაჯგუფების ოფიციალურ გვერდებზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ორგანიზაციის ანონიმურმა წარმომადგენელმა ილონ მასკს "მდიდარი ნარცისი" უწოდა.
ჰაქტივისტების კრიტიკის საგანი ილონ მასკის ტვიტების არასერიოზულობა და კრიპტომარკეტის მანიპულაცია გახდა.
შეგახსენებთ, რომ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინის შეძენის შემდეგ მასკმა კრიპტოვალუტის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა და მაღალი ენერგომოხმარების გამო ბიტკოინის კრიტიკაზე გადაერთო, კერძოდ, მიმებით, ტვიტებითა და არასერიოზული განცხადებებით.
გარდა ამისა, მასკი განაგრძობს ე.წ. მიმკოინის, Dogecoin-ის მხარდაჭერას. კრიპტოვალუტისა, რომელსაც არ აქვს არავითარი დანიშნულება და ტექნიკური საფუძველი.
მასკის ტვიტების გამო, ბიტკოინისა და მისი რჩეული Dogecoin-ის ფასებიც მკვეთრად დაეცა.
"როგორც ჩანს, შენმა თამაშებმა და კრიპტომარკეტით გართობამ ბევრი ადამიანის ცხოვრება დაანგრია, შენ მათი ოცნებები გაანადგურე.
შენი მილიონიანი სახლიდან ისევ განაგრძობ მათ მიმებითა და ტვიტებით დაცინვას.
შეიძლება ფიქრობდე, რომ ოთახში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ხარ, თუმცა ახალ შენს შესაფერის ოპონენტს შეხვდი.
ჩვენ ანონიმუსი ვართ! ჩვენ ლეგიონი ვართ. გველოდე". – ნათქვამია ვიდეო მიმართვაში.
Jede institution dieses Reiches steht unter dem Befehl der obersten politischen Führung und alle institutionen dieses Reiches sind von schwaren einigen dem will und Entschlüs diese Deutschland zu vertreten und wenn notwendig zu verteidigen bis zum letzten Atemzug.