ოკ.
გრძელი თმა მქონდა, თმებით მათრია, მირტყდამდა წიხლებს მუცელში. ამის მერე დაიწყო ნივთების ჩალაგება, შოკში ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ვკითხე, ამას რატომ აკეთებ-მეთქი. შემდეგ მახსოვს ჩოგნების ჩანთა ჩამარტყა”,- განაცხადა დოროყაშვილმა და აღნიშნა, რომ ყოფილმა მეუღლემ მას წაართვა აკრედიტაციის ის ბარათები, რითაც მას კორტებზე შესვლა შეეძლო.
ერთმანეთს შევხვდით კეკელიძია ქუჩაზე, ჩვენივე მანქანებით ვიყავით, მისვლისას მთხოვა, რომ მის მანქანაში ჩავმჯდარიყავი. ჩავჯექი, მომაყენა შეურაცხყოფა, მითხრა, მაჩვენე რა გაქვს ტელეფონშიო. არ ვაძლევდი ტელეფონს, ის კი ცდილობდა წართმევას. დაიწყო წიხლების დარტყმა, რაღაც მომენტში პედალს ფეხი მიაჭირა, მახსოვს, რომ წინ ბეტონის კედელი იყო და შეჯახების შემეშინდა, ამიტომ საჭე შემოვატრიალე, მან კი ფეხში ჩამარტყა. ამ პროცესში გადავაგდე ჩემი ტელეფონი მანქანიდან, უცებ გამოვიქეცი, ავიღე ეს ტელეფონი და ჩავჯექი ჩემს მანქანაში. ამის მერე ნიკა ისე მოადგა ჩემს მანქანას, რომ ვერ ვტრიალდებოდი. მან საიდანღაც წამოიღო რკინის ყუთი და მთხოვდა, რომ მანქანიდან გადმოსვულიყავი. მანქანა ჩაკეტილი მქონდა, ის კი მოვიდა მძღოლის საპირისპირო მხარეს, მომიკაკუნა და მითხრა, თუ კარებს არ გავუღებდი ჩალეწავდა მანქანას. შემეშინდა, უცებ გადმოვედი მანქანიდან და გავიქეცი. მანქანა დაქოქილი დავტოვე, რადგანაც ძრავის ჩაქრობას ვერ მოვასწრებდი. მახსოვს, მანქანა შორიდან გასაღებით (დისტანციურად) ჩავკეტე, რადგანაც მეშინოდა არ დაეზიანებინა
დოროყაშვილის განმარტებით, ყოფილი დედამთილის მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა მისი შვილის მიმართ, ბავშვს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ქალს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს
ესენი ისევ ამოიქოქნენ? ამას ის დაიჯერებს, ვისაც უნდა ამის დაჯერება.