ჭ კლასის მეტაფორული ხუმრობის დრო მოივდა
მოკლედ, მილანი, ბავარია, ბარსელონა და ლივერპული მოხვდებიან უდაბნოში და ისეთ დღეში არიან სულს ღაფავენ...
უცებ გამოჩნდება რეალი ალადინის ჯადოსნურ ხალიჩაზე მჯდომარე, რომელსაც ჯინი უმშვენებს გვერდს და ეს ჯინი ჰგავს უეფას, ფრანკოს და ჩაქირის
დაინახავს ამათ და გადასძახებს- ჰეი, ბავარია, ჩემო ხუთიერო! ეფეს დუხ გათავებულნო და ბაბუს ღვერებ დაჩუტულო ძმებო!
ამოდით ხალიჩაზე გადაგარჩენთ, რადგან თქვენთან ერთად ჩვენ ევროპულ კლასიკოს ვქმნით და კიდევ უნდა შევქმნათ!
ბავარიას მეტი რა გზა ჰქონდა და ავა.
ახლა ლივერპულს შესძახებს რეალი- ენფილდის ატმოსმეროს შექმნელნო ძმებო! მაგრად ვისიამოვნეთ თქვენთან ჯახებით ამ ბოლო წლებში, ბევრი ვაჟიშვილი დაგვივაშკაცეთ და ასეთ პატივსცემას ვერ დაგვიწიყებთ! -ამოდით თქვენც..
რა გზა ჰქონდა ლივესაც და ავა ხალიჩაზე )))
ახლა ბარსელონას შესძახებს- ბევრჯერ გვატირეთ კლასიკოში, ბევრი გვახსოვს თქვენგან წყენა, მაგრამ უთქვენთ ჩვენს არსებობას ისეთივე აზრი აქვს,როგორც ჯერის ტომის გარეშე ყოფნა!- ამოეთრიეთ თქვენს დაარსების დღეს მოვუდღან პატრონიო!...
ბოლოს მილანის ჯერი მოდის და ის იყო რეალმა ახალი სიტყვა შეამზადა, რომ მილანმა გააწყვეტინა სიტყვა და მჭექარე ხმით შესძახა- არ ამოვალ ხალიჩაზე, ვიღაცებში გეშლებით ძმაო! მე დნმ-ი და გერბი მაქვს, რომლითაც უდაბონში კი არა მარსზე გავიკვლევ გზას თუ დამჭირდა ატმოსფეროსაც გავაჩენ ურანზე...
ასეთ ლეგენდარულ სიტყვას მოსცხებს მილანი და გააგრძელებს უდაბნოში ხეტიალს
ამბობენ, კოსმოსიდან დღემდე ჩანს უდაბნოში მოხეტიალე მილანი, რომლის გერბს ბრწყინვალება დღემდე არ დაუკარგავს და უდაბნოს ქარებიც ვერაფერს აკლებენო )))