Stephenმეტამორფოზაკაროჩ რა ხდება ახლა
ყველაზე რთული სპორტია ალბათ ;დ
მარა ანუ აი სულ-სულ ზედაპირულად რომ აგიხსნა:
მიზანია, რომ როგორც რაგბში, მოწინააღმდეგის ხაზს იქით გადაიტანო ბურთი...რაგბისგან განხვავებით არაა საჭირო დამიწება.. უბრალოდ მთავარია ბურთი დაფიქსირებული გქონდეს ანუ გეჭიროს და ჰაერშიც რომ გადაკვეთო ხაზი, ტაჩდაუნად გეთველბა...
და ნუ ასევე როგორც რაგბში არსებობს „ჯარიმაც“..და შეგიძლია ფეხის დარტყმით გაიტანო, ზუსტად როგორც რაგბში.. ბრჭყალებში იმიტომაა, რომ ჯარიმა არ ქვია უბრალოდ ;დ ამერიკულ ფეხბურთში არცერთი ჯარიმა კარში არ ირტყმევა.. მხოლოდ იარდებს იგებ.. მარა ნუ თანმიმდევრულად ავხსნათ მოკლედ.
დავიწყოთ იმით, რომ როგორც ადრე გითხარი, ამ.ბურთის სპეციფიკა განსხვავებულია სხვა გუნდური სპორტებისგან.. კონკრეტულად კი დაყოფილია მონაკვეთებად..
ერთი გუნდი უტევს, მეორე გუნდი თავს იცავს.. ამიტომ გუნდებს ჰყავთ 2 შემადგნელობა.. ერთი შემტევი, რომელიც შენი შეტევის დროს გამოდის და უტევს.. და შესაბამისად ერთი დაცვითი.. როდესაც შენი შეტევა დასრულდება (როგორც არ უნდა დასრულდეს) შემოდის შენ შენი დაცვითი, იმიტომ რომ შენი შეტევის დასრულების შემდეგ, ბურთი აუცილებლად მოწინააღმდეგესთან გადადის და ის გიტევს უკვე..
აი ფეხბურთზე თუ დადიოდით ვინმე, ხშირი ვარჯიში როა როდესაც შემტევი იგროკები უტევენ მცველებს..დააახლოებით ეგეთი პონტია..
შეტევა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
როგორ ხორციელდება შეტევა:
საიდანაც იწყება შეტევა, იმ წერტილიდან უნდა გაიარო მინიმუმ 10 მეტრი .. ნუ იდეაში იარდი, რადგან ამერიკაა მარა ჩვენ მეტრი დავუძახოთ, რომ უფრო კარგად ხვდება ევროპელების ყურს ;დ
ამისთვის გაქვს 4 ცდა.. შეგიძლია ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარო.. ანუ პირველ ცდაზე 3 მეტრი, მეორე ცდაზე 6 მეტრი, მესამე ცდაზე 1 მეტრი.. მარა ნუ შეგიძლია პირველი ცდიდან გაიარო ეგ 10 მეტრი... შეგიძლია მეტიც... იდეაში რაც მეტი - უკეთესი.. უბრალოდ 10 მეტრი არის მინიმუმი რაც უნდა გადალახო 4 ცდაში, რომ შენი შეტევა გაგრძელდეს.. როგორც კი 4 ცდაში გადალახავ 10 მეტრს , გეძლევა უკვე ახალი შეტევის შესაძლებლობა რომელსაც კვლავ იგივე პირობები აქვს.. ისევ 10 მეტრი 4 ცდაში.. და იწყებ იქიდან სადაც გაგაჩერებენ.. ანუ სიტყვაზე 10 მეტრი ხომ უნდა გაიარო მარა გაირბინე 20მეტრი და მანდ გაგაჩერეს.. შესაბამისად იწყებ იქიდან სადაც გაგაჩერეს (და არა იქიდან სადაც 10 მეტრიანი ზღვარი გადიოდა რომელიც უნდა გადაგელახა)
შეტევაში გუნდი თავისუფალია მოქმედებაში: ანუ ეს 10 მეტრი შეიძლება 1 ქუორთერბექის პასით გადაიკვეთოს ან შეიძლება უბრალოდ დაიჭიროს ვინმემ ბურთი, გაიქცეს და გასცდეს ამ ნიშნულს...
თუ 4 ცდაში ვერ გადალახე 10 მეტრი , ბურთი ეძლევა უკვე მოწინააღმდეგეს..და მოწინააღმდეგე იწყებს თავის შეტევას იქიდან სადაც შენ გაჩერდები... ამიტომ 99% შემთხვევაში გუნდები აკეთებენ 3 ცდას.. და მეოთხე ცდაზე , რომელიც ბოლოა, უბრალოდ შორს იშორებენ ფეხით ბურთს, რომ მოწინააღმდეგემ რაც შეიძ₾ება მათი კარიდან შორს დაიჭიროს ბურთი და შორიდან დაიწყოს უკვე თავისი შეტევების მომზადება... მაგრამ თუ ახლოს არიან მოწინააღმდეგის „ლელოსგან“ მაშინ მაგ 4 ცდაზე კარში ურტყავენ „ჯარიმას“
ჯარიმა ნაკლები ქულაა, ბუნებრივია ვიდრე ლელო (ტაჩდაუნი)
ჯარიმას თუ გაიტან 3 ქაულაა...
ლელო არის 6 ქულა
‘გარდასახვა’ - 1 ქულაა თუ როგორც რაგბში ფეხით ურტყავ.. 2 ქულა, თუ ათაშებ (მარა ამას ძალიან იშვიათად და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს შვრებიან.. აი ფეხბურთში მეკარეც რომ ჩადის სხვის საჯარიმოში ეგეთ პონტში) გათამაშება ნიშNავს, რომ დარტყმის მაგივრად ჩვეულებრივ შეტევას ანხორციელებ და უნდა დადო ‘ლელო’.. ოღონდ მხოლოდ 1 ცდა გაქვს..
დაცვა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ხოლო რაც შეეხება დაცვას: დაცვის მთავარი მიზანია მოწინააღდეგე გუნდს 10 მეტრიანი ნიშNული არ გადააეკვეთინოს და თუ მაინც გადაკვეთენ მაშინ შეტევა არ დაასრულებინონ...შეტევა სრულდებაა, როდესაც შემტევი ფეხბურთელი დაამიწებს ბურთს.. ბურთის დამიწება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბურთი დაფიქსირებული გაქვს(ანუ ხელში გიჭირვას) და მინდორს შეეხბი ან მუხლით, ან იდაყვით..
ნუ დაცვის ფუნქციებზე ბევრს აღარ დავწერ იმიტომ რომ მეტნაკლებად ნათელია მათი მოვალეობა... ხო ნუ ასევე დაცვას შეუძლია ჩაჭრას ბურთი..როდესაც მეორე გუნდის ქვოტერბექი წინ ესვრის ბურთს თავის გუნდელს, დაცვას შეუძლია ჩაჭრას ეს ბურთი.. ოღონდ ისე, რომ შემტევს არ უნდა შეეხოს, თორე დაჯარიმდება..ამაზე ცოტა ქვემოთ..და ასევე შეუძლია ჩაჭრას ბურთი იმ შემთხვევაში, თუ შემტევი გუნდი არა ქბ-ს პასით უტევს, არამეტ სირბილით ცდილობენ ბურთის წაღებას.. თუ მცველმა გააგდებინა ხელიდან ბურთი შემტევს (სანამ ის დაამიწებს ბურთს) და დაეუფლა მასე, ესეც ჩაჭრაა.. ორივე ჩაჭრის შემთხვევაში, დაცვის გუნდს შეუძლია ეგრევე შეუტიოს..ჩაჭრისთანავე..ანუ მომზადების გარეშე.. ჩაუჭერი პასი და გაიქეცი მისი ლელოსკენ..სადაც შეგაჩერებნ იქიდან იწყებ უკვე შეტევის მომზადებას..
ჯარიმა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რაც შეეხება ჯარიმებს.. ამ.ბურთში ჯარიმა „კარში არ მიდის“ ;დ ჯარიმით მხოლოდ იარდების მოგება შეგიძლია.. მაგალითად მოწინააღმდეგის ‘ლელოსგან’ ხარ 40 მეტრში.. მოწინააღმდეგე დაჯარამიდა 10 მეტრიანი ჯარიმით.. შესაბამისად შეტევას უკვე 10 მეტრით წინიდან იწყებ.. უკვე 30 მეტრში მოწინააღმდეგის ლელოსგან..
ძირითადი ჯარიმებია შემდეგი:
1.შლემზე/მასკაზე (რაც გახურავს თავზე) მაგაზე მოქაჩვა..
2.როდესაც შემტევი ფეხბურთელები წინ მირბიან და მათი ქვოტერბექი მათ პასს ესვრის, სანამ ის შემტევი მორბენლები არ შეეხებიან ბურთს, შენ არ გაქვს უფლება, რომ მათ შეეხო.. (ანუ გრუბად რომ ვთქვათ, დაცვას შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანის შებოჭვა, რომელიც ბურთითაა) თუ დაცვის მოთამაშემ ფიზიკური კონტაქტით ხელი შეუშალა გამქცევ შემტხევს სანამ ის ბურთს შეეხებოდა, ავტომატურად ინიშნება ჯარიმა .. და შეტევა შემტევი გუნდის ახალი შეტევა იწყება იმ ადგილიდან სადაც შენ დაარღვიე წესი.. ანუ დაცვის იგროკს შეუძლია ჩაუჭრას ბურთი, შეიძლება უბრალოდ მოიგერიოს ბურთი .. ოღონდ უნდა გააკეთოს ისე, რომ შემტევ მორბენალს არ შეეხოს.. მოკლედ შემტევები ვინც გარბიან წინ, ხელშეუხლებელნი არიან სანამ ბურთს არ შეეხბიან.. მერე კი შეგიძ₾ია შებოჭო...
3.ჯარიმაა კიდევ როდესაც ოფსაიდში აღმოჩნდები.. ანუ სანამ შემტევი გუნდის ფეხბურთელი არ გაათამაშებს ბურთს (აი წაკუზულები, ფეხებს შორის რომ იძვრენენ ბურთს და ქვოტერბეკს აძ₾ევენ პასს) მანამდე დაცვას არ აქვს უფლება გადასცეს იმ წარმოსახვით ხაზს, რომლის აქეთ-იქეთ დგანან ფეხბურთელები.. და ეს ჯარიმაც (ოფსიაიდი) იარდებით ისჯება.. მოკლედ ყველა ჯარიმა იარდებით ისჯება..
ესაა ძირითადი და ხშირი ჯარიმები..არის კიდევ სხვებიც მარა ისინი ამ ეტაპზე დასაკიდებელია..იშვიათია და ნუ უმნიშნელო დამწყებისთვის..
პოზიციები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რაც შეეხება პოზიციებს.. აქ ძალიან სტროგად არის გაწერილი ფეხბურთელის მოვალეობები..და ყველას გააჩნია თავისი როლი და დავალება , თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე .. ანუ ყველას თავისი სპეციალიზაცია გააჩნია..
თამაშბენ 11-11ზე..
შეტევა..
როგორც წესი, სტანდარტულად, თამაშობენ ასე :
არის 1’ ქვოტერბექი’ , რომელიც არის გუნდის ხერხემალი .. ანუ წარმოიდგინეთ, რომ 70-80-90 წლების ფეხბურთია და ქბ არის 10 ნომერი..ძიეგუ, ბაჯო, კროიფი.. მას შეუძლია წინ პასი მისცეს გუნდელბს ანდაც შეუძ₾ია თვითონაც გაიქცეს 10 მეტრიანი ნიშნულის გადასაკვეთად.. მარა ნუ ეს უფრო იშვიათად ხდება..უფრო პასებს ესვრიან გუნდელებს..
ყოვლეთვის არის 1 ‘რანინგ ბექი’ .. როგორც წესი ჩაფსკვნილი, ჯანიანი და სწრაფი (მოკლედ ბულტერიერ-პიტბულის ტიპის) მოთამაშე, განლაგებაში უკავია ადგილი ქუოთერის უკან ან მის გვერდზე, სათამაშო სიტუაციიდან და დანიშნული კომბინაციიდან გამომდინარე. მისი ძირითადი მოვალეობა ბურთის ძალიისმიერი ამოტანა და დაცვის გარღვევის ანუ რაშინგის ხარჯზე მეტოქის ლელოსკენ გადაადგილება..
არიან რამდენიმე მასტი, ვინც იცავენ ქბ-ს, რომ მოწინააღმდეგე გუნდის დაცვამ არ შებოჭონ ქბ.. ანუ ვირები არიან აღნაგობით როგორც წესი..ტანკები.. ქბ-ს წინ დგანან და ცდილობენ არ მიუშვან მოწინააღმდეგე..
არიან რამდენიმე (შეტევას გააჩნია ზოგჯერ 2, ზოგჯერ 3) ‘მიმღებები’ .. ესენი არიან ის ტიპები ვინც წინ გარბიან და იჭერენ ქბ-ს ნასროლ პასს..
ასევე არის ერთი ‘ტაი-თენდი’.. ეს მასტი არის ყველაფერშიკი.. ანუ შეუზღუდავი როლი აქვს გუნდში.. ყველაზე უნივერსალური მოთამაშე.. შეუძ₾ია ქბ-ც დაიცვას, შეუძლია წინაც გაიქცეს და ბურთი შორი პასით მიიღოს..შეუძ₾ია თვითონ აიღოს ბურთი და წაიღოს სირბილით.. შეუძ₾ია ასევე ქბ-ს ფუნქცია შეითავსოს და თვითონ მისცეს წინ პასი.. მოკლედ შეუზღუდავია.. და იმის მიხედვით ფუნქციონირებს თუ რა შეტევას აირჩევს გუნდი იმ კონკრეტულ მომენტში..
და ასევე არის 1 მასტი, ვინც ბურთს ათამაშებს, აი წაკუზული რომ დგას და ფეხებშუიდან რომ უკან ქბ-ს უგდებს ბურთს.. როგორც წესი, ისიც მერე ქბ-ს იცავს.. მარა შეუძ₾ია ასევე წინ გაიქცეს და პასს დაელოდოს..
მოკლედ ესაა შეტევის სასტავი ქბ, რანინგ ბექი, ის წაკუზული მასტი და ყველაფერშიკი სტროგად 1 კაცია ხოლმე.. მიმღებების და ქბ-ს მცველების რაოდენობა იცვლება ხოლმე შეტევიდან გამომდინარე
რაც შეეხება დაცვას:
წინა ოთხი მცველის მოვალეობა, რომელთაც defensive lineman-ები ეწოდებათ, მეტოქის გარღვევის შეჩერება-დაბლოკვაა. შესაბამისად ესენიც იყოფიან დიფენსივ ენდებად (DE) და დიფენსივ თექლებად (DT). ეს ხალხი უზარმაზარი მასით, აღნაგობითა და უზომო ძალით გამოირჩევა, განსაკუთრებით მბოჭავები არიან ბეგემოტ-მარტორქის ნაჯვარები. თექლებს უფრო ვიწრო სპეციალიზაცია აქვთ - რანინგ ბექის შეჩერება, დიფენდები კი ქუოთერებზეც საკმაოდ ხშირად ნადირობენ. ნუ ქუოთერზე არც თექლი იტყვის უარს თუ მიუშვი, მაგრამ გამომდინარე მათი ამოცანიდან და წონა-კომპლექციიდან, თუ რამე სასწაული არ მოხდა თექლებს სულ წიხლზე კიდიათ ქუოთერიც და ტაიტ ენდიც რისივერთან ერთად
მათ უკან სამი ლაინბეკერია განლაგებული, რომელთა ძირითადი მახასიათებლებია სისწრაფე, დიდი ჯანი და რაც მთავარი და ყველაზე სასურველია სწრაფი აზროვნება იმიტომ, რომ ლაინბეკერები უნივერსალური მოთამაშეები არიან და სათამაშო სიტუაცია-მეტოქის კომბინაციიდან გამომდინარე უსწრაფესი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ვარიანტები კი უამრავია, წინა ოთხეულის დაზღვევა ამოტანის დეროს, შეძლებისდაგვარად ქუოთერზე ნადირობა, ბლიცის დროს წინა ზონაზე დაწოლის გაძლიერება, უკანა ზონის დაზღვევაში დახმარება, ბლიცის ილუზიის შექმნა და უცებ უკანა ზონაზე გადაწყობა, ქუოთერის საშუალო პასის აღსაკვეთად და კიდევ უამრავი რამ. ერთი სიტყვით ტაიტ ენდის (ყველაფერშიკის) ერთგვარი სარკისებრი ანარეკლია , ოღონდ დაცვაში..
ამ შვიდეულის უკან განლაგებულია კიდევ ოთხი მცველი, რომელთაც ზოგადად დიფენსივ ბექ ეწოდებათ და შედგება ორი ქორნერბექისა და ამდენივე სეიფთისგან.
ქორნერბექი - განაპირა მცველები, რომელთა ძირითადი ფუნქცია ფლანგების გადაკეტვა და შემტევი მიმღებებოს პერსონალური ე.წ. მენ თუ მენ მეურვეობაა... ერთი სიტყვით ანტირისივერ-ანტიტაიტ ენდები არიან
სეიფთი - სულ ბოლო უკანა მცველები (აი, როგორც ფეხბურთშ ადრე ლიბეროს პოზიცია რომ იყო..მცველების უკან კიდევ ერთი დამზღვევი მცველი) არსებობს ორი ტიპის - სთრონგ და ფრი სეიფტი .. პირველი მათგანი აკონტროლებს შუა ზონას ანუ ზონას დიფლაინმენებსა და საკუთარი ლელოს შორის, ხოლო ფრი სეიფტი კი ყველას მამიდა-მზღვეველია, დაცვის ბოლო კაცია და მისი მოვალეობა სხვა ყველაფერთან ერთად სხვისი შეცდომების გამოსწორებაცაა...
ხო ნუ მოკლედ ძირითადი რაცაა ესაა.. ანუ ეს წესები თუ იცი და დაამუღამე ვინ რას აკეთებს, უკვე შეძლებ გაიგო რა ხდება მოედანზე.. პირველ რიგში მთავარია დაამუღამოთ ზოგადადად შეტევის და დაცვის სტრუქტურა.. და მერე უკვე პოზიციურად ვის რა ეველბა..ნუ ეგ თავისით მოვა უკვე.. ყურებისას მიხვდებით ვინ რას აკეთებს.. ამიტომ მთავარია ჯერ მიხვდეთ თუ რას აკეთებენ ზოგადად შემტევი და დაცვითი გუნდები..
Liberté, égalité, fraternité...