Big L
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6677
წევრი No.: 240671
რეგისტრ.: 15-February 18
|
#60871868 · 30 Nov 2023, 22:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
andre3000
ჭიჭეიშვილი თუ ჭიჭვეიშვილი ? საიდან მოვიდა ვ, თითქოს მონათესავე გვარებია მაგალითად ვ ქართული ანბანის მეექვსე ასოა და შეესაბამება კბილბაგისმიერ სონორ თანხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ექვსს გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით. გვარების ნაწილი იქმნება ნათლობის სახელებიდან: ნიკოლაძე, თამარიძე, გიორგაძე, დავითაშვილი, მათიაშვილი, ნინოშვილი და ა.შ. გვხვდება სხვადასხვა წარმოშობის მუსლიმანური სახელებიდან წარმოქმნილი გვარები: ჯაფარიძე („ჯაფარი“, თუ ეს გვარი არ წარმოიქმნა პერსიდული dzapar-დან — „ფოსტალიონი“), ნარიმანიძე და ა.შ. გვარების უმრავლესობა კი (ძირითადად „-ძე“) წარმოქმნილია სხვა მეტად ცნობილი სიტყვებიდან: ვაჩნაძე, ქავთარაძე, ჩხეიძე, ენუქიძე, ორჯონიკიძე, ჭავჭავაძე, სვანიძე („სვანი“-სგან), ლომინაძე („ლომი“-დან), გაფრინდაშვილი, ხანანაშვილი, კალანდარიშვილი (პერს. kalantar — „პირველი ადამიანი ქალაქში“), ჯუღაშვილი („ჯუგ“ — „ჯოგი“ /ოსეთ.)[1] ამ ორი ძირითადი ტიპის გარდა (საგვარეულო სახელიდან წარმოშობილი), არსებობს სხვაც, ნაკლებად გავრცელებული, თუმცა ასევე გამოჩენილი გვარები, იმ ოჯახის ან ადგილის აღმნიშვნელი საიდანაცაა გვარის მატარებელი. ამ ტიპის გვარებიდან ერთ-ერთი არის „-ელი“-ზე დამთავრებული გვარები (იშვიათად „-ალი“-ზე): რუსთაველი, წერეთელი და ა.შ. რიგი ადგილები სრულდება: „-ეთი“, „-ათი“, „-ითი“-ზე: ძიმითი, ოსეთი, ხვარბეთი, ჩინათი.
დასავლეთ და ცენტრალურ საქართველოში გვარების უმრავლესობა სრულდება სუფიქსზე „-ძე“, რაც ზუსტად „ძეს“ (შვილს) ნიშნავს. ეს დაბოლოება ყველაზე გავრცელებულია, გვხვდება თითქმის ყველგან, ყველაზე იშვიათად აღმოსავლეთით. ძირითადად ასეთი გვარები გავრცელებულია იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თერჯოლაში -ძე-ზე დასრულებული გვარები მთელი მოსახლეობის 70 %-ს შეიცავს, ასევე გურიაში, აჭარაში, ასევე გვხვდება ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმში. მაგალითები: გონგაძე (იმერეთი), დუმბაძე (გურია), სილაგაძე (ლეჩხუმი), არჩვაძე (რაჭა). ამ დაბოლოების ფართო გავრცელების გამო წარმოშობის გამოცნობა ძნელია, ამ შემთხვევაში ყურადღება გვარის ფესვს უნდა მიექცეს.
აღმოსავლეთ საქართველოს გვარები (და ასევე ქართველი ებრაელების) ხშირ შემთხვევაში „-შვილი“-ზე მთავრდება, რას სიტყვასიტყვით შვილს, „ბავშვს“ აღნიშნავს (ფაქტობრივად, ეს ორივე დაბოლოება (-ძე და -შვილი) სინონიმებს წარმოადგენს). კახეთში გვარების უმრავლესობას ზუსტად ეს დაბოლოება -შვილი გააჩნიათ. ასევე ქართლშიც ჭარბობს ასეთი გვარები. იშვიათად გვხდება დასავლეთ საქართველოში. საქართველოში, აღმოსავლეთ მთის პროვინციებში გვარები ხშირ შემთხვევაში სრულდება სუფიქსით „-ური“ , ან „-ული“, თუ ფუძეში გვხვდება ასო „რ“ (მაგალითი: გიგაური, წიკლაური, გურული, ჩქარეული). ეს დაბოლოება ძირითადად აღმოსავლეთ მთიელებში გვხვდება, ისეთებში როგორებიც არიან ხევსურები, ფშაველები, თუშები, მთიულები და ა.შ.
სვანებში, როგორც წესი გვარი სრულდება „-ანი“-ზე, თუმცა დღესდღეობით ეს დაბოლოება დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება. ძირითადად ლეჩხუმში, იშვიათად რაჭასა და იმერეთში. „-ანი“-ზე დაბოლოებული ადამიანის რიცხვი — 129 204. მაგალითად: გაზდელიანი (სვანეთი), დადეშქელიანი (სვანეთი, სამეფო გვარი), მუშკუდიანი (ლეჩხუმი), ახვლედიანი (ლეჩხუმი), გელოვანი (ლეჩხუმი, სამეფო გვარი), იოსელიანი (იმერეთი), ჟორჟოლიანი (იმერეთი), ჩიქოვანი (სამეგრელო), დადიანი (სამეგრელოს — სამეფო გვარი, ისინი სამეგრელოს მფლობელნი იყვნენ). დადიანი ძველი წოდებაა, რომელიც შემდგომ გვარში გადავიდა. მეგრელებში გვარი სრულდება — „-ია“, „-უა“ (მაგალითად: ჭკადუა, თოდუა, გოგუა, გორიცავია, გამსახურდია, ბერია), ან „-ავა“-ზე (მაგალითად: ტყებუჩავა, ოკუჯავა), ან „–აია“-ზე (მაგალითად: წულაია, ქეცბაია). ლაზებში — „-ში“-ზე. სულ დაახლოებით 7 ათასი ადამიანი. ძირითადად გვხდება აჭარასა და გურიაში. მაგალითად: ხალვაში (აჭარა), ტუღუში (აჭარა-გურია). Stephen
QUOTE | განათლებამ საუკუნეები დაკარგა |
განმანათლებლობას განმარტავენ, როგორც მე-18 საუკუნის ევროპის ფილოსოფიურ, ლიტერატურულ და საზოგადოებრივ მიმდინარეობას. ამ პერიოდის მოაზროვნეები ცდილობდნენ, რომ რელიგიებისა და ტრადიციების მოთხოვნებისაგან დამოუკიდებლად ეაზროვნათ და მხოლოდ გონების კრიტიკული ანალიზის შედეგად გამოეტანათ დასკვნები სამყაროში არსებული რეალობისა თუ უბრალოდ ნებისმიერი სადავო საკითხის შესახებ.
ეს ინტელექტუალურ-საზოგადოებრივი მოძრაობა ცდილობდა განთავისუფლებულიყო შუა საუკუნეების და შემდგომი პერიოდის დოგმატური ფილოსოფიის მკაცრი ჩარჩოებისაგან, რომელიც ხშირად სახელმწიფოსა თუ ეკლესიის მხრიდან ხორციელდებოდა.
განმანათლებლობის აზროვნების წესსა და ფილოსოფიაში ჩამოყალიბდა ორი ძირითადი მიმდინარეობა: რაციონალიზმი და ემპირიზმი. რაციონალიზმს სათავე დაუდო ცნობილმა ფრანგმა მათემატიკოსმა, ფილოსოფოსმა და მოაზროვნემ რენე დეკარტმა; მისივე ცნობილი სიტყვებია: ’’ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ’’1; ემპირიზმის ფუძემდებელი იყო ინგლისელი მეცნიერი ფრენსის ბეკონი. მისი აზრით, ბუნებისა და, ზოგადად, გარემომცველი რეალობის შემეცნება შესაზლებელი იყო ცდისეულად, ანუ ემპირიულად; ამ დროს, რაციონალისტები შემეცნების იარაღად მკვეთრად გონებას ანიჭებდნენ უპირატესობას. ’’შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I’’ ჩვენ გავეცანით რამდენიმე გამორჩეულ, განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსების კონკრეტულ ნაშრომებს, მათ შორის, ჯონ ლოკის, ჟან ჯაკ რუსოს ( მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ ეპოქის შვილი იყო, მას ხშირად არც თვლიან მხოლოდ და მხოლოდ განმანათლებლად), ადამ სმითისა და სხვ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად ისინი ემპირიზმის მიმდევრები გახლდნენ, თუმცა ზოგიერთ მათგანზე ასე ცალსახად ვერც ვისაუბრებთ.
ემპირისტებისა და რაციონალისტების ასეთი მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, ასპარეზზე გამოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი მოაზროვნე -იმანუელ კანტი, რომელიც თანამედროვე ფილოსოფიის ვექტორს კრიტიკული აზროვნებისაკენ მიმართავს. რა თქმა უნდა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ კანტამდელ ფილოსოფიას კრიტიკულობა არ გააჩნდა ან იგი ძალზე მცირე იყო მაშინდელ ლიტერატურაში; თუმცა კანტის შემოქმედებაში მას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. დავიდ ალაბა
სხვათაშორის ნერვიულობა როგორც ასეთი ხშირად შფოთვაში გვერევა სიტყვებს შფოთვა და ნერვიულობა ერთნაირი მნიშვნელობით ვიყენებთ. სინამდვილეში, ეს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. მართალია, შფოთვაც და ნერვიულობაც მღელვარებასთან და წუხილთან არის დაკავშირებული, და შფოთვა ნერვიულობასაც მოიცავს, თუმცა ისინი სათავეს ტვინის სხვადასხვა ნაწილში იღებს და, შესაბამისად, განსხვავებულად ზემოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. იმისთვის, რომ ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა სწორად ვმართოთ, სასურველია გავარჩიოთ, როდის ვნერვიულობთ და როდის გვაქვს საქმე უსარგებლო შფოთვასთან. ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში, ნერვიულობას და შფოთვას ყველანი განვიცდით და უმეტესწილად ვუმკლავდებით კიდეც. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ამ მდგომარეობამ შესაძლოა ქრონიკული ხასიათი მიიღოს, რასაც თქვენი ცხოვრების ხარისხზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. შფოთვა, ჩვენი სხეულის ბუნებრივი რეაქციაა მოსალოდნელ საფრთხეზე. ამ დროს ტვინი მიიჩნევს, რომ საფრთხე გვემუქრება, სიგნალს უგზავნის სხეულს და “ბრძოლის ან გაქცევის” რეაქციისთვის ამზადებს მას. ეს რეაქცია ჩვენში ჰორმონალურ და სხვა ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, რაც გვაიძულებს სწრაფად ვიმოქმედოთ და დავიცვათ თავი მოსალოდნელი საშიშროებისგან. შფოთვა განსხვავდება შიშისგან – შფოთვას მომავალში საფრთხის მოლოდინის შედეგად განვიცდით, როდესაც შიშის განცდა უფრო აწმყოში, გარდაუვალი საფრთხის დროს გვეუფლება. შფოთვა დაკავშირებულია ამიგდალასთან, ტვინის იმ ნაწილთან, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი. შფოთვას მაშინ განვიცდით, როდესაც ჩვენი „ემოციური“ ტვინის ნაწილიდან წამოსული სიგნალი უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ტვინის „რაციონალური“ ნაწილიდან წამოსული სიგნალები.
ჩვენმა წინაპრებმა ეს ინსტინქტი მრავალი წლის წინ განივითარეს. მილიონობით წლის განმავლობაში შფოთვა ველური ბუნებისგან და აგრესიული ცხოველებისგან თავის დასაცავად იყო საჭირო. თუმცა, დღეს შფოთვას ბევრ ისეთ სიტუაციას ვუკავშირებთ, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ ჩვენი სხეული, სამწუხაროდ, მას მაინც სახიფათოდ აღიქვამს. მაგალითად, როდესაც ვშფოთავთ ფართო საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის გამო. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მოსალოდნელ თუ რეალურ სახიფათო სიტუაციაში, როგორც შიშის, ისე შფოთვის განცდა, არა თუ ნორმალური, არამედ თვითგადარჩენისთვის აუცილებელიც კია. მაგალითად, როცა პანდემიის დროს ხალხმრავალ ადგილას მოხვედრისას სხეულში დაძაბულობისა და შფოთვის შეგრძნება ამ ადგილის სწრაფად დატოვებისკენ გვიბიძგებს.
ნერვიულობა შფოთვის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ შფოთვის გარეშეც შეიძლება დაგვეუფლოს. მას შეუძლია ჩვენში დაძაბულობა, მოუსვენრობა და გაღიზიანება გამოიწვიოს. თუმცა, მისი შედეგები უფრო მსუბუქია, ვიდრე შფოთვის. ჩვენ ვნერვიულობთ კონკრეტული, რეალური მიზეზების გამო.მაგალითად, შეიძლება ვინერვიულოთ გამოცდისა თუ მნიშვნელოვანი პრეზენტაციის წინ, როცა კარგად არ ვართ მომზადებული. ნერვიულობა დროის შედარებით მოკლე პერიოდში ჩნდება და მის გამომწვევ მოვლენასთან ერთად ქრება. შესაბამისად, ჩვენც უფრო სწრაფად ვმშვიდდებით. ნერვიულობის ამომავალი წერტილი ჩვენი აზრებია. ის ტვინის წინა კორტექსში ვითარდება, იმ ნაწილში, რომელიც ფიქრზეა პასუხისმგებელი. ასევე, ნერვიულობა გვიბიძგებს პრობლემის გადაჭრისკენ და შფოთვისგან განსხვავებით, ამ დროს ფიზიკური სიმპტომები ნაკლებად აღინიშნება.
|