
რომელი ქალაქია აბა
* * *
იმ გევრდზე ### შნეობებს რო დებენ ხომე ესნეიც მხოდვნენ

* * *
პრეზიდენტ ხავიერ მილეის მიერ დანიშნულმა ეკონომიკის მინისტრმა, ლუის კაპუტომ 10 მყისიერი ეკონომიკური ზომა შეიმუშავა ქვეყნის უკიდურესად მწვავე კრიზისთან საბრძოლველად.
პრეზიდენტის განკარგულებით:
საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების კონტრაქტები, რომლებიც წინა ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წინასაარჩევნოდ დაასაქმა, არ გახანგრძილვდება. ამით დასრულდება „საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მეგობრებისა და ოჯახის წევრების დასაქმების ჩვეული პოლიტიკური პრაქტიკა“.
ერთი წლით შეჩერდება ყველა სამთავრობო რეკლამა და დაიზოგება თანხები. გადასახადების გადამხდელთა ფულით აღარ დაფინანსდება მედია „რომელიც მხოლოდ არაკომპეტენტური ხელისუფლების საქებრად შეიქმნა“.
18 სამინისტროდან გაუქმდა 9, დეპარტამენტების რაოდენობა კი 106-დან 52-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების განახევრებას, ხოლო მენეჯერული პოზიციების 34%-ით შემცირებას.
მინიმუმამდე შემცირდა რეგიონებისათვის განკუთვნილი ფულადი ტრანსფერები. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს თანხები ძირითადად პოლიტიკური ლოიალურობის ყიდვას ხმარდებოდა.
გაუქმდა საჯარო შესყიდვები და ტენდერები. სახელმწიფო აღარ გამოაცხადებს ტენდერებს და შეწყვეტს ყველა არსებულ პროექტს, რომელზეც მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. მინისტრის თქმით, სახელმწიფო პროექტები ყოველთვის იყო კორუფციის წყარო, რაც საბოლოოდ დასრულდება.
შემცირდა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სექტორების სუბსიდირება.
გაუქმდა საქონლის იმპორტის შემზღუდველი სალიცენზიო სისტემა. კომპანიებს აღარ მოუწევთ ოპერაციების განხორციელებამდე ნებართვის აღება.
შენარჩუნდა შრომის ხელშეწყობის სოციალური გეგმები და გაძლიერდა სოციალური პოლიტიკა, თუმცა სოციალური დახმარების გამანაწილებელი ყველა ორგანიზაცია ჩაიხსნა.
გაორმაგდა ბავშვთა მხარდაჭერისა და საკვების დაფინანსების პროგრამების ხარჯები. ადამიანები შუამავალი ორგანიზაციების გარეშე, პირდაპირ მიიღებენ დახმარებას.
ორჯერ გაუფასურდა პესოს ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით, რაც მოხდა უცხოური ვალუტის შესყიდვისა და არასასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტის გადასახადის ზრდასთან ერთად. მინისტრმა დააკონკრეტა, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე გაუქმდება ექპორტის ყველა გადასახადი.
რას ფიქრობთ ამ რეფორმებზე ჩვენთან როგორ გაამართლდება?
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი