იბნ ალ-ასირის (1160–1234) ცნობები საქართველოს შესახებ
საუბარია მე-12 საუკუნის ბოლოსა 13 საუკუნის დასაწყისზე.
"ქართველები მეტის მეტად თავხედა გვექცეოდნენ და რასაც უნდა იმას გვიშვებოდნენ. აზერბეიჯანის რომელი ქალაქიც კი უნდოდათ ფეხ ქვეშა ჰქონდათ. მათს წინააღმდეგობას ვერავინ ჰბედავდა. ქალაქის დაფარვა მათგან ვერავინ შესძლო. ასრევე ექცეოდნენ არზრევ-ერზრუმსაც (თურქ-სელჯუკებს), ისე რომ მეფე ამა ქალაქისა იძულებულ იყო ქართველთა მეფისგან ნაწყალობები ტანისამოსი ჩაეცვა და ქალაქში დროშა აეფრიალებინა, რომლის თავზეც ჯვარი იყო აღმართული. ამ ხალხის შიშით, მისმა შვილმა ქრისტიანობა მიიღო და ქართველთა დედოფალი ცოლად შეირთო, რათა ამით მაინც აეცილებინა თავიდან მათი მტრობა.
ასევე იქცევიან ქართველები შირვანსა და დარუბანდში და ისე გაძლიერდნენ, რომ რუმის სულთანის როკნ ად დინის დიდი ლაშქარი დაამარცხეს, ყოველი ტანჯვა და წამება მიაყენეს მას და მის ლაშქარს. დარუბანდელები ქართველებმა უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს. რაც შეეხება სომხითს, ქართველებმა აიღეს ყარსი, არჯიხი და სხვა სიმაგრეები."
შეწუხებული გვყავდა არე მარე