სწორედ ამ პერიოდში, როცა მსოფლიო სპორტს „ინგლისელთა თამაში“ იპყრობდა, უძველესი ქართული საფეხბურთო კლუბის, „შევარდენის“ ნამდვილი ვარსკვლავი შალვა ერისთავი იყო. მისი, როგორც ძალიან ტექნიკური და საოცრად სწრაფი სპორტსმენის სახელი თბილისსა და მთელ საქართველოში კარგად იყო ცნობილი.
შალვა ერისთავმა, რომელიც სამხედრო სკოლაში სწავლის დაწყებამდე თბილისში განთქმული ფეხბურთელი და მორბენალი იყო, ტყვიამფრქვევამდე არსებული მანძილი სწრაფად გაირბინა, ხიშტით განგმირა მემიზნე და საკუთარი სიცოცხლის ფასად საცეცხლე პოზიცია გააუვნებელყო, რითიც თანამებრძოლებს საშუალება მისცა, კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინათ.
მოგვიანებით გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე მოიგონებს: „ამ ბრძოლაში იუნკრების რაინდობისა და დიადი სილამაზის სამარადისო სიმბოლურ სურათად დარჩება ტყვიამფრქვევზე მწოლიარე, განგმირული შალვა ერისთავი“.
ხვიჩა კვარაცხელიას კიდე პოსტი ვერ დაუწერია