ტორესი კარგია კაცო ამ სეზონში, უბრალოდ თუ დააკვირდებით რაც გასატანია ის ვერ გააქვს და უფრო რთულად შესასრულებელია იმას იტანს :დ
არაუხო უნდა ათამაშოს მარტინის ნაცვლად, მაგრამ ეგ ### ხშირად არ შეცდეს ხელოვნური თამაშგარეს შექმნის დროს, აი ეგაა პრობლემა.
რავი, ახლა ის ინტერი რაც გუშინ იყო დიდი ვერაფერი ჩანს.
ჩვენთან სახიფათოა ისეთი გუნდი, რომელიც 3 პასით ამოვა დაცვიდან, რაც ატლეტიკომ გააკეთა, მაგრამ იმავე ატლეტიკოს ეგ ძვირად დაუჯდა, რადგან დაცვაში სივრცეები რჩებოდა.
ეს ინტერი რომას პრესინგის დაძლევას მოკლე პასებით ცდილობდა და იმასაც ვერ აკეთებდნენ.
ის ბასტონი თუ ვიღაცა, მართლა ზიდანის და ბექემის გრძელი პასის კულტურის და ნიჭის მფლობელი თუ არის, მაშინ დაგვერხა და სხვა მხრივ, რა ვიცი აბა, წესით უნდა ჩაიტყნას ინტერი.
ძველი სკანდინავიური მითის მიხედვით დედამიწა რუდიგერის დაყვლეპილი თვალის ბუდეშია მოქცეული და რამდენჯერაც გერმანელი დაქაჩავს თვალებს იმდენჯერ დედამიწაც უმატებს სიჩქარეს, რაც სხვადასხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს იწვევს, ამიტომ აკავებდა ბოლოს ხუთი კაცი - დამშვიდდი ტონი, წააგე, მაგრამ ჯერ კიდევ ღირს ამქვეყნად ცხოვრება, ნუთუ არ გაინტერესებს როგორ დასრულდება სეზონი? როგორ შეიძლება არ გაინტერესებდეს რამდენი ტიტულით დაასრულებს "ბარსა" სეზონს?
მსაჯმა ჩასტვინა და ვარსკვლავები გაკრთდნენ მოედანზე, პედრიმ მარცხნივ ჩაირბინა, იამალი თავისი მრგვალი ძმისკენ წავიდა, სათვალით თავზე, ორი სათვალით, ტერ შტეგენს მოძრაობაზე ეტყობა რომ უკვე ჯანზეა, ჰანსი ფლიკი ბედნიერია, ფინალი არასდროს წაუგია, კარლომ გამარჯვება მიულოცა, დიდი მწვრთნელია და ღირსეული კაცი, ეგეთები არ ეშლება. ლაპორტამ ტრიბუნაზე ცეცხლი დაანთო და აბორიგენივით დაიწყო ირგვლივ სირბილი - სირცხვილია ჟოან, მეფე გიზის გვერდით, ერთი ხელის გაწვდენაზე! კიდია ჟოანს, მაინც ერთ ამბავშია, მილიარდ სამასი მილიონი დახვდა ვალი, ერთი მაგდენი დაამატა და კამპ ნოუს რეაბილიტაცია დაიწყო, ჩავის ენდო და ლა ლიგა მოიგო, მერე ფლიკი მოიყვანა და ახლა ლეგენდარულ სეზონს ქმნიან ერთად, მეფე კი არა, სულ რომ ფრანკო წამააყენო მაინც ვერავინ დაუშლის სიხარულს.
აუ, ამას ინტერნეტი გამოურთეთ
ამის პოსტებს რომ ვკითხულობ ბარსამანიაზე და მაინც ვქომაგობ ამ გუნდში, აი მაგით ვხვდები რა დონეზე მიყვრს ბარსა