ratomac aRaძაან პირობითია ეგ 5 წელი რა, ვერ გაიგებ.
ბარსელონას შემოსავალი 24/25 სეზონზე იყო 950 მილიონი ევრო(შეიძლება მილიარდამდე გაიზარდოს). ნუ რაც დანამდვილებით ვიცით, არის 750. ეს 750 არის სპონსორშიფი, სატელევიზიო უფლებები, ლალიგა და ჩემპიონთა ლიგა. ჯერ არ ვიცით ზუსტად რიცხვებში რამდენია მაისურებით შემოსული ფული და მსგავსი მარკეტინგის აქტივობები, თუმცა წინასწარი მონაცემებით ესაა 950 ლიმონი.
ხელფასები არის ჯამურად 223 მილიონი ევრო. ანუ თუნდაც კლუბის შემოსავალი იყოს 750 მილიონი და ხელფასში ხარჯავდე 223 მილიონს, ხომ ლოგიკურად გაგიჩნდება შეკითხვა რატომ გვაქ ისევ კრიზისი არა? აღარაფერს ვამბობ 950 მილიონზე.
ჰოდა ეგ 5 წელიც ახლა ძალიან რანდომად აღებულია. მაგალითად ლევანდოვსკის და დეიონგი ხელფასი ერთად არის 53 მილიონი. ამას თუ დავუმატებთ ანსუ ფატის 14 მილიონს, გამოდის სამი ფეხბურთელის გაშვებით გვითავისუფლდება 67 მილიონი ევრო. ანუ როცა კამპ ნოუ არ გვაქ, როცა გუნდი არ იყო პიკზე (რაც აისახება გუნდის შემოსავლებზე, ნაკლები ფორმები იყიდება, ნაკლები ხალხი სვამს ლუდს ბარსას ბარში და ა.შ) და გუნდს აქვს 750 მილიონი ევრო შემოსავალი (რეალურად 950) და ამ სამ ფეხბურთელს უშვებ ხელფასის დანახარჯი გამოგდის 156 მილიონი ევრო. ანუ იმის თქმა მინდა რომ, ეგ სამი ფეხბურთელი რომ გაუშვა, ხვალ უკვე იცვლება სიტუაცია და 5 წელზე რანაირად ანგარიშობენ? ძალიან პირობითია რა.
ახლა იგივე ვნახოთ რეალზე. რეალის სახელფასო დანახარჯი არის წელიწადში 280 მილიონი ევრო. ანუ ჩვენზე მეტს ხარჯავენ ხელფასში. და რეალის შემოსავალი არის მილიარდზე მეტი, 50 ლიმონით. თითქმის იგივე პროპორციაა რა.
ახლა ვნახოთ მაგალითად სიტი. ხელფასები 266 მილიონი, შემოსავალი 837 შემოსავალი
პსჟ - 196 ხელფასი, 805 შემოსავალი
ლივერპლი - 175 მილიონი ხელფასი, 714 შემოსავალი
ბაიერნი - 274 მილიონი ხელფასი, 765 შემოსავალი
აი რომელ კლუბს აქვს უკეთესი ბალანსი? საგრძნობად უკეთესზე მაქვს ლაპარაკი. თვალში საცემი არის რომელიმე?
ახლა ჩამოვწეროთ ზოგადად ბარსელონას ხარჯები, რაში გვეხარჯება ფული, მარტო ხელფასები რო არ გვეგონოს:
მარკეტინგი, მოგზაურობა აქეთ იქეთ- გასვლითი შეხვედრები, პრე სეზონი და ა.შ, აკადემია, ფასილითი და ა.შ
ეს ჯდება დაახლოებით 150-200 მილიონი წელიწადში
დედა#####ული ვალი, რომელიც წელიწადში ჯდება დაახლოებით 250 მილიონი ევრო.
სთაფი: დამლაგებელი, მზარეული, აუხის მწმენდავი და ა,შ 20 ლიმონი
გვრჩება რამდენი? დაახლოებით 250-300 მილიონი ხომ? თუ ვიტყვით რომ შემოსავალი 760 მილიონია

რეალურად 950-ია.
აი ამაზე გლეხურად ვერ დავწერ, იქ კიდევა რის ნიუანსები მაგრამ არაა დიდად მაგაზე ჩაჭერა საჭირო. ჰოდა გრჩება 300 მილიონის ხარჯი, მაგრამ ტებასი გეუბნება რომ მკიდია, მაგ 300 მილიონიდან 150 მილიონი უნდა შეინახო ყულაბაში და დააგროვოო. ნუ მინიმუმ უნდა მეხვეწო რო უფლება მოგცე დახარჯივისო. ნუ სირობაზე სირობაა რა.
აი რატომ არის სირობა რამდენიმე მაგალითზე ვთქვათ. ბანკი, უფრო სწორად ვალები რო გვაქ, გვეუბნებიან რო ოქეი, 5 წელი რო უნდა იხადო ეს მილიარდი, ანუ წელიწადში 250 მილიონი, მოდი მაგას 15 წელზე გადაგინაწილებ, მაგრამ წელიწადში 250 მილიონის მაგივრად, გადიხდი 150 მილიონს და მილიარდის მაგივრად გექნება ვალი მილირად 20 მილიონი. არა ამის უფლებას არ გაძლევენ. ოქეი
მეორე: ბარსა გეუბნება თუ მომცემ კარგი ფეხბურთელის ყიდვის უფლებას, მისი კლუბში მოსვლით იზრდება როგორც საფეხბურთო წარმატება, ისე სპონსორშიფი, ისე გაყიდული ბილეთები, ისე გაყიდული მაისურები და ა.შ ანუ მაგალითად დღეს თუ ბარსელონა გადაიხდას ვთქვათ 70 მილიონს ნიკო ვილიამსში, ეს იმას ნიშნავს რომ ( ფორმულაა, კომპიუტერი თვლის, ბარსელონას შემოსავალი იზრდება წელიწადში X ევროთი), მაგრამ ტებასი გეუბნება მკიდია, ჯერ გაზარდე შემოსავალი და მერე იყიდეო. მოკლედ ბევრი რამ არის ლოგიკის წინააღმდეგ რა.