გრანდის გაწვრთნა რომ სულ სხვა სპეციფიკაა ვიდრე მეორე-მესამე ეშელონის გუნდების,
ეგ აგერ ალონსოს მაგალითზეც კარგად გამოჩნდა
დღეს ვერც წარმომიდგენია ვინ უნდა მოვიდეს ფლიკის მაგივრად
ახალგაზრდებთან კარგად მუშაობს
არსებული რესურსიდან მაქსიმუმს დებს
უბრალოდ ეს რესურსი ესპანეთის გარეთ საკმარისი არაა
შარშანდელი სეზონი იყო რეალურად თავს ზემოთ ახტომა და ოვერპერფორმანსი
მაგან შეგვიქმნა ცოტა მცდარი მოლოდინები, რომ ლიგამდე ნახევარი ნაბიჯი გვაკლია
რეალურად შარშანდელი იამალი რასაც შვრებოდა დიდ მატჩებში, ეგ არ იყო ნორმალური
არც 37 წლის ლევანდოვკის 40 გოლი სეზონში არ იყო ნორმალური და ვეღარ განმეორდება ვერასდროს
რაფინიამ season of his life დადო
პედრი არ ალეწილა საერთოდ მგონი და სულ გვყავდა, ესეც არაა ნომრალური მოცემულობა
ეს სეზონი უკვე ლამაზი სიზმრიდან გამოღვიძებაა
ოვერპერფორმანსები სულ ვერ გაგრძელდება
ლიგა თუ გვინდა ამ ულტრა შემტევი სტილით,
წინ ოსიმენი, უკან დიაში-გვარდიოლის დუეტის მსგავსი ჭირდება ამ ფეხბურთს
ინიგო დამავიწყდა კიდევ მეხსენებინა, მაგსითვისაც კარეირის სეზონი იყო შარშან:დ
მონსტრი ჩვეულებრივი, თან ორუჯრედიანი გიბონებისგან განსხვავებით, უთესლესი პასით და ოფსაიდის ხაზის საუკეთესო გრძნობით მთელ გუნდში
This post has been edited by Nicolas_ on 22 Feb 2026, 12:22