ლაპარაკის გაბმის უნარში ძნ მოვიკოჭლებ ლიფტში.
ერთ ლიფტს თავი ავარიდე აქ ისევ CEO არ შემხვდეს მეთქი და მეორეში შევედი. იქაც ისეთი ვიღაც შემხვდა, თავი უდებილესად ვიგრძენი.
თუ ვინმეს ლაპარაკი უნდა თვითონ მელაპარაკოს ლიფტში.
მე მგონი ქალისგან საკმარისია გაღიმება და არაა საჭირო გონებამახვილური საუბრები. არაა???

არ შემიძლია ხოლმე 45+ უცხო კაცებს არაფრიდან small talk გავუბა ლიფტში. არადა ჩემი კარიერული წინსვლა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ჭკვიანი და კომუნიკაბელური მოვეჩვენები მაგათ.
მე მგონი ასეთ კარიერას თავი უნდა დავანებო და ტაროს გაშლა უნდა დავიწყო, ან ასტრო რუკების კითხვა. ეს უფროა ჩემი დონე
* * *
ანუ მართლა მაინტერესებს რაზე უნდა ველაპარაკო. ყოველთვის ამინდზე ვერ გააკეთებ კომენტარს. ერთხელ მაინც ვისთანაც ნორმალურად მისაუბრია ან საქმე
მქონია, იმასთან არ მიჭირს რა თქმა უნდა.
იგივე შემემთხვეოდა ამ დილით ჰრ უფროს ქალთანაც, მარა გამოვასწარი… იმიტო, რო თვითონ არ ლაპარაკობს და მე დამიცდის როდის ვეტყვი რამე გასართობს. რაღაც ეგეთი ტიპი მგონია.