გამარჯობათ. დიდი ხანია აქ პოსტი არ დაწერილა, მაგრამ მაინც ვცდი იქნებ ვინმე გამომეხმაუროთ
მეზობელს ხელი მოვუწერე დაუფიქრევლად რომ ჩემს კედელთან სახლი აეშენებინა და ახლა მივხვდი რომ ძაან შევცდი და მინდა ჩემი ხელმოწერა გავაუქმო. პროექტი დამტკიცებულია უკვე, მაგრამ წელიწადზე მეტი გავიდა და არ დაუწყია მშენებლობა. მირჩიეთ როგორ გავაუქმო ჩემი ხელმოწერა? თუა შესაძლებელი რომ გაუქმდეს ჩემი თანხმობა და კედელთან აღარ მომიშენოს?