EgemoNუკაცრავად, არ მქონდა ნანახი წინა გვერძე თუ მომწერე
ანუ თუ დავა გამორიცხულია
უნდა მიხვიდეთ ტერიტორიის მიხედვით ნოტარიუსთან
სავარაუდოთ გეტყვი რა საბუთებს მოგთხოვს
ჯერ 1 კითხვა : ბინა გატარებულია რეესტრში?
თუ კი მაშინ
1) ბებია-ბაბუს ქორწინების მოწმობა,
2) ბებია-ბაბუას გარდაცვალების მოწმობები,
3) დედაშენის და დეიდის დაბადების მოწმობა,
4) ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან ბაბუას შესახებ, ზუსტად არ ვიცი რა ქვია მაგ ფორმას, ადრე სამისამართოდან ჭირდებოდათ ცნობა
და ნასყიდობის მოწობა რითაც მტკიცდება რომ ბინა ბაბუაზე და თუ მოგეპოვება ძველი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ჯერ ახალი არ გჭირდება, ეგ ბოლო მომენტში
განცხადება უნდა შეავსოთ
ასევე კიდევ დეიდამ უნდა დაწეროს ნოტარიალურად რომ არ სურს მემკვიდრეობის მიღება (ან კიდევ ერთი, შეიძლება დეიდა საერთოდაც არ გამოაჩინოთ და ვითომ მეტი შვილი არ ჰყავდა
, ზედმეტი პრობლემები აგცდებათ, მაგრამ სამომავლოთ დეიდამ თუ გადაიფიქრა და მოუნდა წილი, ეგ ცუდი ფაქტი იქნება, ყოველ შემთხვევაში ნოტარიუსი არ იძიებს ჰყავდა თუ არა მეტი მემკვიდრე)
ხო რაც მთავარია, ეს უნდა მოხდეს 6 თვიან ვადაში და უარის თქმაც დროზე უნდა მოასწროს როგორც მახსოვს
ნუ ეს გადაფორმებაც იქნება დაკავშირებული რაღაც ხარჯებთან
თუ კაი ნოტარიუსი შეგხვდა, შენ მოგცემს უფლებას რომ შეაფასო ბინა (იმედია ძველ თბილისში არაა), თუ "ცუდი" ნოტარიუსია თვითონ შეგიფასებს და მაქსიმალურად ეცდება ძვირად შეგიფასოს, თან ფრთხილად იყავი, ბინის დეტალების ტექნიკურად გამოტეხვა იციან, ანუ უნდა უთხრა რომ ბინა ვერაა მთლად რემონტიანი და მთლად მწყობრში, რომ იაფად შეაფასონ
(ვაიმე რამდენი ვიბოდიალე
)
ნუ ყოველ შემთხვევაში ნოტარიუსთან რომ მიხვიდე მხოლოდ ვიზიტი უფასოა, ეგ ყველაფერი თვითონ უნდა ჩამოგიწეროს რა საბუთები უნდა მიიტანო
ხო კიდევ ერთი, აუცილებლად ყველა დაბადების მოწომა, ქორწინების და ასევე გარდაცვალების უნდა იყოს ქართულ ენაზე
(თუ რაიმე საბუთი არ გაქვს, სამოქალაქო რეესტრის არქივში შეგიძლია აიღო, მგონი 3 ლარად, თუ დაიცდი კვირა, თუ არა და ფასიანებიც არის, მაგრამ რა გეჩქარება; ასევე თუ რაიმე საბუთი არის რუსულ ენაზე ადრე როგორც იცოდნენ, გადათარგმნაში ნუ დახარჯავ ფულს, ეგეც შეგიძლია აიღო ახალი 3 ლარად
)
კიდევ და კიდევ ძალიან კარგა დააკვირდი ყველა საბუთებს ხომ სწორედ წერია გვარი და სახელი და + მამის სახელი, ანუ ნებისმიერი ნიუანსი მნიშვნელოვანია
მაგალითად: მარინა - მარინე, ირინა - ირინე
თეა - თია, ანუ ნებისმიერ დეტალზე შარს გდებენ, ეგეთ შეცდომას თუ აღმოაჩენ კიდე ეგ ცალკე საკითხია, მომწერე და მაგასაც გეტყვი როგორ მოიქცე
This post has been edited by Suleluka on 4 May 2010, 13:28