hermioneოფტოპიკად ხომ არ ჩამითვლის ჩვენი მოდერი რომ მოვყვე სახელშეკრულებო სამართლის გამოცდის შესახებ?
მოკლედ მივედით და ორ გუნდად დაიყვნენ გამომცდელები, ძლიერიშვილი და ჯანაშია და ქოჩაშვილი და გუგეშაშვილი. მოვიანებით მოვიდა შოთაძე და ჩაენაცვლა ძლიერიშვილს...
ქოჩაშვილის და გუგეშაშვილის ბავშვებისას იბარებენ მხოლოდ შოთაძე და ჯანაშია და ჯანაშიას ბავშვებს კიდევ ის ორი ქალბატონი. არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება... რა ფორმით არ ვემუდარეთ.... ძლიერიშვილმა იმის მიუხედავადო რომ უზომოდ მოწესრიგებული სტუდენტი ხარო და არ მახსოვსო ერთი ლექცია გაგეცდინოსო, შოთაძესთან და ჯანაშიასთან ვერ დაგსვავო... ხოდა მოვხვდი "ზვიგენთან"
კარგი ბილეთი შემხვდა - ფრენშაიზინგი, გაცვლა, გადაზიდვა-გადაყვანა და დავალება. ჯანაშიამ მაქსიმალური ქულები დამიწერა მოსწრება დასწრებაში და ჯამში 45 ქულა მქონდა. რომ გამომცადეს, დავალების ხელშეკრულებაში რაღაც კითხვას ვერ ვუპასუხე დამატებით და მიწერდნენ 4იანს, ხოდა ჯანაშია შემომეშველა, ეგ საკითხიო სემინარზეო კარგად მომიყვაო ეტყობა დაბნეულიაო და

ძალიან კარგი დამიწერეს, ისიც ძლივს დააწერინა გუგეშაშვილმა, ქოჩაშვილი არ მიწერდა.
მეორე წიგნიდან გამოცდაში შედის:
ამხანაგობა, სანაძლეო, ჯილდო, კონკურსი, სამისდღემშიო რჩენა, ორივე სახის მიბარება. მემგონი არაფერი გამოვტოვე
კარგად გადაიმეორეთ საწყობში მიბარების მოწმობების სისტემა, ყველას ეკითხება ქოჩაშვილი მაგას..
ლლევ,მემგონი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ფაკულტეტს ეხება, თუ ოფტოპიკია ძაან დიდი ბოდიში