ეს რა დებილობაა ეხლა გამაგებინეთ!
რა გურჯისტანი? გურჯისტანზე რომ ლაპარკობ, მანამდე გონება გაისუფთავე! ვერ ვიტან ამ უაზრო გამოთქმებს და მასხრად აგდეებას. გურჯისტანი და გურჯი, ცოტა სხვანაირად ფასობდა და ყველაფრის მასხრად აგდება ნუ დაგჩემდათ ტქვენ
ეს ისე, რაც შეეხება შინაურულ ხელწერილს, შინაურული კი არა, ნორმალურია

კანონმა თქვა, არაა საჭირო ნოტარიული დამოწმება არათუ სესხის ხელშეკრულების, რომელიც სხვათა შორის ზეპირადაც შეგიძლია დადო, არამედ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისაც კიო. ანუ, წერილობითი ფორმა, საკმარისია.
თუ დააწერინებ, რომ მაქ აქვს ვალი, მაშინ ოდენობაც მიათითებინე და სიც დააწერინე, სავარაუდოდ როდის აპირებს ამ ტანხის დაბრუნებას. ამ შემთხვევაში,ა სეთი ხელწერილი ჩაითვლება ვალის აღიარებად, ეს კი დამოუკიდებელი ვალდებულებაა და თუ სესხის ხელშეკრულებაზე მოტხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასულია, ეს ხელწერილი მაინც წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოტხოვნა დაკმაყოფილდეს., რადგან თვითონაა ახალი ხელშეკულება. იმედია, მიახლოებით მაინც გაიგე ას გეუბნები

ცოტა რტUლად ვლაპარაკობ მგონია

რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, არ მესმის რატომ არ სეიძლება რაიმე სახის ცანაწერი გამოყენებულ იქნას მტკიცებულებად? აუცილებლად ხელშეკრულება, ან ხელწერილია მტკიცებულება?
ჩვენი ხელისუფლება, რომ იჭერს ჩანაწერით, იმედია, იმაზე წინასწარ გაცემულია სასამართლო ბრძანება, მოსმენის დაკანონების ტაობაზე : )) სხვა შემთხვევასი, დაუშვებელი მტკიცებულება იქნებოდა და ამოიღებდნენ საქმიდან
Sulelukaხანდაზმულობა იცოცხლე გასულია : )
მაგრამ, საქმე რაშია ეხლა. ცოტ-ცოტას ხომ იხდიდა არა? ამ ცოტ-ცოტაზე რამე მტკიცებულება გაქვს? ანუ, გადაიხადა და ვთქვათ დაწერეთ ხელწერილი, რომ ნამდვილად გადაიხადა. ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რადგან გადახდა, ადასტურებს ვალის არსებობას და ეს ხანდაზმულობაზეც აისახება. მოტხოვნა მაშინ წარმოგეშვება, როცა უფლება დაირღვა, მაგრამ აქ გადახდაა, თუნდაც ნელ-ნელა, ბოლო გადახდიდან გავიდა 3 წელი? ბოლო გადახდის მტკიცებულება გაქვს, წერილობითი?
ეხლა არ დაწერს, რომ აქვს თქვენი ვალი და გადაიხდის პირობითად 1 წელიწადში? როცა ვინმეს აწერინებთ, რომ აქვს ვალი, აუცილებლად დააწერინეთ, როდის აპირებს გადახდას. ზუსტი თარიღი ან მიახლოებითი დრო, მაგალიტად ივლისი ბოლოს, ან 6 თვეში. პერიოდი ჩანდეს. ეს იქნება ვალის აღირება, რომელიც როგორც გითხარი, ახალი ხანდაზმულობის ვადას დაადგენს ამ აღიარების მიმართ და აღიარების ფარგლებში შეგეძლება იდავო. ანუ, თუ 2003 წლის ხელშეკრულებით ჰქონდა 15 000, მაგრამ ნაწილი გადაიხადა, ეხლა დაწერს, რომ აქვს გადასახდელი 8 000 , ამ 8 000-ის მიმართ, ახალი ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს და 3 წელიწადი შეგიძლია იდავო თუ არც ამას არ შეასრულებს. იმედია გაიგე.
თუ ნელ-ნელა გადახდის მტკიცებულება გაგაჩნია, მაგალიტად წერილობითი, (ზოგმა იცს ხოლმე წერილის მოწერა, დღეს ამდენს გიგზავნი, მაპატიე სხვა დანარცენი რომ ვერ აგინაზღაურე ჯერო, იცოდე, ესეც მტკიცებულებაა და აქაც ცანს, რომ პირს ჰქონდა ვალი და ნაწილი გადაიხადა) და ამ გადახდიდან არ გასულა 3 წელი, მაშინ გამოდსის, რომ 2003 წლის ხელშეკრულების მიმარტაც არაა გასული ხანდაზმულობის ვადა. თუ არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, მაშინ გისველის მხოლოდ აღიარების ხელწერილი, სადაც დაწერს, რომ ტქვენი ვალი დარცა ამდენი და გადაიხდის წლის ბოლომდე, ან 2014 წლისპირობიტად 10 ოქტომბრამდე. ანუ, იცოდეთ, მიაწერეთ ხოლმე, როდის პაირებს გადახდას. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა (მეზარება ახსნა რატომ

).
რაც შეეხება ინფლაციას. ტქვენ ისეთი მყარი ვალუტით გაქვთ დადგენილი სესხის ხელშეკრულება, ანუ ამერიკული დოლარით, რომელსაც არც ინფლაცია არ განუცდია და არც დევალვაცია, რომ მე ვიტყოდი, 99% სასამართლო არ დააკმაყოფილებს ტქვენს მოტხოვნას ინფლაციის გათვალისინებაზე.
This post has been edited by grusha on 28 Dec 2012, 20:41