იცით რა, რამდენი ხანია ვაკვირდები ამ თემას და ისეთ რაღაცეებზე კამათობთ რომ ... თანაც თემას ხსნით ციხეზე და დიდი შანსია რომ არცერთ ციხეში არ ხართ ნამყოფი, წინააღმდეგ შემთხვევაში დის,კუსია ამგვარად არ წარიმართებოდა. ხოლო თუ მაინც თვლით რომ ხართ დაინტერესებული ნებისმიერ თქვენგანი ციხის საკითხებით, თუ ფიქრობთ რომ რაიმეს გაკეთება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ან თუნდაც სახელმწიფო საქმის საკეთებლად რაიმე შეგიძლიათ, გთხოვთ მიმართეთ იუსტიციის სმაინისტროს საიტს, სადაც გამოქვეყნებულია განცხადება საზოგადოებრივი კონტროლის კომისიების შექმნასთან დაკავშირებით. შერიტანეთ განაცხადები და აკეთეთ საქმე.
მე სიამოვნებით შეგხვდებით თუ ნებისმიერ თქვენგანს დააინტერესებს ამ კომისიების რეალურად მუშაობის შესახებ. აგრეთვე მე ვთხოვ ჩემს კოლეგებს სხვადასხვა ასეთივე კომისიებიდან მოვიდნენ ამ შეხვედრაზე და ისაუბრონ თავიანთ საქმიანობაზე, წარმატებებზე, მიღწევებზე და ა.შ. თუ გნებავთ მოვიწვევ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებსაც.. მე უბრალოდ ასეთივე კომისიის წარმომადგენელი ვარ და მეტი არაფერი...
აქვე ვპოსტავ ჩემს სიტყვას, რომელიც დიდი პროფესიონალიზმით არ იკვხენის, მაგრამ ამბობს იმას რაც ხდება ციხეებში. ხო ამ სიტყვის შესაბამის შეხვდრაზე წაკითხვის შესაძლებლობა არ მომცა იმ გარემოებამ რომ თბილისში ამავდროულად დიდი სამტავრობო ცვლილებები მოხდა. რა შუაშუაო არ იკითხოთ პირდაპირ "კორელაციურ" (როგორც ერთი დიდი სასჯელარსრულების მესვეური იტყოდა) კავშირშია

)... მოკლედ:
* * *
შეხვედის ადგილი: ჩაქვი, საქართველო
30.08.07
თავდაპირველად მინდოდა დამეწყო იმ პრობლემებზე საუბარი, რაც მართლაც დგას დაწესებულებაში, თუმცა ამის შესახებ თქვენ ალბათ უფრო მეტად ხართ ინფორმირებულები, თუმცა მეორე მხარეზე, დაწესებულების მხრიდან რეაგირების თვალსაზირისთ რა კეთდება ჩემს კონკრეტულ დაწესებულებაში ქვემოთ მოგახსენებთ. ამასთან შედეგები და რეალური სიტუაცია დაწესებულებაში ნათელყოფს თუ რამდენად პრიორიტეტული დაწესებულებაა ქსნის ¹7 სად-ი არა მხოლოდ დეპარატამენტისათვის, ან სამინისტროსათვის, არამედ მთლიანად სისხლის სამართლის მართლსაჯულების პოლიტიკის განმსაზღვრელი ადამიანებისათვის.
ვინაიდან ჩვენი შეხვედრის თემა უფრო კომისიებს ეხება და ალბათ ჩვენი მუშაობის სამომავლო გეგმებზეც გვექნება საშუალება, რომ ვისაუბროთ, მაინტერესებს და მაქვს რამოდენიმე კითხვა სამინისტროსთან ან დეპარტამენტთან, ვფიქრობ ისინი მაინც ერთიან სისტემას წარმოადგენენ და ყველაზე უფრო რელევანტურ ორგანოებად მოიაზრებიან სასჯელაღსრულების სისტემაზე საუბრისას.
- რაში ხედავთ კომისიების ფუნქციონირების წარმატებას?
- რას ელით იუსტიციის საინისტრო კომისიებისაგან და როგორ წარმოგიდგენიათ მათი მუშაობა მომავალში?
- როგორ წარმოგიდგენიათ საზოგადოებრივი კონტროლის კომისიების ურთიერთანამშრომლობა OPCAT-ით განსაზღვრულ მექანიზმთან მიმართებაში?
კომისიების მუშაობა დაფუძნებულია წმინდა ინტერესზე და ვოლუნტარიზზმზე, რაც თავის მხრივ ეფუძნება იმ ფუნდამენტებს რომელსაც თითოეულილ ჩვენგანი ემსახურება – სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა სასჯელაღსრულების სისტემის ჩამოყალიბებასა და მის გამჭვირვალე ორგანიზაციად გარდაქმნისბ თვალასზრისით. თუმცა ის გაურკვეველი მუშაობის სტილი რომელსაც სამინისტრო და დეპარტამენტი გვთავაზობენ მნიშვნელოვნად აკნინებს კომისიების სტატუსს, რომ არაფერი ვთქვა იმ ენთუზიაზმის გაქრობაზე რაც ხდება თითოეულ კომისიაში ხდება (ჩემს კომისიაში ეს უკვე მოხდა და თითქმის ძალით ვაჩერებ წევრებს შეინარჩუნონ კომისიის წევრობა, და ისინი მხოლოდ იმიტომ მონაწილეობენ კომისიის მუშაობაში რომ მათი თქმით ერთმანეთის შრომას სცემენ პატივს თუმცა ავე, ორმა წევრმა უკვე დატოვა კომისია). კომისიის მუშაობა თითქმის ფერმკრთალდება იმ ელემენტარული მიზეზების გამო რომელსაც ახლა ჩამოგითვლით:
- პასუხგაუცემელი წერილები;
- დაუინტერესებლობა შესაბამისი ორგანების მხრიდან;
- შეუსრულებელი დაპირებები (ანგარშებთან დაკავშირებით);
- უპასუხო რეკომენდაციები (პასუხები და არა შეფასება, ვინაიდან კომისია არ მუშაობს დეპარტამენტის ან სამინისტროსათვის, კომისია მუშაობს საზოგადოებისათვის და ფორმალურად მიაწოდებს რეკომენდაციებს შესასრულებლად სამინისტროსა თუ დეპარტამენტს). მცირე დეტალი: აპრილის შეხვედრაზე დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ უნდა არსებობდეს პირი რომელსაც დავეკონტაქტებით შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით. რა მოხდა ჩემს მიერ თებერვლის 21-ში ჩაბარებული ანგარიშისას, არის ის რომ ორი თვის განმავლობაში 21 მარტიდან (ანუ., აპრილი, მაისი) მუდმივად ვრეკავდი სამინიტროსა და დეპარატმენტში, თუმცა პასუხის მიღება შეუძლებელი გახდა იმ მიზეზის გამო, რომ თითოეული ის ადამიანი, რომელთა გვარები შემიძლია ჩამოგითვალოთ თავს არიდებდა პასუხისმგებლობას და სხვაზე მიუთითებდა, ის სხვა სხვაზე და ასე შემდეგ. დღემდე 21 თებერვალს მიწოდებულ რეკომენდაციებზე, მათ შესრულებაზე, შესრულების შეუძლებლობაზე და ა.შ. პასუხი არ მიმიღია. აქვს კი რაიმე აზრი შემდგომ რეკომენდაციებს რომელიც ამ დარბაზში მოისმინება და ხვალ აღარავის ეხსომება შესასრულებლად?
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, თურქი მსჯავრდებულებს საკითხი, იანვრის თვიდან ვითხოვ პასუხს წერილზე რომელიც მათ ექსტრადაციას ეხება. რამოდენიმეჯერ მე შეხვდი აგრეთვე დეპარტამენტის წარმომადგენელს და ჩვენ ერთობლივად ვგეგმავდით კიდეც დოკუმენტაციის თარგმნას ამ მსაჯვრდებულების, თუმცა იმის გამო რომ დეპარტამენტმა გადაწყვიტა დოკუმენტების თარგმნა ძვირია, ეს ადამიანები 2004 წლის შემდეგ განიცდიან მუდმი დისკრიინაციას ეთნიკური მიკუთვნებადობის გამო. აგრეთვე მნიშვნელოვანი დეტალი, მსჯავრდებულები არიან თურქეთის მოქალაქეები, თუმცა ისინი ეთნიკურად მიეკუთვნებიან ქურთებს. სახელმწიფო თავისი უმოქმედობით აშკარად ახორციელებს დისკრიმინაციას და მე უკვე მივმართე შესაბამის ეროვნულ ორგანოებს ადამიანის უფლებების დარღვევების გამოვლენს მიზნით შეისწავლონ ეს საკითხები. აგრეთვე არ დაგიმალავთ და მოგახსენებთ რომ ევროპის საბჭო მზადაა მიიღოს ეს საქმე როგორც რიგგარეშე თავისი სიმწვავიდან გამომდინარე.
თათრიშვილის საქმეზე პირადი საქმის მასალების მოთხვნით წერილზე პასუხად მივიღე რომ თურმე კონტროლის კომისიის წევრს არ აქვს უფლება მიიღოს ასეთი ინფორმაცია. ვფიქრობ თქვენი სამსახურის თანამშრომელთა როგორც მინიმუმ გადასახედია ვინაიდან ვალდებულება რომელიც კანონების და ქვენორმატიული აქტების წაკითხვას ეხება არ აქვთ შესრულებული.
სასაუბრო ბევრია ვინაიდან აქ არ ვაფასებთ იმას თუ რა მიღწევები აქვს დეპარტამენტს, თუ აქვს ასეთი. ჩემის აზრით არ არსებბს ერთიანი პოლიტიკა და მიდგომა ჩამოყალიბებული საინისტროს მსოფმხედველობაში რომელიც კომ,ისიებთან ურთიერთობას დაარეგულირებდა. გადავხედოთ კანონს, შემდეგ რეალობას იმ შესაძლებლობეს რაც შეეტავაზება სამინისტროს კომისიებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. შედეგებით შესაძლოა გავკვირდეთ კიდეც. უკვე წლებია (და ძალიან ბევრი წლები) რაც კონკრეტულ დაწესებულებებში არ ხდება საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება. დაგეთანხმებით ახლა თუ შემაწყვეტინებთ და მეტყვით რა საჭიროაო, ვინაიდან ჩვენი ფუნქცია გათვლილია დაწესებულებებზე სადაც ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ (არც ვიზიტორებს მათ შორის და არც თავად დაწესებულებაში მყოფთ).
ციხე უნდა წარმოადგენდეს დგილს სადაც ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ მათი სიცოცხლის უფლების აღკვეთის თვალსაზრისით (აგრეთვე სხვა უფლებები), თუმცა თუ ავიღებთ მაგალითად ქსნის ¹7 დაწესებულებას რთული სატქმეილა რომ იქ საფთხე არ ემუქრებათ. აქ არ არის საუბარი იმაზე რომ ადმინისტრაცია ვიღაცას კლავს და ა.შ. აქ საუბარია ადამიანტა რაციონალურ გადანაწილებაზე დაწესებულებებში. აქ საუბარია იმაზე რომ 700 კაცს ეზოში გაშლილ ლეიბებზე არ უნდა ეძინოთ, აქ საუბარია იმაზე რო როდესაც გძინავს და გძინავს ციხეში ზემოდან თოფიანი კაცი არ უნდა დაგყურებდეს რომ თუ არასწორად გადატრიალდი გესროლოს. თუმცა ასეთი რა თქმა უნდა არ ხდება. თუმცა აშკარაა რომ დაწესებულებაში სხვაგვარი მმართველობის სისტემაა და ეს არ არის არავის ბრალი, და ამავ დროს ყველას ბრალია ვინაიდან თითოეული თქვენთაგანი, მსახური სისტემისა, იღებს მონაწილეობას ამ სისტემის მშენებლობაში. ბოშათა ბანაკს ჰგავს ქსნის დაწესებულება, თუმცა თუ დირექტორს ჰკითხავთ გიპასუხებთ აქ ხომ უკეთესი სიტუაციააო. უნდა დაეთანხმოთ, ვინაიდან სხვა გზა არ გაქვთ. აქ ხომ ხალხს პირდაპი მიწაზე გაშლილ სივრცეში სძინავს, და ზემოდან ცა დაჰყურებთ, ცა რომელზეც მხოლოდ თოფიანი გუშაგები ირეკლებიან. ასეთი ციხე არ შეიძლება უსაფრთხო იყოს და არც არის!!! ასეთ ციხეში, სადაც 1750 მსჯავრდებული ერთბაშად დასეირნობს ღია ეზოში არ შეიძლება იყოს უსაფრთხო მიუხედავად იმისა რომ საგუშაგოზე 5-10 ან უფრო მეტი თოფიანი კაცი დგას. ასეთი ციხე არაა უსაფრთხო კომისიებისთვისაც ვინაიდან საზოგადოებრივი კონტროლი როგორც ასეთი შეუძლებელია განახორციელო ასეთ ციხეში.
სახელმწიფო უმოქმედობით და საკუთარი უნიათობით პირდაპირ სჩადის დანაშაულს რომლის შედეგების აღმოფხვრას ათეული წლები დასჭირდება ადამიანების დანგრეული ფსიქიკის და გაბოროტებული მენტალობის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნების თვალსაზრისით. საკუთარი “მკაცრი” სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების ფონზე სახელმწიფო აშკარად და წინასწარგანზრახვით, მიზანმიმართულად ახორციელებს ციხეების გადავირთულობისათვის ხელშეწყობას რათა მოახდინოს ესკალაცია ისეთი შემთხვევებისა როგორიც 2006 წლის 27 მარტი, 2007 წლის 13 აგვისტო და ა.შ. ეს კიდევ არაფერი, სახელმწიფო საგანგებოდ ახორციელებს პოლიტიკას რომლის მიხედვით ადამიანები პირდაპირ დახურულ, გაუსაძლის და ბინძურ ოთახებსა თუ დაწესებულებებში იღუპებიან საექიმო საქმიანობის თუ მედდის უფლებამოსილების განხორციელების უფლების არ მქონე ადამიანების გვერდით, სამედიცინო ლიცენზიის არმქონე დაწესებულებებში.
სასაუბრო კვლავაც ბევრია, ვინაიდან ეს დაწესებულება კრიტიკას არ ექვემდებარება. კვლავაც აღვნიშნავ მე არ ვადარებ არცერთ სხვა დაწესებულებას ამ ციხეს, ვინაიდან ყოველი ციხე ინდივიდუალურია თავისი რეჟიმების მიხედვით (არსებობს კი რეჟიმები საქართველოს ციხეებში – გნებავთ დაწესებულების ტიპები ევროპული მოდის გათვალისწინებით?), თუმცა მე ვსაუბრობ იმაზე რომ ამ დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო ჯამში 40 საპირფარეშო იქნა გაკეთებული. ეს არის საზაფხულოდ ჩატარებული წარმატებული რემონტი, ხოლო ისეთი საკითხები როგორიცაა წყლის ჩამოსვლა დირექტორის კაბინეტში, ან სამედიცინო ნაწილის შენობის მდგომარეობა, ანდაც სხვა საცხოვრებელი კორპუსებს მშნებლობა მხოლოდ დაგეგმილია. კარგია გეგმარება ის რომ სრულდებოდეს!!!
კიდევ რა, ლიმიტები, გაუსაძლისი, საშინელი და ა.შ. საყოფაცხოვრებო პირობები. ვირტუალური კომისია, რომელმაც დაწესებულებათა ლიმიტები გაურკვეველი და არავის მიერ ნანახი დებულებით იხელმძღვანელა და დაწესებულებებში ისეთი ლიმიტები დაადგინა თავად ამ ციხეების არქიტექტორები რომ გადაატრიალა საფლავებში.
ასეთი საყოფაცხოვრებო პირობები მხოლოდ რომელიმე ექსტრემალურად განუვითარებელ ქვეყნებში შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს ციხეში. მსჯავრდებულთა დამაცირებელ, არაადამიანურ მდგომარეობაში ყოფნა და არსებობა; თანამშრომელთა სამუშაო პირობები, რომელიც არ შეესაბამება არცერთ სტანდარტს (იმასაც კი რაც დადგენილია შიდა გაუმართავი და ხარვეზებით სავსე კანონმდებლობაში); ის რომ ელემენტარულად მსჯავრდებულბს არ აქვთ შესაძლებლობა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეკონტაქტონ (3-4 თვეა მამაო არ უნახავთ თვალით); თუ ის საკითხი რომ 3 საათზე იწყება შუადღის სადილის მომზადება; თუ ის რომ წლებია სატელეფონო აპარატების დადგმა იწელება და არ დაადგა საშველი მათ დამონტაჟებას და არც იქნება კიდევ; თუ ახალწვეულების საკითხი, რომელიც გლობალურია ყველა დაწესებულებისათვის და არცერთ საერთაშორისო მინიმალურ სტანდარტს არ შეესაბამება, რომ არაფერი ითქვას ექსპერტთა დასკვნებზე; სამედიცინო ნაწილის პირობებზე? რომელზე საუბარის დაწყებაც კი შეუძლებელია?
დამატებით რაზე შეიძლება საუბარი, იმაზე თუ როგორ სჯიან ადამიანებს ერთი ქმედებისათვის ორმაგად? თუ როგორ არღვევენ ფუნდამენტურ პრინციპს არ შეიძლება ორმაგი სასჯელი ერთი ქმედებისათვის აკრძალული ნივთების აღმოჩენისას დაწესებულებაში? NE BIS IN IDEM….