Jeanne Hebuternარამგონია გაუგებრად რომ ვწერდე...
აგიხსენი, რომ როცა მესაკუთრედ აღირიცხები საჯარო (და არა სამოქალაქო რეესტრში

) , მაშინ გახდები სახლის ბატონ-პატრონი, ამოწერა აღარავისი არ დაგჭირდება, მესაკუთრე იქნები 100% და ამიტომ როცა და ვისაც გინდა იმის გაყვანას მოითხოვ ბინიდან, ხოლო რაც შეეხება ამოწერა-ჩაწერას, ეგ ინსტიტუტი დიდი ხანია აღარ არსებობს.
* * *
PEPE-5მუხლი 255. პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ
დამზადება ან გასაღება (03.06.2005 N 1584)
1. პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, –
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან/და შენახვა, აგრეთვე ასეთი მასალის შეთავაზება, გადაცემა, გავრცელება, გასაღება, რეკლამირება ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომა, –
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
შენიშვნა: არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებად ჩაითვალოს ნებისმიერი მეთოდით დამზადებული ვიზუალური ან აუდიომასალა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებებით წარმოდგენილია კონკრეტული არასრულწლოვნის მონაწილეობა ნამდვილ ან სიმულირებულ სექსუალურ სცენებში, გამოყენებულია მისი ხმა ან მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები.
მუხლი 2551. არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების
ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში (25.07.2006 N 3530)
არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.