ვინც კომპეტენტური ხართ ამ საკითხში ან რაიმე მოსაზრება გაგაჩნიათ ძალიან დამავალებთ თუ გამომეხმაურებით ( მადლობა წინასწარ
პრობლემა მდგომარეობს შემდეგში :
იმისათვის რომ გაიხსნას კანონით მემკვიდრეობა საჭიროა დადგინდეს დედის და - შვილის ნამდვილი ნათესაური კავშირი
1) ხარვეზია დედის გარდაცვალების მოწმობაში ( გვარშია ასო არასწორად მითითებული)
2) შვილის დაბადების მოწმობაშიც იგივე შეცდომაა (დედის გვარში ასო "ო" ნაცვლად "ა" წერია )
3) დედის დაბადების მოწმობა დაკარგულია
4) რეგისტრირებულ ქორწინებაში დედ-მამა არ იმყოფებოდნენ
5) იმისთვის რომ შესწორდეს გვარი - დედის სსრკ-ას პასპორტს საფუძვლად არ მიიჩნევს იუსტ.სახლი
6) დაბადების მოწმობის აღდგენა არის შეუძლებელი ( დაბადების ადგილი რუსეთი ) ინფორმაციის გამოთხოვას საჭიროებს 3 თვე და პასუხი ან მოვა ან არა
7) ნოტარიუსი აღიარებს მხოლოდ ერთ გამოსავალს - სასამართლოს ...
როგორ მოვიქცე ?