Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(540)
« პირველი
...
356
357
[358]
359
360
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
იურიდიული კონსულტაცია
, ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MaNoFMaTch
Super Member
ჯგუფი: Registered
MaNoFMaTch
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 537
წევრი No.: 173380
რეგისტრ.: 14-September 13
#53956054
· 19 Dec 2018, 23:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
verdi
რა ნორმის საფუძველზე ფიქრობთ, რომ გაქვთ განახევრების უფლება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
paatadriver
Super Member
ჯგუფი: Registered
paatadriver
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 257
წევრი No.: 199111
რეგისტრ.: 6-March 15
#53957404
· 20 Dec 2018, 10:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს ვალების განულება ყველას რატომ არ ეხება? ვის მივმართო პრეტენზიით არ ვიცი. ერთმა ონლაინ კომპანიამ ჩემი სესხი გაანულა, ჩემი მეუღლის დატოვა. რომ შევეხმიანე, ასე მიპასუხა უკვე გადაცემულია სასამართლოზეო. მეთქი ხომ გამოაცხადა პრემიერმა, ასეთებიც განულდებაო (თანაც მე სასამართლოზე გადაცემული რამდენიმე სესხი გამინულდა). ამაზე ასე მიპასუხა, რასაც ბახტაძე ამბობს, ყველაფერი სიმართლე ნუ გგონიაო, მოიტყუაო, წადი და მაგას და ბიძინას მოთხოვე პასუხიო. ეს რას ნიშნავს ამიხსენით ვინმემ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
verdi
Member
ჯგუფი: Registered
verdi
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 77
წევრი No.: 246650
რეგისტრ.: 14-November 18
#53957418
· 20 Dec 2018, 11:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MaNoFMaTch
48 მუხლი
თუ კარგად დავუსაბუთებ მგონი უნდა გაანახევრონ არა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#53957623
· 20 Dec 2018, 11:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MaNoFMaTch
verdi
იურისტებო! მომავალნო და შემდგარნო! მოერიდეთ ბუნდოვან, მაჩქარევ, აგდებულ დეფინიციებს!
QUOTE
უნდა გაანახევრონ არა? არ "უყვარს" სამართალს ეს!
უნდა "შეამცირონ" და არ არის სავალდებულო ეს "განახევრება" იქნება, თუ უფრო მეტი, ან ნაკლები!
საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
ბაჟის ოდენობის "განახევრება" კანონის იმპერატიული დანაწესებით არ ხდება - აბსტრაქტული ნორმები მიუთითებს მათ "შემცირებას" და, თანაც სასამართლოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში - შეფასებითი კრიტერიუმების გამოყენებით - მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით! იმპერატიულად დადგენილია ამ "შემცირების" ქვედანაწესები - ანუ სავალდებულო კრიტერიუმები: "განახევრება", 30 % (100-70, დაბრუნებული) ...
პირუკუა დასასმელი შეკითხვა!
This post has been edited by
Правовед
on 20 Dec 2018, 12:11
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Miss_Marple
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Miss_Marple
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19929
წევრი No.: 205269
რეგისტრ.: 19-July 15
#53960166
· 20 Dec 2018, 20:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ რომელია უპირატესი
მოსამართლის რწმენა თუ კანონი?
წინასწარ გიხდით მადლობას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#53961092
· 20 Dec 2018, 23:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Miss_Marple
QUOTE
რომელია უპირატესი
მოსამართლის რწმენა თუ კანონი?
უაღრესად სამწუხაროა, რომ მსგავსი კითხვა დაიბადა ...
კანონზე დამახინჯებულ შეხედულებას და დეგრადირებულ იუსტიციას, თვით კანონის (სამართლის) არსზე არავითარ ზეგავლენის მოხდენა არ ძალუძს. მოსამართლის [შინაგანი] რწმენა, იმ განყენებული სახით, როგორცაა შეკითხვაში მოცემული, და, ასევე კანონი, ამავე აბსტრაქტული სახით, როგორცაა შეკითხვაში მოცემული, იოტისოდენობითაც კი არ შეიძლება იყვნენ განსხვავებულნი! აბსოლუტური შესატყვისობაა! თუ ადამიანმა პროფესიად აირჩია მოსამართლეობა, ის უკვე, აპრიორი, რწმენით ემორჩილება კანონს.
თუ ან ერთი ვარგა, ან მეორე, ან ორივე ერთად უვარგისნი არიან - თქვენს კითხვაზე ვერ გასცემენ ინტრიგის მატარებელ პასუხს ...
This post has been edited by
Правовед
on 20 Dec 2018, 23:59
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Alice_In_Wonderland
ლოკოკინათა დედოფალი
ჯგუფი: Members
Alice_In_Wonderland
ლოკოკინათა დედოფალი
ჯგუფი: Members
წერილები: 4236
წევრი No.: 114748
რეგისტრ.: 29-April 10
#53961561
· 21 Dec 2018, 01:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პრაქტიკოსო იურისტებო, თუ არ დაგეზარებათ გადახედეთ ჩემს შემთხვევას და რჩევა მომეცით
იანვრის თვეში ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიაში შევიძინე ტელეფონი - სამსუნგი ს8, რომელიც გამიფუჭდა აგვისტოს თვეში. ტელეფონს ჰქონდა ერთწლიანი საგარანტიო ვადა, არ შეკეთდა ნივთი და დაექვემდებარა შეცვლას. შემიცვალეს ს9-თი ჩემივე სურვილით. მაგრამ საგარანტიო ვადა არ მომცა მაღაზიამ ერთი წელი და ვადის ათვლა დამიწყო ძველი თარიღით შეძენილი ნივთის საგარანტიო ვადის დასაწყისიდან, ანუ რეალურად ნაცვლად ახალი ერთი წლისა დამიტოვა დარჩენილი 6 თვე საგარანტიოდ. ეს 6 თვეც ვერ გაძლო მეორე ტელეფონმა და გაფუჭდა დეკემბერში. რომ მივიტანე სერვისცენტრში ერთი კვირის თავზე მითხრეს რომ ტელეფონს არ სჭირდა არაფერი. ვუთხარი რომ გადავამოწმებდი სხვაგან ტელეფონის მდგომარეობას და გავასაჩივრებდი მათ დასკვნას. შემდეგ მითხრეს რომ რაღაც შეეშალათ და ტელეფონს შემიცვლიდნენ, მაგრამ ერთწლიან გარანტიას ვერ მომცემდნენ და ისევ პირველად შეძენილი ტელეფონის ვადით მიანგარიშებდნენ საგარანტიო ვადას, ანუ სადღაც ერთი თვის გარანტია მექნებოდა ახალ ტელეფონზე. ვუთხარი რომ ვაპირებდი სარჩელის შეტანას საქალაქო სასამართლოში თანხის დაბრუნების მოთხოვნით. სადავო თანხა არის 1870 ლარი. საბოლოო პასუხი და "დათმობა" რაზეც წამოვიდა მაღაზია არის ის, რომ მაძლევენ ახალ ნივთს ერთწლიანი საგარანტიო ვადით. აქვს ამ შემთხვევაში სარჩელის შეტანას აზრი თანხის დაბრუნების მოთხოვნით? საგარანტიო ტალონში არ უწერიათ რომ ნივთის გაფუჭების შემთხვევაში თანხას დააბრუნებენ, უწერიათ რომ გაფუჭებული ნივთი უნდა შეცვალონ ან შეაკეთონ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
JoseeeM
თავის უფლება ლომთა ხვედრია !!!
ჯგუფი: Registered
JoseeeM
თავის უფლება ლომთა ხვედრია !!!
ჯგუფი: Registered
წერილები: 1711
წევრი No.: 123351
რეგისტრ.: 5-November 10
#53962264
· 21 Dec 2018, 11:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
ბეს მიმღების მოვალეობის ბრალეულად დარღვევისას კი ბე უკან ორმაგად ბრუნდება.
ბეს პირობა დამირღვიეს /უძრავი ქონების ფართი ვერ გამიჯნეს და ვერ გადმომიფორმეს დათქმულ ვადაში/ სიტყვიერად მოთხოვნაზე უარის შემთხვევაში როგორ უნდა ვაიძულო ორმაგის გადახდა?
ბეს ხელშეკრულებას ხელს აწერს ნდობით აღჭურვილი პირი.
ვინ არის პასუხისმგებელი ორმაგად თანხის დაბრუნებაზე: ხელმომწერი ნდობით აღჭურვილი პირი, თუ მიმნდობი პირი?
--------------------
KREMLIN DELENDA EST!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Miss_Marple
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Miss_Marple
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19929
წევრი No.: 205269
რეგისტრ.: 19-July 15
#53962562
· 21 Dec 2018, 12:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
უაღრესად სამწუხაროა, რომ მსგავსი კითხვა დაიბადა ..
პირველად მომიწია სასამართლოსთან შეხება
და ამიხსნეს, რომ მთავარი მოსამართლის შინაგანი რწმენა ყოფილა
მაშინ რაღა საჭიროა კანონი?
QUOTE
თუ ადამიანმა პროფესიად აირჩია მოსამართლეობა, ის უკვე, აპრიორი, რწმენით ემორჩილება კანონს.
რა ვიცი, რა ვიცი, ცოტა ხანს დაველოდები და და მერე დავწერ აქ ყველაფერს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#53962858
· 21 Dec 2018, 13:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Miss_Marple
QUOTE
და ამიხსნეს
- აი, მსგავსი ინფორმაციების მიწოდებასაც მოერიდეთ, თუ შემდგომ
QUOTE
ცოტა ხანს დაველოდები და მერე დავწერ აქ ყველაფერს
- ან დაასახელეთ ვინ "აგიხსნათ", რა "აგიხსნათ" (არ არის საჭირო გვარ-სახელების დასახელება, მიუთითეთ სტატუსი) ...
მე არ გავცემ პასუხს მსგავს განმარტებებზე აგებულ კითხვას - წინასწარ ვაცხადებ ...
ამასაც იმიტომ გეუბნებით, რომ "პროფესიონალები" ხშირად იყენებენ თავისი არაკომპეტენტურობის, მარცხისა და წარუმატებლობის საბაბად მსგავს ფორმულირებებს ...
ამ ტიპის მოვლენების შესწავლისას (რომლებიც ხშირად ჩხუბის ხასიათში გადადის - არ უყვართ ქართველებს მითითებები), თითქმის ყოველთვის "აღმოჩნდება" ხოლმე, რომ მოსამართლეს სრულიად სამართლიანად აქვს ყველა საკითხი გადაჭრილი - მარცხი გამოწვეულია იმ მიზეზებით, რომ ან სასაჩელო მოთხოვნებია არაკვალიფიციურად მიწოდებული, ან კლიენტის სურვილებს აყოლილი ადვოკატი (ხან გამორჩენის პრიორიტეტით, ხშირად უცოდინრობითაც მოსდით) "მოსამართლის რწმენისა თუ კანონის" უგულველყობით აწარმოებს უპერსპექტივო დავას ...
აი, მეც ჩამომიყალიბდა შინაგანი "რწმენა", რადგან საქართველოში მოსამართლეების კვალიფიკაცია, პერსონების, რომელნიც წყვეტენ დავებს, უკიდურესად აღემატება დავების, ბრალდებებისა და დაცვის, ადმინისტრაციული გარჩევის მონაწილე მხარეების სამართლებრივი დახმარების აღმომჩენი ტიპაჟების ცოდნასა და უნარებს ...
* * *
JoseeeM
QUOTE
როგორ უნდა ვაიძულო ორმაგის გადახდა
საერთოდ, ყველა უფლებები შეიძლება დაიცვათ აბსოლუტურად ყველა საშუალებით, რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულს, ადმინისტრაციულ გადაცდომას და სამოქალაქო უფლებების ბოროტად გამოყენებას - არ ისჯება სისხლის სამართლისა თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, და, დაუშვებლად არ თვლის სამოქალაქო კოდექსი.
როგორც შეკითხვიდან ჩანს, თქვენ ბე გაეცით (ისე კარგი იქნებოდა, ესეც მიგეთითებინათ) - შესაბამისად გსურთ გავემული თანხის ორმაგად დაბრუნება. ნებაყოფლობით თუ არ დაგიკმაყოფილეს მოთხოვნა, იძულება შესაძლებელია (იხილე ზემოთმითითებული) სასამართლოს გზით ... პასუხისმგებელია რა თქმა უნდა მარწმუნებელი - პირი რომელმაც გასცა მინდობილობა ...
This post has been edited by
Правовед
on 21 Dec 2018, 13:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Miss_Marple
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Miss_Marple
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19929
წევრი No.: 205269
რეგისტრ.: 19-July 15
#53963068
· 21 Dec 2018, 14:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
- ან დაასახელეთ ვინ "აგიხსნათ", რა "აგიხსნათ" (არ არის საჭირო გვარ-სახელების დასახელება, მიუთითეთ სტატუსი) ...
ეს საკუთარმა ადვოკატმა აგვიხსნა
ახლა რა ხდება
იჩივლა ადამიანმა , რომ პრივატიზაციის ხელშეკრულება, დადებული1995 წელს გაყალბებით არის შედგენილი
არადა ყველა საბუთით პირიქით არის, იმ დროინდელი კანონით არის ბინის პრივატიზაცია გაკეთებული
თანდართული თანხმომებით
ეს ადამიანი, ვინც ჩივის, პრივატიზაციამდე 9 წლით ადრე არის ამოწერილი ბინიდან (გათხოვდა და მშობლებისგან მიღებული აქვს ფული და სხვა მატ. ქონება)
და იმავე წელს სხვაგან ჩაწერილი
ახლა ითხოვს ამ ბინიდან წილს და საბაბად ის მოაქვს, რომ ბინის მიღების დროს ეწერა ორდერში
წავიკითხე კანონი პრივატიზაციის შესახებ და იქ ცალსახად წერია, რომ პრივატიზაციაში მონაწილეობდნენ მხოლოდ იმ პერიოდისთვის იქ ჩაწერილი პირები
არადა მოსამართლეს მუდმივად გადააქვს სხდომა და ადვოკატი კი გვეუბნება, რომ მხოლოდ მის შინაგან რწმენაზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება
ამიტომ მაინტერესებს, მთავარი რომელია, კანონი თუ მოსამართლის რწმენა
This post has been edited by
Miss_Marple
on 21 Dec 2018, 14:23
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#53963373
· 21 Dec 2018, 15:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Miss_Marple
უნდა აღენიშნოს, რომ სამართალს უყვარს ზუსტი, ცალსახა და გარკვეული ფორმულირებები. ისიც კარგი იქნებოდა, როგორც სასამართლოს ეცით პატივი, ასევე პასუხის გამცემლისათვის გეცნობებინათ, როგორ იყო სარჩელში ჩაწერილი სამართლებრივი მოთხოვნა ...
ვერც ამ ჩანაწერს მიაგნებს ვინმე
QUOTE
"ჩაწერილი" პირები
! რაიმე კანონში თუ იქნება მითითებული - ეწერება "კანონიერი მოსარგებლე" ...
საბინაო ფონდის პრივატიზება ხორციელდება არა "კანონით", არამედ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. № 73 ბრძანებულებით, რომელიც "კანონით" არის დათვალისწინებული - “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
რადგანაც თქვენს შემთხვევას ადგილი აქვს 1995 წელს, საჭიროა ნორმატიული იერარქიული საკითხის შესწავლა - რომელი აქტებით უნდა ვისარგებლოთ, თქვენს შეკითხვაში მოყვანილი სამართალურთიერთობზე მსჯელობისას ... პრივატიზაცია მოხდენილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992 წ. № 107 დადგენილების შესაბამისად, რომლის მე-4 პუნქტით, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდებოდა იმ ორგანოების თუ დაწესებულებების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხებოდა საცხოვრებელი ბინა, ხოლო იმავე დადგენილების მე-5 პუნქტით, ბინა უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომელნიც ამ ბინის "დამქირავებლები" ან "დამქირავებლის ოჯახის წევრები" იყვნენ.
ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსი აღიარებს სარგებლობის თავისუფლებას, რაც გამოიხატება იმაში, გამოსარკვევია, სარგებლობდა თუ არა თქვენი მოსარჩელე სადავო ქონებით.
იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორდერი უდავოდ წარმოადგენდა ბინაში შესახლების ერთადერთ დოკუმენტს, მაგრამ იმავდროულად პირს არ ჰქონდა ორი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევის შესაძლებლობა და "მუდმივ საცხოვრებლად სხვა ადგილზე გადასვლის" შემთხვევაში პირი კარგავდა ფართზე უფლებას და საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება ითვლებოდა მოშლილად.
მარტო სხვა მისამართზე რეგისტრაცია (ამოწერა რომ დაარქვით), მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს სადავო ფართზე უფლების დაკარგვის საფუძველს, ვინაიდან, კანონიერ მოსარგებლედ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად სარგებლობს ფართით.
გარემოებების გათვალისწინებით,
ვამახვილებ! ყურადღებას! ალბათობაზე!, რადგან მასალებზე წარმოდგენა არა მაქვს!
,
სრულიად შესაძლებელია
სასამართლომ დააკმაყოფილოს ამ ქალბატონის მოთხოვნა და ეს
იქნება სამართლიანი, კანონისმიერი და მოსამართლის დადებითი, პოზიტიური რწმენის შედეგი!
ეხლა გადაიკითხეთ სარჩელიც და თქვენი შესაგებელიც - და, ნახეთ, გაქვთ თუ არა გამახვილებული ყურადღებები ...
This post has been edited by
Правовед
on 21 Dec 2018, 15:34
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Miss_Marple
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Miss_Marple
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19929
წევრი No.: 205269
რეგისტრ.: 19-July 15
#53963791
· 21 Dec 2018, 17:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
როგორ იყო სარჩელში ჩაწერილი სამართლებრივი მოთხოვნა ...
ბინის გადაცემის დროს მოსარჩელე იყო დამქირავებლის ოჯახის წევრი, სრულწლოვანი
ორდერში შეყვანილი იყო 4 პირი
ბინის მიღებიდან 2 წელიწადში მოსარჩელე გათხოვდა, ამოეწერა ბინიდან და ჩაეწერა მეუღლის ბინაში, სადაც რეგისტრირებულია დღემდე
პრივატიზაციის მომენტისთვის ბინაში ჩაწერილი იყო და სარგებლობდა ბინით 6 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი
ახლა მოსარჩელე ითხოვს პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებას და მისთვის ბინიდან მეოთხედი წილის მიკუთვნებას
სადავო ბინაში არ უცხოვრია გათხოვების მერე არც ერთი დღე და ეს ფაქტი აღნიშნულია მოწმეების მიერ
ახლა მოსამართლემ რომ დაუკმაყოფილოს მოთხოვნა, სამართლიანი იქნება?
ეს მაინტერესებს, სამართლებრივად როგორ იქნება
პრივატიზაცია ყველა კანონის დაცვით არის გაკეთებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს წესით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
Правовед
ვპასუხობ მხოლოდ პირდაპირი მიმართვებს - შეკითხვა დაწვრილებით -
ჯგუფი: Members
წერილები: 2234
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16
#53964547
· 21 Dec 2018, 20:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Miss_Marple
მე სპეციალურას გავუსვი ხაზი ალბათობას - ვერ გადავწყვიტავ პერსპექტივას!!!
თუ პრივატიზაციის მომენტისათვის მას დაკარგული ჰქონდა ბინით სარგებლობის უფლება, და ეს ფაქტობრივი გარემოება სასამართლო დავის პროცესში დადასტურებულ იქნა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებით, მაშინ დავა თქვენს სასარგებლოდ უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ კანონის დანაწესებებზე დაყრდნობით. ეს შემთხვევა აბსოლუტურად გამორიცხავს რაიმე "რწმენის" მოთხოვნას - არ არის ე. წ. "რთული საქმე", არ არის დავა, სადაც ადგილი აქვს ან საკანონმდებლო ვაკუუმს, ნორმის აშკარა ხარვეზს და ა. შ. რა შუაშია რწმენა!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Miss_Marple
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Miss_Marple
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19929
წევრი No.: 205269
რეგისტრ.: 19-July 15
#53964822
· 21 Dec 2018, 21:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Правовед
QUOTE
თუ პრივატიზაციის მომენტისათვის მას დაკარგული ჰქონდა ბინით სარგებლობის უფლება, და ეს ფაქტობრივი გარემოება სასამართლო დავის პროცესში დადასტურებულ იქნა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებით,
ამას თვითონაც აღიარებს და არ უარყოფს
QUOTE
. რა შუაშია რწმენა!
არ ვიცი, მოსამართლემ მორიგება შემოგვთავაზა და და კიდევ ერთხელ გადადო სხდომა
და ადვოკატმა გვითხრა, ყველაფერი მოსამართლის შინაგან რწმენაზეა დამოკიდებულიო
ახლა 24-შია ჩანიშნული და დავწერ აქ შედეგს
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი:
Top-Gun
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(540)
« პირველი
...
356
357
[358]
359
360
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1325 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.