#56721257 · 21 Aug 2020, 13:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა
მაინტერესებს სამოქალაქო კოდექსის ამ მუხლს აქვს იმპერატიული ხასიათი თუ დისპოზიციური?
QUOTE | მუხლი 588. საიჯარო ქონების უკან დაბრუნება ვადამდე
1. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით.
2. თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე. |
ანუ ვთქვათ მოიჯარე ხელშეკრულებაში მიწერს რომ ერთ თვიანი ვადის დაცვით ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მე როგორც მეიჯარეს აღარ მაქვს უფლება მოვთხოვო მონაცვლე მოიჯარის წარდგენა. აი ეს ჩანაწერი რამდენად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს თუ მეტყვის ვინმე
|