ცალკე არის აღსანიშნავი სარეკლამო სააგენტოების გაუმართავი ენა. პრობლემა ის არის, რომ ჟურნალისტის ნათქვამი ან დაწერილი ტექსტი ბოლოს და ბოლოს ერთხელ ისმინება ან იკითხება. ხოლო სარეკლამო რგოლები ყოველდღე ბევრი არხით ტრიალებს, ხდება სმენის ბომბარდირება არასწორი ფორმებით, რაც მათ დამკვიდრებას მეტად აადვილებს. მოვიყვან მაგალითებს:
ბავშვის სკოლაში წასვლა უამრავ ხარჯებთან არის დაკავშირებული (უნდა იყოს - უამრავ ხარჯთან);
100 სამსუნგის ტელევიზორი, 100 ბოშის გაზქურა... (სამსუნგის 100 ტელევიზორი, ბოშის 100 გაზქურა);
სანამ სახლში ცხოვრებას დაიწყებდით
![weep.gif](//forum.ge/html/emoticons/weep.gif)
ვესტელისა და
სხვა სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიებში (ვესტელისა და სამომხმარებლო ტექნიკის სხვა მაღაზიებში);
* * *
კიდევ უნდა მივუბრუნდე ზე-ს არასწორ გამოყენებას. უკვე ითქვა, რომ მისი უაზრო ხმარება ძალიან გავრცელებულია და ხშირად უწიგნურობას ცუდად მალავს.
თითოეული მხარე მზადაა კომპრომისზე (თითოეული მხარე მზად არის კომპრომისისთვის);
ისინი მეტ დათმობაზე არიან მზად (ისინი მეტი დათმობისთვის არიან მზად);
ეს აჩვენებს ქვეყნის მდგრადობას ეკონომიკურ ზემოქმედებაზე (ეს აჩვენებს ქვეყნის მდგრადობას ეკონომიკური ზემოქმედების მიმართ) და ა.შ.
ისევე როგორც ზემოთ განხილულ სხვა შემთხვევებში, სწორი ფორმის პოვნას აადვილებს კითხვის დასმა. "რაზე არიან მზად" თუ "რისთვის არიან მზად"? ასე უფრო ადვილია მიხვედრა, რომ "კომპრომისისთვის" და არა "კომპრომისზე".
და საერთოდ, ზე-ს შეცდომით ასე ხშირად მოხსენიებას ერთი რამეც უწყობს ხელს: ყველას მოგვისმენია, როცა ვინმე იკითხავს მომხდარი ამბის მიზეზს, კი არ იტყვის "რატომ", არამედ - "რაზე"? "რატომის" ნაცლად "რაზეს" ხმარებაა სწორედ ენის ის ძირითადი დამაბინძურებელი, რამაც ზე-ს ასეთი გავრცელება გამოიწვია. ასე რომ, სწორად დასმული კითხვა დიდი ალბათობით განაპირობებს სწორ პასუხს.
* * *
რადგან თემას "სახელოსნო" ეწოდება, წინადადება მაქვს, ბარემ ასეც მოვიქცეთ: ვინმემ დაპოსტოს მთელ-მთელი აბზაცები (თავისი ან სხვისი) სტატიებიდან და აუჩქარებლად გავარჩიოთ შეცდომები.
This post has been edited by Geronti on 23 Oct 2006, 16:01