რუსთავი 2სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში. “რუსთავი 2” კერძო კომპანიაა, რომელიც მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85% შეუძლია.
“რუსთავი 2” ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქშოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს (ოსკარით დაჯილდოების ცერემონია, “მის მსოფლიო”...) ქართულ ენაზე. “რუსთავი 2”-ის პროგრამები ყველაზე მაღალ რეიტინგულია საქართველოში.
“რუსთავი 2”-მა პირველმა გამოიყენა ციფრული ტექნიკა საქართველოში, იყო პირველი ქართული არხი თანამგზავრზე, პირველმა გააკეთა პირდაპირი ჩართვები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და გახდა EBU-ს (ი-ბი-იუ-ს) პირველი ასოცირებული წევრი საქართველოდან. “რუსთავი 2” ფეხდაფეხ მიჰყვება სატელევიზიო ტექნოლოგიების პროგრესს და გამუდმებით აუმჯობესებს მაუწყებლობის ხარისხს.
ჩვენ ვიყავით პირველი ტელევიზია საქართველოში, რომელმაც შემოიტანა ინტერაქტივი და პირველი პოლიტიკური ტოქშოუ აჩვენა ქართველ მაყურებელს.
მზეტელეკომპანია "მზე" დაარსდა 2003 წლის აპრილში. ტელევიზია მაუწყებლობს 45-ე დეციმეტრულ არხზე და შედის თბილისის ყველა ინდივიდუალური და საკაბელო ტელევიზიის პაკეტში. ტელეკომპანიას აქვს განვითარების მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა. მომავალი წლის ივლისიდან, "მზე" მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებს მაუწყებლობას. ტელეკომპანია "მზე"-ს კონცეპტუალურ ღერძს საინფორმაციო სამსახური წარმოადგენს. საინფორმაციო გამოშვება "მზერა" ყოველი საათის ბოლოს, წამყვანის გარეშე, გადის ეთერში. საღამოს 6 საათზე, მაყურებელს გავაცნობთ ინფორმაციას რეგიონების შესახებ. "მზერა" 20 საათზე განავრცობს დღის აქტუალურ თემებს.
"მზერა"-ს შემოქმედებითი ჯგუფისათვის უმთავრესია საქართველოს მოქალაქეთა უფლება - ფლობდნენ დროულ და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ტელევიზია დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომელთა მიზანიც საუკეთესო ქართული ტელევიზიის შექმნაა.
CNNCable News Network (ან CNN) არის საკაბელო არხი, რომელიც 1980 წელს ტედ ტურნერმა დააარსა. იგი წარმოადგენს Turner Broadcasting System-ის შემადგენელ ნაწილს, რომლის მფლობელიც აგრეთვე ტურნერია. CNN-მა პირველმა შესთავაზა მაყურებელს 24 საათიანი საინფორმაციო არხის კონფეფცია, წელს მას 26 წელი უსრულდება.
რეიტინგების მიხედვით CNN აშშ-ს პირველი საკაბელო არხია, თუმცა ზოგიერთ რაიონში მას მკვეთრად ავიწროვებს Fox News. CNN-ის მაუწყებლობა ხდება მისი სათაო ოფისიდან ატლანტაში, აგრეთვე მას აქვს საკმაოდ დიდი სტუდიები ნიუ-იორკსა და ვოშინგტონში. 2004 წლის დეკემბრისთვის CNN-ის ყურება უკვე 88 მილიონ ამერიკულ სახლში და 890,000 სასტუმროს ნომერში იყო შესაძლებელი. საერთო ჯამში CNN ფლობს უზარმაზარ ქსელს, რომელიც ხელმისაწვდომია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრები 1,5 მილიარდი ადამიანისათვის.
ეს სამივე ტელეკომპანია დღეს დაარსდა, მივულოცოთ