Melisa
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4645
წევრი No.: 27039
რეგისტრ.: 16-December 06
|
#12337080 · 22 Jan 2009, 16:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, თუ ლინკი ამუშავდა ან სხვა საშუალება არსებობს, იქნებ, გვაზიაროთ. მე საკაბელო არ მაქვს.
აქ კი გთავაზობთ, ერთი ფორუმელის ტექსტს, რომელიც მე გამომიგზავნა (რადგან ფორუმული პაროლი არ ახსოვს):
ვცდილობ ღამის ცხოვრება მოვიშალო, და გუშინ პირველი საათის შემდეგ “დავიწყე” დაძინება, მაგრამ ამ დროს “მაესტროზე” შემომეფეთა ვინმე “უცნობი” – თავის “კარცერ–ლიუქსში”, და შემომესმინა 2 საათამდე. კიდევ კარგი, ამ დროს საათს გავხედე, და მექანიკურად გამოვრთე მაცდური ტელეაპარატი. უცნობმა ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. მისი მენტალიტეტი, მიუხედავად ყველაფრისა, რაც ქვეყანაში მოხდა ბოლო მეოთხედი საუკუნის მანძილზე, ისევ ისეთია: ქართულ”პატრიოტულ”–საბჭოურ–სვეტურ–სუფრულ–ძველბიჭური.
“უცნობი” განათლებულია, ნიჭიერია, აზროვნებს, სასიამოვნო ლექსებს წერს… მაგრამ რად გინდა: მენტალური “წყობა არ ვარგა”. ძალიან “ნაცნობად” აზროვნებს…
აი, მისი გამონათქვამები, ანუ – მაგალითები. უმრავლეს შემთხვევაში უცაბედად, არაცნობიერად გადმოშლის იმას, რისიც სჯერა…
1. “ამ წლის 9 აპრილს უნდა დამთავრდეს ის, რაც 20 წლის წინ, 9 აპრილს დაიწყოო”… 2. “საქართველოს ეს ყველაფერი უნდა გამოევლოო…” 3. “როგორ შეიძლება ამხელა მეზობელ ქვეყანას, 250 მილიონი მოსახლით, ანგარიში არ გაუწიოო..” 4. “რუსეთი მაინც ჩვენი მეზობელი დარჩება ყველა შემთხვევაშიო…”
5. “რა კარგი დრო იყო, როდესაც ოჯახებში სუფრასთან ვიკრიბებოდით, კარგად ჩაცმულები, გოგოებს ვეპრანჭებოდითო…”
6. “ახლა სუფრასთან რომ იჯდნენ – გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე, ნათელაშვილი, საააკაშვილი და კიდევ რამოდენიმე, და მოვიდეს ვინმე აფხაზი და ამათ მაგრად აგინოსო, ხომ სააკაშვილზე უკეთეს პასუხს გასცემენ ყველანიო?...”
7. და ისიც ძალიან კარგი და ტიპიური იყო, მისმა “სტუმარმა”, რეგბისტმა ბიძინა გეგიძემ რომ წყლის “საწრუპელა” – ეს “სვეტური” სიმბოლო – მოაშლევინა: ეს აქ როგორ შეიძლებაო…
სამწუხაროდ, “უცნობს” თურმე კარგად არ ესმის, თუ რა იყო “9 აპრილი”. “9 აპრილი” იყო ბოროტების სათავეც და სიკეთის სათავეც. “9 აპრილი” იყო იმპერიის პროვოკაცია, რომელიც მან ჩაატარა ზოგი არაფორმალური ორგანიზაციების პროვოკაციის საპასუხოდ; იმპერიულმა ცენტრმა ეს გამოიყენა პატიაშვილის მოსაცილებლად და გუმბარიძის დასანიშნად, რომ საქართველოში სიტუაცია პოლიტიკურად კიდევ უფრო აერია – მართლმორწმუნე კომუნისტ პატიაშვილის პირობებში ეს უფრო რთული იყო ( თან შევარდნაძესაც უნდოდა პატიაშვილის მოძრობა პირადი მოტივებით). მაგრამ ამავე დროს, “9 აპრილი” იყო ფსიქოლოგიურად, განდგომა იმპერიასგან, და დიდი ბიძგი ეროვნულ–სახელმწიფოებრივი განწყობის მიმართულებით – პირველ რიგში, ცხადია, ქართულ მოსახლეობაში, მაგრამ არა მარტო მასში. თავისუფლებისთვის ბრძოლა კი ყოველთვის რისკიანია. როდესაც “უცნობი” ამბობს, რომ მალე, 20 წლის შემდეგ, ამ ცხრა აპრილს – მაშინ დაწყებული ახლა უნდა დამთავრდესო, ვკითხოთ, ნეტავ რა უნდა დამთავრდეს – პოლიტიკური ბრძოლა, არეულობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის მოთხოვნა? თუ მხოლოდ უპასუხისმგებლო შეტევები იმპერიაზე? რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ, როგორც დიდ და გავლენიან მეზობელს? ანუ ძალა აღმართს ხნავს? და “უცნობი” – ძლიერის მხარესაა?
ნუთუ ის ვერ ხედავს, როგორ შეიცვალა ეპოქა, მთელი სამყარო? ვერ ხედავს იმას, რომ ირაკლი წერეთლის “მამაოჩვენოს”, 89 წლის 9 აპრილს წაკითხულს, თუ, თეორიულად მაინც, ჰქონდა რაღაც გამართლება, იმავე წერეთლის იგივე ლოცვა, 2007 წლის 7 ნოემბერს წაკითხული – იყო უკვე ყოვლად მდაბალი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო ასეთი პროვოკაციული ასოციაციებით “ძველი ვითარების” დაბრუნების მცდელობა, და ნებით თუ უნებურად ემსახურებოდა მხოლოდ ერთს – რომ ისევ დაღვრილიყო სისხლი, რომ ისევ არეულიყო საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია, და ამით ისევ ესარგებლა იმპერიას… რომ საქართველო ისევ წარმოჩენილიყო ემოციური და გონებრივად სუსტი კავკასიელების დაჯგუფებად, რომლებსაც გარედან მართვა სჭირდებათ. “უცნობს”, ვიცით, ასე არ ჰგონია – და რატომ იდგა მაშინ, “უცნობი”, “საშვიდნოებრო წერეთლის” გვერდით?
იმიტომ რომ მისთვის მთავარ სიტყვად იქცა სიტყვა “მიშა”, მაშინ როდესაც, კარგი იქნება, რომ არც ერთმა სახელმა არ დაფაროს ის ერთი სახელი, რომელსაც, ერთი მწერლის ნათქვამისა არ იყოს, მალვა უნდა.
იმიტომ რომ, ის, ეტყობა, ისევ იქაა – ისევ იქაა, წარსულში. მან ისიც კი ვერ გაიგო – ცხადია, არაცნობიერ დონეზე, ანუ ვერ გაითავისა – რომ 250 მლნ. საბჭოთა კავშირი აღარაა, და არის 140 მლნ. რუსეთი; ის იქაა, მშვიდ და გარანტირებულ საბჭოეთში, სადაც ქართული პატრიოტიზმი ძირითადაც სუფრასთან სადღეგრძელოებში ხარობდა:
(და სადაც ადამიანები “საფირმო” ხის საწრუპელებს “შოულობდნენ”, და ოცნებად იყო “დაჩნიკი ვიყო სოჩაში”, და მოახტებოდი დიდ კატერს “აზერბაიჯანს” და წახვიდოდი “ვ სოჩი ნა ტრი ნოჩი” – საგრიალოდ. აბა ერთი უცნობის კლიპებიც გაიხსენეთ – “ვილივლივოოოთ!” თავისთავად ლივლივი კარგია – აი, პოლიტიკას კი ვერ შეცვლის. )
ის იქაა, სადაც პიროვნების მნიშვნელობა მკვეთრი პასუხის გაცემის უნარით განისაზღვრებოდა; ის იქაა, სადაც ქართველებს სუფრასთან რატომღაც უნდა აგინოს… აფხაზმა! რატომ აფხაზმა, ძმაო, ნუთუ ვერ ხვდები, რომ ამ შენი არაცნობიერი ასოციაციით, ისევ უნებურად იმპერიულ მოდელს ათამაშებ, რომ მცირე ერები ერთმანეთს უნდა “დაერიონ”, და მერე დიადმა კრემლმა “გააშველოს” – თავის სასიკეთოდ.
არა, “უცნობს” ეს ყველაფერი, ცხადია, არ უნდა, ის ამბობს, “აგერ გულედანმა და სხვებმა თქვეს, აფხაზეთში სიყვარულით უნდა შევიდეთო”. და ეს მოსწონს. ძალიან კარგი. მეორე წუთს კი, სამაგალითოდ, წარმოიდგენს აფხაზს, რომელიც ქართულ სუფრას აგინებს, და ახლა საქმე იმაზეა, ვინ უფრო მაგარ პასუხს გასცემს მას – ქართველებიდან!
რატომ ვერ ხვდება, რომ მისი ნამდვილი დამოკიდებულება ასეთი წინააღმდეგობრივია? ეს მიდგომა ხომ, “ხმამაღლა გაცხადებული სიყვარულის ლოზუნგი, გულში კი ბოღმა” – აბსოლუტურად არ ვარგა. ის ხომ სწორედ რომ საბჭოური ტყუილის ნაყოფია, და ეს კონსტრუქცია ისევ იმპერიული სქემას ასახავს – ხალხების რეალურ დაჯახებას და მათ შორის გარეგან და პირმოთნე სასიყვარულო ფიცილს.
სამწუხაროდ, “უცნობის” მენტალობა საბჭოთა პერიოდშია დასახსრული, და თუმცა წამდაუწუმ ერევა პოლიტიკაში, სინამდვილეში მას ვერა აქვს ნამდვილი პოლიტიკური “გაგება”, თორემ ასეთ შეცდომებს არ დაუშვებდა. მისი საკუთარი სააზროვნო სქემები, ხმაუხვი მსჯელობების მიუხედავად, მისთვისვე უცნობი რჩება… ტელეშოუ მშვენიერი აქვს – ოღონდ, “უცნობი” სულ უფრო “ნაცნობია” ზედმეტად კარგად ნაცნობი…
|