nigo
ან შენ დაგაბოლა ვიღაცამ ძალიან მაგრად, ან თავად ცდილობ ჩვენს დაბოლებას, ან მართლა არასწორი ინფორმაცია და წარმოდგენები გაქვს რაღაცეებზე.
მამუკა ღლონტს პრო-სახელისუფლებო არხის გაკეთებისთვის ფულს არავინ დააყრიდა. მაგ სპეკულაციას, რომ აი, მე შემეძლო სახელისუფლებო არხი გამეკეთებინა და ფულებს დამაყრიდნენო, მაგრამ ნახეთ რა კაი ბიჭი ვარ, მირჩევნია გავიჭირვო და სიმართლეს ვემსახუროო, არავინ ჭამს.
ხელისუფლებამ აშკარად და დაუფარავად შეუწყვიტა დაფინანსება ორ აშკარად სახელისუფლებო არხს - ,,მზეს,, და ,,პირველ სტერეოს,, და კინაღამ იმედიც ზედ მიაყოლა. იმავე ხელისუფლებამ დააკონსერვა ტელეკომპანიების ,,მეცხრე არხისა,, და ,,იბერიას,, სიხშირეები, სდაც, თუ სურვილი ჰქონდა, უპრობლემოდ ააწყობდა და გაუშვებდა სახელისუფლებო არხებს. უბრალოდ, ხელისუფლებამ საჭიროდ აღარ მიიჩნია ,,რუსთავი 2,,-ს ფონზე და სავალდებულო სიხშირის ,,პირველის არხის,, გვერდით კიდევ სხვა სახელისუფლებო არხსების არსებობა და მით უმეტეს ,,იმედის,, ხელისუფლების არხადა გადაქცევის შემდეგ, ან შეუწყვიტა დაფინანსება, ან საერთოდ დააკონსერვა სხვა სახელისუფლებო სიხშირეები.
ასე რომ დღის წესრიგში არ ისგა და არც დგას ახალი სახელისუფლებო არხების წარმოშობა. ეს არანაირად არ იყო ხელისუფლების სტრატეგია. ამიტიომ მამუკა ღლონტს რაც არ უნდა ეძახა ხელისუფლებას გაუმარჯოსო, არავინ არანაირ ფულს არ ,,დააყრიდა,, სისუელელა ეგ.
პირიქით, სადაც ფულისა და პოპულარობის ,,სუნია,, სწორედ ის გააკეთა მამუკა ღლონტმა. ასე რომ ,,მაგ ნომერი,, და ეგ პოზა ძალიან მოძველებულია და არავინ დაგიჯერებთ არც შენ და არც მამუკა ღლონტს. კაი ბლომად ფულია მანდ ჩადებული და არავითარ შემთხვევაში არ გადაუხდიდა ხელისუფლება არც მამუკა ღლონტს და არც არავის მაგ ფულს კიდევ ერთი ,,სახელისუფლებო არხის,, შექმნისთვის. პირიქით, ერთადერთი ,,გადამხდელი,, ოპოზიციის სწორედ უცნობისტი და მისი ძმისტი ფრთა რჩებოდა და ზუსტად ,,დააჯდა,, მათ მამუკა ღლონტი, გაქნილი ბიზმესმენია ბიჭი და იცის. რისთვისაც მხოლოდ ქებას იმსახურებს. და არ გვინდა ახლა აქ ,,კარგად ცხოვრება შეეძლო და ერის გულისთვის ცუდად ცხოვრობს,, პოზები.
კიდევ
,,ძმაკაცების გამტანის,, ტიტული ვიდრე განსაზღვრავს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსის ავკარგიანობას, აი იქამდე არაფერი გვეშველება ჩვენ უბედურებს.
და კიდევ
ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, რომ სწორედ ფულის გულისთვის ჩამჯდარან ციხეში. და სხვათა შორის, არც ისე დიდი თანხა აუღიათ ნამდვილი დამნაშავისგან, რომლის ნაცვლადაც ჩამჯდარან. ბევრია ეგეთI შემთხვევა, თანაც ისინი ნამდვილ ციხეში ჯდებიან და არა სატელევიზიო სტუდიაში, რომელიც უბრალოდ ,,პად საკანია,, მოწყობილი.
თუ იცი ვინმე, ვინც ამაში ფულს გადამიხდის, ეგეთ ციხეში კი არა დილეგში ჩავჯდები თუ გინდა. მოკლედ რასაც გინდათ დაამგვანეთ სატელევიზიო სტუდია და ვჯდები

რა
სისულელეა რა პოზაა.
კაი რა.
ჯეობარის ოთახები საკნებისთვის რომ დაემგვანებინათ რა, რამე განსხვავება იქნებოდა და უფრო რთული იქნებოდა იქ ჯდომა? თან იმ ბავშვებს არავინ არაფერს არ უხდიდა და ისე იჯდნენ, არც იცოდნენ მოიგებდნენ იმ ფულს თU ვერა.
მოკლედ პოზაა ეგ ყველაფერი და თნაც ძალიან სასაცილო და გულისამრევი!
* * *
ხო, არ იქნება სწორი არ აღვნიშნო, რომ შენს ნააზრევში ასი პროცენტით ვეთანხმები ერთადერთ ფრაზას:
მიშა, წადი რა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!