გამარჯობა. სამწუხაროდ უკვე დაგვიანებულია მგონი, იქეთა წლისთვის უნდა გადადო ეგ ამბავი, მაგრამ კარგი ის არის რომ მოსამზადებლად უკეთესი დრო გექნება.
პირველ რიგში ეროვნულებზე როცა რეგისტრირდები იქვე უთითებ შიდა გამოცდას, თეატრალური უნივერსიტეტის არჩევის დროს. არ დაგავიწყდეს რომ პრიორიტეტი იყოს პირველი თეატრალური, თორემ ბევრს მოუვიდა რომ ჩააბარა მაგრამ ეროვნულებმა სხვაგან ჩარიცხა. სავალდებულო ჩასაბარებელი საგნების რაოდენობა(ეროვნულებზე) არის 3, ნაცვლად 4 ისა(როგორც ეს სხვა ფაკულტეტეტბზე ხდება) , ასე იყო 2-3 წლის წინ, ეხლა არ ვიცი, უნივერსიტეტში მიდი ან საიტზე ნახე
http://www.tafu.edu.ge/ ანუ შენ შეგიძლია მეოთხე საგანიც აიღო გრანტისთვის, ამ სამ საგანში თუ შიდა ტურები წარმატებით გაიარე, ეროვნულებზე უკვე შეგიძლია მინიმალური ქულები აიღო და მორჩა, იქ კონკურსი აღარ არის როცა შიდა ტურები ჩაბარებული გაქვს.
შემდეგ არის შიდა 3 ტური. უნდა მოამზადო ლექსი, იგავ-არაკი და სიმღერა, ასევე ჩაუჯექი პიესებს და წაიკითხე რაც შეიძლება ბევრი. სასურველია და უკეთესი თუ სამივე ტურში სხვადასხვა კომპოზიციით მიხვალ, ანუ სამივე ტურში სხვადასხვას წაიკითხავ. შეიძლება დამატებითაც გითხრან რომ რაიმე სხვა წაუკითხო ან უმღერო ერთი და იგივე ტურში. სანამ აქამდე მიხვალ შეეცადე არ ინერვიულო იყავი რაც შეიძლება ნატურალური, კითხვებს დაგისვამენ ასევე თეატრის ისტორიიდან, რა მუსიკას უსმენ, რომელი ფილმი თუ სპექტაკლი მოგწონს, რომელი რეჟისორი და რამოდენიმე კითხვა შეიძლება პირადი ცხოვრებიდანაც დაგისვან, ასევე მზად იყავი ცოტა დამაბნეველი კითხვებისთვისაც დავუშვათ რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში და ა.შ

) ხო რაც მთავარია შეიძლება არ იცოდე რაიმე შეკითხვაზე პასუხი მაგრამ ამის არ მოგერიდოს ყველაფერი ნორმალურადაა

).
უმთავრესი არის მსახიობის ოსტატობა, ანუ გეტყვიან რაიმე სიტოაციას, დგახარ ცხელ ტაფაზე და გარშემო იარაღით გადგანან რომ ვერ გადმოხვიდე, თან გაიძულებენ რომ იმღერო და შენ თავი ისე უნდა დაიძვრინო რომ სიმღერა არ შეწყვიტო. ან გეტყვიან განასახიერე რომ ძალიან გცხელა და ა.შ ასეთი დავალებები შეიძლება რამოდენიმე მოგცენ და სხვადასხვა სირთულის. აქ უკვე ფანტაზია უნდა ჩართო შეგიძლია გააკეთო რაც მოგესურვება და როგორც გინდა, სიტოაციის განსახიერების დროს უბრალოდ არ ისაუბრო წინადადებებით ანუ დიალოგი არ გააბა წარმოსახვით გმირებთან გამოიყენე მუნჯური ენა. ამ მომენტში რაც უფრო მრავალფეროვანი და ორიგინალური იქნები მით უკეთესი....
შემდეგ გექნება სიმღერა ან ცეკვა, შეგიმოწმებენ ხმას, სმენას, რითმს. ცეკვის დროს ჩაგირთავენ მუსიკას და უნდა აყვე, შეიძლება არ იცოდე ის ცეკვა მაგრამ უბრალოდ უნდა მოერგო მას და ამასობაში შეიძლება უცებ, გაუფრთხილებლად შეგიცვალონ მუსიკა, შენც ტემპის დაუკარგავად არ დაიბნე და ცეკვაც უნდა შეცვალო და ახალ მუსიკას მოერგო.
სიმღერა შეარჩიე ცოტა სერიოზული და რამოდენიმე. ჭრელო პეპელა და ეგეთი რამე რუმეები არა... იქ ააქვტ ფორტეპიანო რომელზეც დაგიკრავენ შენს ნათვქამ კომპოზიციას, არ დაგავიწყდეს იცოდე ვინც არის ამ მუსიკის კომპოზიტორი თუ შემსრულებელი. შეგიძლია შენი ნებისმიერი მუსიკალური ინსტრუმენტი მიიტანო და იმის თანხლებით იმღერო.
როგორ და რა ფორმაში უნდა მიხვიდე იქ გეტყვიან, შიდა ტურებამდე რამოდენიმე ხნით ადრე იწყება კონსულტაციები, გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. თუ რა და როგორ ხდება იქ გაგარკვევენ. ასევე არსებობს თეატრალურში მოსამზადებელი კურსები გამოცდებისთვის 8 თუ 9 თვიანია 900 ლარი ღირდა თუ სწორად მახსოვს, ეგ ძალიან წაგადგება თან იქაური პედაგოგები შეიძლება გამოცდაზეც შეგხვდნენ

) და აი როგორც იქნა დადგა ნანატრი აპოთეოზი ბრწყინვალე,

)
საახლობლეთია, თუ ვინმე ნაცნობი არ გყავს შეიძლება ძალიან დაიჩაგრო და ნერვები სასტიკად მოგიშალონ, მოემზადე ამისთვისაც, ნუ აგიცრუვდება გული თუ ვერ ჩააბარე, მეორე წელს ცადე, მესამეს ... ბევრი ცნობილი, ვარსკვლავი მსახიობია რომლებიც წლობით აბარებდნენ თეატრალურში და ბოლოს ზოგი იმის გამო მიიღეს რომ უკვე თვითონაც დაიღალნენ

იყავი თამამი მაგრამ არა თავხედი(ბოდიში სწორად გამიგე) მაგრამ იქ ბევრს ერევა ეგ და იქ ისეთს ეღადავებიან სუ ტირილით გამოდიან ხოლმე

)
შიდა ტურში პირველიდან მეორეზე თუ დაგიბარეს ჩათვალე რომ ესე იგი რაღაც იცი და ცუდ გზაზე არ დგახარ. არსებობს შეგასების 100 ქულიანი სისტემა ბოლოს ვისაც ყველაზე მაღალი ქულა ექნება ის მოხვდება. მოსახვედრი ადგილები ძალიან ცოტაა ხოლმე 12 კაცი 20 კაცი 10 კაცი და ა.შ სადაც 1 ადგილზე 500 კაცი მოდის, ასე რომ კონკურენცია დიდი იქნება. შიდა ტურში თუ კარგი ქულები აიღე მოხვდები უფასოზე, და შემდეგ ზემოთ ნახსენები მეოთხე საგანიც თუ არჩეული გაქვს ეროვნულებზე და იქაც გრანტი აიღე სახელმწიფო აქეთ გადაგიხდის ფულს

) რამდენ %-იან გრანტსაც აიღებ...
ასე რომ წარმატებებს გისურვებ აბა შენ იცი

))
თბილისში თეატრალურს 2 კორპუსი აქვს ერთი რუსთაველზე (თეატრთან), მეორე პლეხანოვზე, მარჯანიშვილის ქუჩაზე(ფოსტასთან).
http://www.tafu.edu.ge/