
ქ.თბილისის აკადემიკოს ი.ნ. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური 42-ე საშუალო სკოლა, ერქვა ადრე


მაგ ფორუმს მოზარდები აკეთებენ და არაა ეგ მაგ სკოლის ოფიციალური ფორუმი

და არცერთ მოზარდს არ მოსწონს ზედმეტად მკაცრი სკოლა: სადაც მკაცრი მოთხოვნებია სკოლაში დროულად მისვლაზე,სათანადო სწავლაზე, წესრიგზე და სიგარეტის მოწევაზე. ამ ყველაფრის დარღვევის გამო ბევრი გაუშვეს მაგ სკოლიდან ძველ სკოლაში

და ამ ორი მიზეზის გამო გასაგებია რომ მანდ მსწავლელი ბავშვი ან მანდედან გაშვებული ბავშვი ვერ იქნება ობიექტური სანამ არ დაამთავრებს სკოლას და ზრდასრულ ადამიანად არ ჩამოყალბდება, არ დარწმუნდება ,რომ იმ პედაგობებსა და მასწავლებლებს რომლებიც ამ ყველაფერს უშლიდნენ და სწავლას აძალებდნენ მისთვის კარგი უნდოდათ. ნუუ მაგ სკოლიდან გაშვებულ ბავშვს მაგ სკოლის ზიზღი იასნია დიდობაშიც შეიძლება გაყვეს ზოგჯერ. ამიტომაა ფორუმზე სულ ლანძღვა მემგონი, თუმცაღა ბევრ მაგ სკოლა დამთავრებულს შვილები და შვილიშვილებიც კი მაგ სკოლაში მიჰყავთ ხოლმე ისევ და ეს არ აიხსნება იმ ფაქტით რომ ისინი იქვე ახლოს ცხოვრობენ, სკოლა არაა რაიონული მანდ მთელი თბილისიდან სწავლობენ ბავშვები და გამოცდების შედეგად ხვდებიან, რომელსაც ყველა ვერ აბარებს.
თუმცაღა ამ სკოლაში სამიანებზე მოსწავლე ბავშვი ძველ სკოლაში რომ დაბრუნდება ფრიადოსანი არის ხოლმე და ამით გარკვეულწილად უდანაშაულოდ გამოშვებულის იმიჯი ექმნება, რამეთუ თითქოს აი კარგი მოსწავლეა, მაგრამ ამ სკოლის მოთხოვნები უფრო მაღალია ვიდრე უბრალოდ კარგი მოსწვლე

ჩემი რჩევა იქნება მეექვსე კლასელი ბავშვი მიიყვანო მანდ საშაბათო სკოლაში ატარო

(საშაბათო სკოლაა როცა სწავლობს ისევ ძველ სკოლაში ხოლო ერთი დღე კვირაში მაგ სკოლაში დადის შაბათობით და უტარდება მოსამზადებელი გაკვეთილები და ეჩვევა სკოლის სწავლებისა და მოთხოვნების წესებს და თუ გადაწყვიტავს მეშვიდე კლასიდან მანდ გააგრძელოს სწავლა აბარებს გამოცდებს ზაფხულში და რჩება მაგ სკოლაში) მთელი წელი ისეთ მომზადებას გადიან რომ საშაბათო სკოლელების 99% უპრობლემოდ რჩება მაგ სკოლაში თუ მანამდე არ გაუშვეს ან თვითონ არ გადაწყვიტა წასვლა.
აუფ რა რეკლამა გავაკეთე

ამ სკოლის დირექციამ ხელფასი უნდა დამინიშნოს ალბათ თუ წაიკითხეს

თუმცა კარგს რეკლამა არ ჭირდება და მემგონი არც აქვთ არც ოფიციალური საიტი, არც ტელევიზიით არ პაკაზუხობენ და მაინც ყოველ ზაფხულს მისაღებად ზომაზე 3-4 ჯერ მეტი განცხადებებია ხოლმე

ყოველ შემთხვევაში 12 წლის წინ ეგრე იყო და როგორც ხანდახან ვიგებ ხოლმე ეხლაც ეგრეა.
This post has been edited by OHO on 1 Jan 2007, 12:57
"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile
Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs